კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

იწვევს თუ არა მლაშე საკვები სახსრებში მარილების დაგროვებას



ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებში უხსნადი მარილების დაგროვება საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ასე ხდება სახსართა დისტროფიული, ანუ გადაგვარებითი დაავადების, ართროზის დროს. ეს დაავადება მეტად გავრცელებულია მოხუცებულებში, მაგრამ ხშირად გვხვდება მოწიფულობის ასაკშიც.

ართროზი ხშირად უვითარდება მათ, ვისაც აქვს ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი. მის განვითარებას ხელს უწყობს ტრავმა, ამა თუ იმ სახსრის გადატვირთვა, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი ჭამა, სიმსუქნე და ასე შემდეგ. ავადმყოფური მოვლენები მძიმდება სიცივის, ნესტის პირობებში. ასევე გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

ართროზის დროს ქსოვილებში ლაგდება კალციუმისა და ფოსფორის მარილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლოვანი წანაზარდები სახსრების არეში, სასახსრე პარკში, იოგებში, მყესებში, იშვიათად კი კუნთებშიც. ახლად წარმოშობილი ძვლოვანი წანაზარდები აწვება ირგვლივ მყოფ რბილ ქსოვილებს და იწვევს ტკივილს, ასევე, სახსართა მოქმედების შეზღუდვას. განსაკუთრებით შემაწუხებელი და მტკივნეულია ნერვულ ღეროებზე ზეწოლის მოვლენა. ხშირად, ერთდროულად ვითარდება შესაბამისი სახსრების ანთებითი ცვლილებებიც.

დაავადების გამოვლინების სურათი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი სახსარია დაზიანებული და რა სიმძიმისაა ეს ცვლილება. თუ ცვლილებები ხერხემალშია, მაგალითად ოსტეოქონდროზის დროს, ადამიანს აწუხებს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი კისერში, ზურგში, წელში, გულმკერდის არეში, არ არის გამორიცხული თავის ტკივილმაც შეაწუხოს.

სახსრების ირგვლივ გაჩენილი წანაზარდები და ქსოვილთა ცვლილებები იწვევს მუხლის, კოჭის, ბარძაყის, მხრის, იდაყვის, თითების ტკივილს. შორს წასულ შემთხვევებში ხდება სახსრების დეფორმაცია.

განსაკუთრებით ცუდად გრძნობს ადამიანი თავს ცივ და ნესტიან ამინდში და გარემოში. ტკივილი ძლიერდება მუშაობის, სიარულის, დაღლის დროს.

ამ დაავადების განვითარების და მისი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად დიდი მნიშვნელობა აქვს მოძრაობის აქტიურობის შენარჩუნებას. ადამიანმა სისტემატურად უნდა ივარჯიშოს, ოღონდ ისე, რომ ყველა სახსარი მოძრაობდეს.

იმ შემთხვევაში, როცა მკვეთრადაა გამოხატული ამა თუ იმ არეში ართროზთან დაკავშირებული მოვლენები, მაგალითად, რადიკულიტი, ან სახსართა დაზიანება, ფიზიკური ვარჯიში შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა დაგინიშნოთ. ის ადამიანი, ვისაც ართროზი აღმოაჩნდა, ბევრს უნდა მოძრაობდეს და დადიოდეს ფეხით. მოძრაობა არა მარტო აუმჯობესებს სახსრების მდგომარეობას, არამედ დადებით გავლენას ახდენს ზოგადად ნივთიერებათა ცვლაზე და ასევე, აბრკოლებს დაავადების შემდგომ დამძიმებას.

ამ დროს, ადამიანის კვება ჩვეულებრივი უნდა იყოს. საჭირო არ არის განსაკუთრებული დიეტის დაცვა. მათ კი, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო სიმსუქნე აწუხებს, უნდა შეზღუდოს პური, ცომეული, ტკბილეული და ცხიმები. ამბობენ, თითქოს მლაშე საკვები აძლიერებს ქსოვილებში მარილების დაგროვებას. ეს არ არის სწორი მოსაზრება, რადგან სუფრის მარილი ნატრიუმ-ქლორია, ხოლო ქსოვილებში სულ სხვა ნივთიერებები, კერძოდ კი, კალციუმი და ფოსფორი გროვდება და მათ ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს.




скачать dle 11.3