კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი სახის „მიჩანგვლა“ უნდება სალომე ბაკურაძეს და ვისთვის შექმნა გიორგი სუხიტაშვილმა „ბუდე“


როდესაც მათ ვუსმენდი, დავიჯერე, რომ ბიჭსა და გოგოს შორის მართლა შეიძლება, გულწფრელი მეგობრობა არსებობდეს, რაშიც ბავშვობის შემდეგ ეჭვი მეპარებოდა. გიორგი სუხიტაშვილი და სალომე ბაკურაძე სიმღერამ დააახლოვა, ყველაზე რთული კი, მათთვის ერთდროულად „ჯეოსტარში“ მოხვედრა იყო, თუმცა, როგორ მოხდა ეს „გაუგებრობა“, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია გიორგი სუხიტაშვილი

– სალომე, მითხარი, როგორ ატარებ ზაფხულს?

– შენც კარგად იცი, ჩემო კარგო. ისე მოგვიწია, რომ ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ბათუმში დავრბივართ – სულ რაღაც კონცერტებია. დანარჩენ დროს, ჯერჯერობით, თბილისში ვარ, ჩემი ორი მეგობრის ქორწილისთვის ვემზადები. ინტერვიუ რომ გამოვა, მისი ქორწილი უკვე ჩავლილი იქნება, მაგრამ, მერე მეორის ქორწილი მოდის.

– მეგობრებს ამბობ, თორემ, ვიცი, ვიღაცეების ქორწილებში რომ დადიხარ, თამადობ და ხარ ამბებში. ფულს აკეთებს (მე მომმართავს, – ავტორი). რა ქნას. ზაფხულია, სამუშაო ჭირს (იცინიან).

– რა საზიზღარი ხარ! არა, ისე, მგონი, ჩვენ გარდა ყველა ისვენებს, რადგან თბილისში ასე მარტოდმარტო დავეხეტებით.

– სალომე, ჯაზ-ფესტივალზე გნახე, ისეთ ფორმაში იყავი...

– სხვათა შორის, ვახო ბიჭიკაშვილმა, საზიზღარმა, იცი, რა თქვა?! ისეთ ფორმაში მოხვედი ჯაზ-ფესტივალზე, მეგობრობა დამავიწყეო. მაგრამ, ნამდვილ მეგობარს სხვანაირად კი არ შემოუხედავს (მე მომმართავს, – ავტორი). ჩემი გიორგი გვერდიდან არ მომშორებია, პირიქით, სხვებს მიფრთხობდა (იცინიან). ხომ იცი, მე და დალევა რა შორს ვართ, რა გინდოდა, რატომ დამპატიჟე იმ „მოჰიტოზე”?! ერთმა ჭიქამ ისე გამთიშა, კინაღამ „რა ვუყოთ, რომ შავი ვარ” ვიმღერე, ისე კარგად ვიყავი. შენც რეჟიმში დამხვდი, თან, ვიცი, რომ მართლა ძალიან იშვიათად სვამ. მოკლედ, გადასარევები ვიყავით. მაიკ სტერნი ისე მოგვეწონა, რომ აქედან ვოკალს ვაწვდიდით. მართლა ძალიან მაგარი იყო.

– როგორ მოგეწონა ერთიანობაში?

– მართლა მომეწონა. ორ დღეს ვიყავი და ნასიამოვნები დავრჩი. მაგრამ, მასაკელამ, ჯაზი ნაკლებად, უფრო გასართობი რეპერტუარი შეასრულა. „სატუსაო” კონცერტები უფრო იყო, ჩემი აზრით. მერე აღარ მომეწონა, რადგან მასაკელამ ძალიან მოინდომა ჩემთან ფოტოს გადაღება. უკან ვიდექი ჩემთვის, მოკრძალებულად. იმან კი, რომ მომკიდა ხელი, წინ გადმომიყვანა და დამიწყო „ქამ ან ბეიბი” და ამბები, საშინლად დავიძაბე.

– სად არ ვიყავი! მაგ ბებერს რომ ვითრევდი, დავუჭეჭყავდი იმ თავს. ამდენი ხანია, ჩემი ვასილი აქ არ არის და ახლა ვიღაცა მასაკელაშვილს „ვაბლატავებდი”? (იცინიან)

– ისე, გიორგი ამ პერიოდში მართლა განსაკუთრებით ყურადღებიანი იყო ჩემ მიმართ (მე მომმართავს, – ავტორი).

