კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იწვევს თუ არა ჯანმრთელობის გაუარესებას სიტყვით გათვალვა და როგორ დავიცვათ თავი და ახლობელი ადამიანები მისი უარყოფითი შედეგებისგან


ნებისმიერ, ჩვენგან წარმოთქმულ სიტყვას, უდიდესი ენერგეტიკული ძალა აქვს. ამიტომ, უნდა აკონტროლოთ ემოცია და აზრები, რომ უნებურად, რამე არასასურველი არ წამოგცდეთ, რომელიც ბუმერანგივით უკან შემოგიბრუნდებათ და შესაძლოა, ცხოვრებაში უსიამოვნებების მიზეზიც კი გახდეს. თუ რატომ უნდა ვაკონტროლოთ ემოციები და სიტყვები, რომელსაც წარმოვთქვამთ და რა შედეგები მოჰყვება ადამიანის უკონტროლო ემოციებს, ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოს ბატონ შალვას. იგი წლებია, უცხოეთში ცხოვრობს და ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, უცხოელ კოლეგებთან ერთად კვლევებს აწარმოებს.


შალვა: უკვე კარგა ხანია, უცხოეთში ვცხოვრობ. იქ ჩასულმა ერთი კაცი გავიცანი, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა ეზოთერიკაში. მეც დავინტერესდი, ჩავები ამ საქმიანობაში, საკმაო ცოდნაც მივიღე და დღეს, ცნობილ ეზოთერიკოსებთან ერთად, არაერთი კვლევის წარმოების პროცესშიც ვარ ჩაბმული. ადრე, მეც ვერ ვიფიქრებდი, რომ სიტყვას, ემოციას, ამა თუ იმ ნივთის ტარებას, რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო კონკრეტულ ადამიანზე. მაგრამ, დღეს ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ. მოკლედ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიტყვას უდიდესი ძალა გააჩნია და ეს ბევრმა საკუთარ თავზეც გამოსცადა, ალბათ.

– კერძოდ, რა ძალა აქვს ემოციურად წარმოთქმულ სიტყვას და როგორ შეიძლება ის ჩვენზე ზემოქმედებდეს?

– სიტყვა, გარკვეული ენერგეტიკის მატარებელია და უდიდესი ზემოქმედების მოხდენაც შეუძლია. თუმცა, ძალა არა თავად წარმოთქმულ სიტყვას აქვს, არამედ იმ ენერგეტიკას, რაც უშუალოდ მას მოჰყვება. ამას წინათ, ერთ-ერთმა ახლობელმა მკითხა, შესაძლებელია თუ არა, ემოციის გარეშე თქვა სიტყვა და მას რაიმე ძალა გააჩნდესო. ახლა იწყებს ეზოთერიკულ საკითხებში გარკვევას და ბუნებრივიცაა, ეს კითხვა რომ დაებადა. საერთოდ, რაც მეტად გაბრაზებული საუბრობს ადამიანი და მძაფრია ემოციური ფონი, მით მეტი ძალა აქვს, ანუ, ის, მეტ ენერგეტიკას იძენს. სიტყვასაც, მეტი ზემოქმედება შეუძლია სხვა ადამიანზე და თავად მთქმელზეც.

– ასეთ დროს ამბობენ, ადამიანი სიტყვით გაითვალაო, არა?

– გეთანხმებით. ამას შესაძლოა, სიტყვით გათვალვაც ვუწოდოთ. სიტყვით გათვალვა საკუთარ თავზე მაქვს დაცდილი. მაგალითად, მახსოვს, დედა რომ მეტყოდა, შვილო, ფრთხილად დაჭერი პური, თითი არ გაიჭრაო, ზუსტად მაშინ მეჭრებოდა თითი. თუ დაჟინებით მეტყოდა, არ გაცვია თბილად და გაცივდები, ასე ნუ გახვალ გარეთო, მართლა ვცივდებოდი. ანუ, რაზეც დედა დაჟინებით მიმახვილებდა ყურადღებას, ზუსტად ის მემართებოდა. ეს თავად არ უნდოდა, მაგრამ ძალიან ემოციური ქალი იყო და მისი სიტყვებიც წამებში მიხდებოდა. აი, ეს არის სიტყვით გათვალვა.

– ბატონო შალვა, იქნებ გვითხრათ, ამ დროს როგორ დავიცვათ თავი?

