კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა იცოდეთ საკუთარი ჰოროსკოპი და რაში გვეხმარება ის ოჯახური სკანდალების დროს


ამქვეყნად სრულიად შეუთავსებელი ადამიანები მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 5 პროცენტია და ისინი თითქმის არასდროს ეჯახებიან და ეჯაჭვებიან ერთმანეთს. ხოლო, თუ ერთმანეთს მაინც შეხვდნენ და შეიყვარეს, ესე იგი, მათ შორის არის რაღაც ურთიერთგადაჯაჭვის რგოლები. ასეთ დროს საჭიროა იმის გაგება, ურთიერთქმედების რა წერტილებია ეს და რა დაგეხმარებათ ამ კავშირების განმტკიცებაში. ამიტომ, გირჩევთ, სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ ცხოვრებაში, გადახედეთ თქვენს პირად ჰოროსკოპს. ამით შეძლებთ, საკუთარ თავსაც დაეხმაროთ და შვილებსაც გაუადვილოთ ცხოვრება.

სხვათა შორის, მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, ნიჭსა და სილამაზეზე ადამიანმა ქორწინებამდე უნდა იზრუნოს.

ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშაა დაბადებული, რომელსაც რომელიმე კონკრეტული სტიქია მართავს. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. ამას მოწმობს ადამიანთა ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედების ორიათასწლიანი შესწავლა-დაკვირვება და გამოცდილება. სულ კი ოთხი სტიქია არსებობს, კერძოდ: ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი.

აუცილებელია, ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აარიდოთ თავი სკანდალებს, ასე გახშირებულ განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და გაურკვევლობებს ოჯახის წევრებთან.

ასტროლოგიაში არსებობს ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები. მაგალითად:

ცეცხლის სტიქიის ნიშნები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი კარგად ეგუებიან ამავე ნიშნით ან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს – თხის რქებს, კუროებს, ქალწულებს. რაც შეეხება მშვილდოსანს, მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად გამონახოს საერთო ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უჭირს მორიელის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ჰარმონული ურთიერთობა და თანაცხოვრება.

ჰაერის სტიქიის ნიშნები – სასწორი, მერწყული, ტყუპები, კარგად ეწყობიან ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებს, მაგრამ, მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან მუდმივად პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობები აქვთ.

წყლის სტიქიის ნიშნები კარგად ეწყობიან მიწისა და თავისივე – წყლის სტიქიის ნიშნებს და ძნელად ეგუებიან ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს.

მიწის სტიქიის ნიშნები მშვიდად გრძნობენ თავს მიწისა და წყლის სტიქიების ნიშნების გარემოცვაში, ვერ ეგუებიან ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ოჯახურ თანაცხოვრებას.

ამიტომ, თუ გსურთ, ოჯახში ურთიერთგაგება იყოს, თქვენი შვილი მშვიდ გარემოში აღიზარდოს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ზემოთ თქმული ასტროლოგიური რჩევები და ისე დაგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და მომავალი.


скачать dle 11.3