– ეს დაცვა და რაღაც ამგვარი კი არ არის. უბრალოდ, ვინც მართლა ჩემი მეგობარია, სულ მინდა, რომ მას კომფორტი შევუქმნა, შეწუხებული არ იყოს. თუ ახლოს არ ვარ, შორიდან მაინც ვცდილობ ამას. არ შემიძლია ვიღაც ტიპების ატანა, თან, ჩვენთან მოწონებისა და სიმპათიის გამოხატვა ხომ არ იციან, დედა უნდა გაგინონ, გაცნობა თუ უნდათ. დაახლოებით ასეა, ხუმრობის გარეშე ვამბობ. მე კიდევ, ჯერ გავიზარდე და ვარ ადამიანი და მერე – მომღერალი. შესაბამისად, როდესაც ჩემს „კუპაჭიებთან” ვიღაცეები ძველბიჭობენ, ამის მოთმენა და ატანა ნაღდად არ შემიძლია. დარწმუნებული ვარ, შენც ასევე მოიქცევი, ვიღაც გოგომ რომ ზედმეტი ყურადღება გამოიჩინოს ჩემ მიმართ...

– რამე რომ დავინახო ცოტა „არატიპური”, იქვე „მივუჩანგლავ“ სახეს.

– კარგი. იცი, რა მინდა გკითხო? რომ არა მომღერალი, ვინ იქნებოდი?

– არ ვიცი, ალბათ ტელეწამყვანი, ჟურნალისტი...

– გეჯღანება ეგ პერსპექტივა, დამიჯერე.

– ვიცი. თუმცა, შეიძლება, მსახიობობაზეც მეფიქრა. ეჭვი მაქვს, რომ ხელოვნებას ვერ გავცდებოდი. უდიდეს პატივს ვცემ ყველა სხვა პროფესიას, მართლა ვფიქრობ, რომ სიმღერის ნიჭი არაფერია იმასთან შედარებით, როცა დავფიქრდები, რა შეუძლიათ, არქიტექტორებს, საშინლად მაბნევს ეს. ვერც ბანკში ვიჯდებოდი რაიმე გამოთვლებზე.

– რაც ღმერთმა დაგაბერტყა, იმას მიხედე. სხვათა შორის, ხმასთან დაკავშირებით სულ ერთნაირი პრობლემა გვაქვს – საუბრის დროს ჩვენი ხმა სხვანაირად ჟღერს და სულ იმას გვეუბნებიან, როგორ ლაპარაკობ, შენ როგორ უნდა იმღეროო. საოცრად ინტიმური ხმა გაქვს.

– ისე, არ არსებობდა, უცხო ადამიანებში ვყოფილიყავი და, ხმიდან გამომდინარე, არ ეკითხათ სიგარეტი ხომ არ გაქვსო. არადა, ცხოვრებაში არასდროს მომიწევია, მძულს სიგარეტი. ყველას საშინელი მწეველი ვეგონე. ხმაში ხრინწი ნამდვილად არ გვაკლია.

– ეს კიდევ ერთი ფერია სიმღერაში, გამოუყენებელი რესურსივით არის, რომელსაც, როცა დაგჭირდება, მაშინ მიაკითხავ. არ აპირებ დასვენებას „ჯეოსტარის” ქასთინგების შემდეგ?

– ალბათ, ასე, ერთ კვირას მივუძღვნი საკუთარ თავს, ასაკთან მიახლოებული დასვენება მექნება.

– წნევას გაიზომავ ყოველ დილით, ვაშლის წვენს დალევ, ზღვაზე მარტო შენ და თოლიები იქნებით. არა, შენ მარტო კუბოში თუ იქნები ასეთი დასვენებული.

– მხოლოდ მანდ. მაგრამ, იქაც პატარა დინამიკი ჩამაყოლეთ – „დმც, დმც“, რომ იყოს სულ.

– რატომ უნდა ჩაგაყოლო, უწინ მე მოვკვდე! (იცინიან).

– არა, მოდი რა, ერთად დავიხოცოთ – ხვიჩა, დაღიანო!..

– ჩემო კუპიკო, მთელ საქართველოს აინტერესებს, როდის ჩამოდის ჩვენი ვასილი. ეს ამბავი მართლა პირად ტრაგედიად აღვიქვი, საშინლად ვიყავი. ძალიან მაგარი ტიპია, ადამიანი სიურპრიზი – ასე ვეძახი.