– ამ დროს თქვენ თავს ვერ დაიცავთ, უბრალოდ, ვინც თქვენს დაცვას ცდილობს, ასე პირდაპირ კი არ უნდა გაფრთხილებდეთ, არამედ, ჩუმად, გულში უნდა ფიქრობდეს, – ნეტავ, არ დაშავდეს; ნეტავ, თითი არ გაიჭრას, ან ნეტავ არ გაცივდესო. ეს სულ სხვა საკითხია. ასეთი ქმედება კი არ გაგთვალავთ, პირიქით, დაგიცავთ შესაძლო საფრთხისა და წინაღობებისგან. ავმა სიტყვამ და თვალმა შესაძლოა, ჯანმრთელობის გაუარესებაც კი გამოიწვიოს, მაგალითად – სიგამხდრე, კრუნჩხვა, მელანქოლია, ნევროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ასე შემდეგ. პირადად მე, ხშირად მაქვს შეხება მსგავს ფაქტებთან და ყოველივე ზემოთქმულის უმძიმეს შემთხვევებთან. თუ უარყოფითი ენერგიის ნაკადი მარცხენა მხრიდან მოდის, მაშინ დიდია შანსი გულის არეში ტკივილი იგრძნოთ. არ არის გამორიცხული, ამას უცაბედი ინფარქტიც მოჰყვეს და ეს ნამდვილად ავი მზერისა და სიტყვის შედეგი შეიძლება, იყოს. ანალოგიური რამ მოხდება სხვა ორგანოებთან დაკავშირებითაც. პათოლოგია წარმოიქმნება იმ არეალში, რომელზედაც კონცენტრირებულია უარყოფითი ენერგიის მუხტი. საგულისხმოა, რომ მსგავს დეფორმაციას, ვერც ერთი ტომოგრაფიული აპარატი და თერაპევტი ვერ აღმოაჩენს და დააფიქსირებს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, ექიმს აკითხავს და მას დიაგნოზის დასმა უჭირს. სიტუაცია კი თვალსა და ხელს შუა რთულდება. ამ დროს ბევრი ფიქრობს იმაზე, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანზე გაკეთებული ჯადო, ავი თვალი ან ემოციურ ფონზე მიმართული უარყოფითი სიტყვები იყოს. სამწუხაროდ, დღეს მსგავსი რამის დიაგნოსტიკის მხოლოდ ერთი მეთოდი არსებობს, ეს არის ბიოლოკაცია. შესაბამისად, პათოლოგიის ლიკვიდაცია შეუძლია არა მედიცინის პროფესორს, არამედ პარაფსიქოლოგს. ამიტომ, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ჯადო, თვალი ან უარყოფითი ენერგეტიკით დამუხტული სიტყვაა, მაშინ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა აღიდგინოს აურა და არასასიამოვნო შედეგებს ამით დააღწიოს თავი. გეტყვით იმასაც, რომ გათვალვით გამოწვეული ავადმყოფობების დროს, მკურნალბის კურსი ყოველთვის გართულებებით მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში კი, მკურნალობის კურსი არ არის საკმარისი. ადამიანი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ამ დროს, სამწუხაროდ, დიდია ლეტალური შემთხვევების ალბათობა. ერთი მეგობარი მყავდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო საწყალი – კეთილი, ჩუმი, თბილი, მოსიყვარულე, ნამდვილი ვაჟკაცი. სულ ცდილობდა სხვებს დახმარებოდა. ერთ-ერთ რაიონში, თანამდებობაზე დანიშნეს. სულ მეუბნებოდა, ვცდილობ, არავის ვაწყენინო, ყველას ხელი გავუმართო, მაგრამ არავისთან გამდის. ისეთ შურიან მზერას ვაწყდები გარშემო, ისეთ რამეს ვიგებ ჩემზე, თმები ყალყზე მიდგებაო. მოკლედ, ჯანმრთელი კაცი იყო მაგრამ, დეპრესიაში ჩავარდა, სახლში ჩაიკეტა, არავის დანახვა და მოსმენა არ უნდოდა და ერთ დღესაც, საკუთარი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი ნახეს. თავი მოიკლა და კაციშვილმა არ იცის ამის მიზეზი. მე თუ მკითხავთ, სწორედ ავი სიტყვა და თვალი გახდა მისი ამქვეყნიდან უდროოდ და ასე ტრაგიკულად წასვლის მიზეზი. მის შველას, სავარაუდოდ, ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებდა და ვერც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მოაბრუნებდა. ასეთი უამრავი ფაქტი ვიცი და, ეს მერწმუნეთ, უბრალო დამთხვევა არ არის. არ შეიძლება, წარმატებული ადამიანი უცბად ცუდად გახდეს, იგრძნოს რომ ჯანმრთელობა უმიზეზოდ შეერყა, სამყარომ ზურგი აქცია და უბრალოდ, უნდა თვითმკვლელობით გაეცალოს მას. უბრალოდ არაფერი ხდება, ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს და ეს კანონზომიერებები ჩვენზეც მოქმედებს – ზოგზე დადებითად და ზოგზე უარყოფითად. მაგალითად, ხომ გაგიგიათ ძველი ხალხისგან, ერთმა მეორე თვალით შეჭამაო. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა შეიძლება, ავტოკატასტროფაც გამოიწვიოს და ამას დიდი მსხვერპლიც მოჰყვეს. ამაში არაფერია მისტიკური. ეს ავი თვალის მოქმედების შედეგია ცოცხალ ორგანიზმზე. ადრე, ბავშვებს არიდებდნენ ცუდი მზერის მქონე და მოლაყბე ადამიანებს, რომ მათ სიტყვით და თვალით არ მიეყენებინათ ზიანი პატარასთვის. სხვათა შორის, ბებიაჩემს ძალიან სწამდა მსგავსი რამეების და ცდილობდა, ეზოს გარეთ არ გავსულიყავი. საერთოდ, დაბადებიდან სუსტი ბავშვი ვიყავი. დედისერთას ისე მზრდიდნენ, რომ იტყვიან, ჩიტის რძეს არ მაკლებდნენ. თანატოლებისგან გამოვირჩეოდი ჩაცმა-დახურვით. წარმოიდგინეთ, საკმარისი იყო, ვინმეს ცუდი თვალით შემოეხედა და მაშინვე მეწყებოდა თავის ტკივილი, მიწევდა სიცხე. გიჟდებოდნენ ჩემი მშობლები. ბებიაჩემი კი დამავლებდა ხელს და მეზობლად მცხოვრებ ქალთან მიმარბენინებდა შესალოცად.