– ეს ამბავი უნდა გავიხსენოთ, რატომ ეძახი ადამიან-სიურპრიზს.

– კონცერტი გვქონდა გუდაურში. რაღაცაზე გავაპათოლოგე და ახლავე მივდივართ თბილისში-მეთქი. შუაღამისას წამოვედით.

– ძალიან უნამუსოდ მოიქცნენ. რა თქმა უნდა, უახლოესი მეგობრები ვართ, მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სასტუმროს ერთი ნომერი აგვიღეს? გიორგი გაგიჟდა, (მე მომმართავს – ავტორი) – ჩემი და კი არის, მაგრამ, თქვენ რატომ აძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებასო. თან, მთელი დღე უყურადღებოდ დაგვტოვეს. ვერც ის გავიგეთ, როდის უნდა გვემღერა, როდის რა უნდა გვექნა. კიდევ კარგი, გიომ წასვლის წინ იმდენი საჭმელი იყიდა, ვიფიქრე, მესამე მსოფლიო ომი იწყებოდა, თორემ, მშივრები დავიხოცებოდით. მოკლედ, საშინელი არაორგანიზებულობა იყო. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც გიო არ გავაჩერე, მიდი, დღეს შენი დღეა-მეთქი!

– ერთი სიტყვით, გუდაურიდან ტაქსით ღამით წამოვედით. სალომეს მანქანა ვასკასთან იყო და სალომემაც დაურეკა, შენს სახლთან გამოვივლით, მანქანას წავიყვანო. ამის შემდეგ ვასკა ტელეფონს აღარ პასუხობს. გვგონია, რომ დაიძინა. ამან დაიწყო წუწუნი – როგორ სძინავს, გზაში ვარ, როგორ არ ნერვიულობსო.

– ის კიდევ, თურმე, უკვე გამოსულია სახლიდან, დიღმის ტრასაზე დგას და გველოდება.

– სალომე ტაქსიდან ჩხუბით გადახტა, წუწუნებდა და ვასკამ ისე რბილად თქვა, მე სიურპრიზის გაკეთება მინდოდაო, რომ მას შემდეგ შეერქვა „ადამიანი-სიურპრიზი“. ერთი სიტყვით როდის ჩამოდის?

– უკვე ძალიან ცოტა, რამდენიმე დღე დარჩა. ძველებური, მოსახევი კალენდრები ხომ იცი, უკან რომ აწერია – ამ დღეს დაიბადა ალექსანდრე მაკედონელიო, ყოველდღე ვხევ და ვჭამ, უკვე ისე ცუდად ვარ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია სალომე ბაკურაძე

– კუპიკო, გიყვარვარ?

– ეს როგორი კითხვაა, იცი? ცუდი! (იცინიან). მიყვარხარ აღარ ჰქვია ამას. ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს, არ ვაწუხებთ ერთმანეთს, არ ვწუწუნებთ – როგორ გავიდა ორი დღე ისე, რომ არ მნახეო. მაგრამ, როცა არ უნდა დავჭირდე, მის გვერდით ვარ. სადაც არ უნდა წავიდე და როგორი დაკავებულიც უნდა ვიყო, სალომემ რომ დამირეკოს, მჭირდები და მოდიო, არც ვკითხავ, რატომ ვჭირდები, ეგრევე იქ გავჩნდები. მეგობარი კი არა, ჩემი ძმაკაცი ხარ.

– ისე გავედით „ჯეოსტარის” ქასთინგებზე, რომ ერთმანეთისთვის არ გვითქვამს. ომის პერიოდი ახალი ჩავლილი იყო და ორივე დაკარგულები ვიყავით. ამის შემდეგ ქუჩაში შემთხვევით შემხვდა და მითხრა, დებილი ხარ, რატომ არ მითხარი „ჯეოსტარზე” რომ გადიოდიო. არ ვიცი, უცებ გადავწყვიტე, რა მოხდა-მეთქი. მე არ გავიდოდი, რომ მცოდნოდა, შენ გადიოდი, ეს რა ვქენითო. ეს, როგორც არ უნდა იყოს, სასიამოვნო მოსასმენია. მაგრამ, მერე პირიქით, ყველაზე მაგარი ზუსტად ეგ იყო, რომ იქ ერთად ვიყავით, სულ ერთმანეთის გვერდით.

– შენ რომ არ ყოფილიყავი, არ ვიცი. ფინალში საერთოდ უმოტივაციოდ ვიყავი. საერთოდ არ იყო ფინალი ჩემთვის მნიშვნელოვანი, სამეულის გარკვევის შემდეგ დამთავრდა ჩემთვის „ჯეოსტარი”. ვინ გაიმარჯვებდა, აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

– თვითონ კი არ ასწია ვარსკვლავი, მეც ამაწევინა და ერთად გვეჭირა.

– სალომე ჩემთვის ბევრს ნიშნავს. შეიძლება, არ შევაწუხო, მაგრამ, სულ ვცდილობ, ყურადღების ქვეშ მყავდეს.

– მგონი, უკვე ხალხსაც ასეთი დამოკიდებულება აქვს. კონცერტზე სალომეს კი არ იძახიან – გიორგი და სალომეს. ძალიან მაგარი იყო ჩვენი „ბექებში“ სიმღერა ახალი „ჯეოსტარის” დროს.

– ალბომი, რომ გავაკეთე, იმაზე იყო მსჯელობა, ვის უნდა ჩაეწერა ვოკალი, ვისთან მემღერა დუეტი და, რაღაც „ისეთი” ვარიანტები შემომთავაზეს, გადავიფსკვენი ვენები – არ არსებობს, სალომემ უნდა იმღეროს, სხვა ემოცია მაქვს, როდესაც ჩემიანებთან ვმუშაობ-მეთქი. ერთი სიტყვით, პასუხს გაგცემ კითხვაზე – არ მიყვარხარ!

– გადაწყდა? აქამდე მივედით?

– გადაწყდა! იმდენად მიყვარხარ, რომ მეზიზღები უკვე, აგრესიაში გადამდის. რომ არ გყოფნის ადამიანი, გინდა, დაჭმუჭნო.

– შინაგანად ყოველთვის ქველმოქმედი იყავი და მიხარია, ამას სერიოზული სახე რომ მიეცი. რა ხდება ამ მხრივ?

– მე, ჩემმა ძმამ და ჩვენმა ორმა მეგობარმა დავიწყეთ ეს საქმე. ერთი კონცერტი ჩავატარეთ, რომლითაც გურჯაანში მყოფ ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს რაღაცეები ჩავუტანეთ. იქ ყოფნისას გაჩნდა იდეა: ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მივცეთ, დავრეგისტრირდეთ, რომ უფრო იოლი იყოს სიკეთის კეთება. შევქმენით ორგანიზაცია „ბუდე”, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმ ბავშვების დასახმარებლად, ჩვენგან სულ მცირეს მაინც რომ ელიან. ვატარებთ კონცერტებს, ხან მედიატორის – დამაკავშირებლის ფუნქციას ვითავსებთ. თქვენ, ჩემი მეგობრები, მეხმარებით ძალიან და დიდი მადლობა მინდა, გითხრათ ამისთვის. „კეიპაქსია” – ასეთი გასართობი ცენტრი ნუცუბიძეზე და, ელემენტარული – ტანსაცმელი იქნება, სათამაშო თუ საოჯახო ნივთი, შეგიძლიათ, იქ მოიტანოთ, ჩვენ კი მივუტანთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ეს. რაც ომის დროს ვნახე, როგორ ეძინათ მერხებზე ბავშვებს, რომლებიც, პრაქტიკულად, ჩემი მეზობლები იყვნენ, ჩემი კუთხიდან, ძალიან მძიმე გადასატანი იყო. მაპატიეთ, მინორი რომ შემოვიტანე, მაგრამ, მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რომ ვარსებობთ, ვართ და ყველანაირ გვერდში დგომას სიამოვნებით მივიღებთ. ქველმოქმედება არ უნდა დაიწყო მაშინ, როდესაც რვა და ათ მილიონს იშოვი. ორი ლარი რომ გაქვს ჯიბეში და ერთს სხვას მისცემ, – ესაა ყველაზე მაგარი. ამ ემოციებით ვსაზრდოობ.

– რაც მოგრჩება, ის კი არა, რაც გაქვს, იმას რომ გაყოფ, ეს არის ქველმოქმედება. შენ რას გეგმავ ტურნეს დამთავრების შემდეგ?

– ბათუმში არის ერთი-ორი ისეთი ადგილი, სადაც, ალბათ, დავიწყებ მუშაობას. სექტემბერში ჩვენი საერთო პროექტის – ალბომის პრეზენტაცია-კონცერტს გავაკეთებთ, რომელსაც მინდა, პომპეზური სახე მივცე. დასვენება ჩემგან შორსაა. რომ წახვალ და არაფერს აკეთებ – ასეთი დასვენება არასდროს მქონია.