– მერე შელოცვა გშველოდათ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინვე ვგრძნობდი შველას. თავის ტკივილიც მეხსნებოდა და სიცხეც მიწევდა. გიჟები კი არ იყვნენ ჩვენი წინაპრები, ასეთ რამეებს რომ აქცევდნენ ყურადღებას. კიდევ გეუბნებით, არც წამალი დამილევია ბავშვობაში და არც ექიმთან წავუყვანივარ ჩემებს, უბრალოდ, შელოცვის რიტუალს ჩაატარებინებდნენ მეზობლის ქალს და ეგ იყო და ეგ. იმ შელოცვების წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა. ბებიაჩემი სულ მიკითხავდა შელოცვებს და ისე მსიამოვნებდა, ის განცდა არასდროს დამავიწყდება. შელოცვები, ინტუიციასაც ავითარებს, ადამიანს მეტად კონცენტრირებულს და წინდახედულს ხდის. ადრე სად იყო აბა, წამალი და ექიმი? შელოცვა საკმარისი იყო, ნებისმიერი საფრთხისგან დაეცვა თავი ადამიანს და დაავადებისგანაც განკურნებულიყო. ექიმბაში, სანამ ბალახეულ წამალს დაალევინებდა ავადმყოფს, ჯერ შელოცვის კურსს უნიშნავდა. ამ შელოცვას, კი, თავად, წამლის გაკეთების პროცესში იმეორებდა, რომ უფრო სწრაფი და დადებითი შედეგი მოეხდინა. რადგან ინტუიცია ვახსენე, გეტყვით იმასაც, რომ ბევრ ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაში ეხსნება ინტუიციური ხაზი და წინასწარ ხვდება უახლოეს მომავალში რა მოუვა. მართალია, მას ვერ შეცვლის და მოსალოდნელ მოვლენებს ვერ გადაასხვაფერებს, მაგრამ ფაქტია, მის შესახებ ინტუიცია წინასწარ აძლევს სიგნალს. ეს ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ამ დროს თქვენი ინტუიცია ზენიტშია. ზოგს ინტუიცია მეტად აქვს განვითარებული, ზოგს შედარებით სუსტად. გეტყვით იმასაც, რომ ინტუიციის განვითარებას პირდაპირი კავშირი აქვს მემკვიდრეობით ფაქტორთან.


скачать dle 11.3