– ეს მესამეადგილოსნების მაისური რომ ჩაგიცვამს, რა წესია, ჩამოდი და ჩემი ესპანეთის მედალს მოგცემ.

– გუნდი მხოლოდ მაშინ არ უნდა გიყვარდეს, როცა ტიტულებს იგებს, მანამდეა საჭირო გულშემატკივრობა.

– ხოსე გუარდიოლა ჩემს ვასკას ჰგავს და ამის გამო ვგულშემატკივრობდი თავიდანვე ესპანეთს. საერთოდ, დიდად არ მომწონს გოგონები ფეხბურთზე, თვითმფრინავებზე და ტანკებზე რომ იწყებენ საუბარს, რაშიც საერთოდ ვერ ერკვევიან. უბრალოდ, დავაფიქსირებ ხოლმე ჩემს აზრს: ეს მომწონს იმიტომ, რომ იმას ჰგავს... ან რაღაც ასეთი, ძალიან მარტივი მიზეზებით და არ ვიგონებ, რაღაც ძალიან სერიოზულს – ინგლისი კლასიკურ ფეხბურთს თამაშობს და სხვა სულ არ ვიცი, რას თამაშობს. კალთებს და მაისურებს რომ იხევენ ვიღაცის წაგების გამო, ძალიან სასაცილოა. მოიცა, კითხვა მაქვს: რას არ მაპატიებდი, რის გამო დამშორდებოდი, რა უნდა ჩავიდინო ისეთი, რომ მეგობრები აღარ ვიყოთ?

– ბანალური ფრაზები რომ გამოვაკლოთ – ღალატს ვერ ვაპატიებ და რაღაც ეგეთები, – გეტყვი, რომ ყველაფრის პატიება შემიძლია. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, ერთამენთს ვიცნობთ და საკუთარი თავი ყველანაირ სიტუაციაში გვყავს გამომჟღავნებული. მყრალი და აუტანელი ხასიათი რომ მაქვს, ეს უკვე დიდი ხანია, იცი. ჩემი ნამდვილი მეგობრები ყოველთვის ხვდებიან, როდის უნდა შემოვიდნენ ჩემთან კონტაქტში და როდის – არა. იგივეა შენთანაც. ცუდი და კარგი ყველას აქვს, უბრალოდ უნდა იცოდე, მის მრავალწახნაგიან ბუნებას როდის როგორ მიუდგე. ეს უკვე ინტელექტის ამბავია. შეიძლება, დაუფიქრებლობის გამო რაღაც გააკეთო, მაგრამ, ამის აღიარების უნარი უნდა გქონდეს, მეორე მხარეს კი – მიტევების უნარი. როცა ეს ორივე თვისება აქვს ადამიანს, იქ ყველაფრის პატიება შეიძლება. იმედია, ვასკასთან არატრადიციული სექსი არ მექნება, მეტი რა შეიძლება, რომ ვერ მაპატიო? (იცინის) მაგრამ, აი, ვასკას მეგობარს რომ გაჰყვე ცოლად, ამას ვერ გაპატიებ. არადა, გუშინ მესიზმრა და საშინლად ვიყავი სიზმარშიც კი.

– სამჯერ დააკაკუნე! წყალს მოუყევი?

– ყველაფერი ვქენი, რომ ეს სიზმარი არ ახდეს. სიზმარში მეუბნება, რომ ვასკას მეგობარს მივყვები ცოლადო. (მე მომმართავს – ავტორი). სახურავი რომ აქვთ ახდილი, ეგრე იყავი. ავაყირავე მაგიდა და ლანძღვა დავიწყე. ხელს ვერ ვაჩერებდი, რომ არ გამერტყა. ჩემი მოთმინების კი არა, ყველანაირ ზღვარს რომ სცდება, ეგეთი საქციელების დანახვისას გონს ვკარგავ, ვბუჟდები, ვერ ვგრძნობ სქესს, ვის ვეჩხუბები და სანამ მყოფნის ძალა, მანამდე ვჩხუბობ.

– რა უხერხული სიზმარია, ღმერთმა დაგვიფაროს!

– ამას ვერ გაპატიებდი, ჩემო კუპიკო. დანარჩენი, რაც გინდა, ის ქენი.


скачать dle 11.3