კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალექსიშვილის კლინიკა – მკურნალობის უნიკალური და უსწრაფესი მეთოდი!



ნერვის ანთება, რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, დისკოზი (დისკის თიაქარი), სახსრების დაავადებები (ანთება, მარილები), პოდაგრა, სქოლიოზი – აი, იმ დაავადებების არასრული სია, რომლებსაც უსწრაფესი ეფექტით მკურნალობს ექიმი მანანა ალექსიშვილი. მას მკურნალობის საკუთარი, უნიკალური მეთოდი აქვს, რომლითაც მინიმალურ ვადებში იღებს საოცარ ეფექტს და უამრავ იმედგადაწურულ ავადმყოფს უბრუნებს სიცოცხლის ხალისს.



ექიმ მანანა ალექსიშვილს ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს. ქალბატონი მანანა იმ ექიმთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ძვალსახსართა დაავადებებს ქირურგიული ჩარევის გარეშე, ძალიან სწრაფად და ეფექტურად მკურნალობს. ექიმის მკურნალობის უნიკალური მეთოდი მინიმალურ ვადებში საუკეთესო შედეგს იძლევა. მადლიერი და მლოცველი ძალიან ბევრი ჰყავს, მათ ჩვენ ექიმის მოსაცდელში შევხვდით და საკუთარი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

დავით დათუაშვილი (34 წლის, გურჯაანი, კერძო ბიზნესი). დიაგნოზი: დისკოგენური იშიო-რადიკულიტი.

– ქალბატონ მანანასთან საკმაოდ იმედგადაწურული მოვედი, მაგრამ ისეთმა ხალხმა გამომგზავნა, გადავწყვიტე, მკურნალობა დამეწყო. დიდი ხანია, მტკივა წელი და ფეხი. ბოლოს ტკივილმა ისე მომიმატა, მუშაობას თავი დავანებე. ვიმკურნალე გურჯაანში, მერე თელავში, ბოლოს თბილისში, და, შვება რომ ვერ ვიგრძენი, სხვა საავადმყოფოში გამიშვეს (თავიდან მომიცილეს). უკვე ხელი მქონდა ჩაქნეული. აქ უიმედოდ მოვედი, მაგრამ პირველივე პროცედურამ დამანახვა, რომ საშველი ყოფილა და, „ვინც ეძებს, კიდეც პოულობს“. დღეს მეცხრე პროცედურას ვიტარებ და იმდენად კარგად ვარ, დამავიწყდა, აქ რისთვის მოვედი. (იცინის) აქ ისეთი სახსრებდახუთული და დავარდნილი ხალხი ვნახე ფეხადგმული და მორჩენილი, თვალებს ვერ ვუჯერებ.

რუსუდან მაღლაკელიძე(57 წლის, ფილოლოგი, თბილისი). დიაგნოზი: IV ხარისხის კოქსართროზი, მწვავე იშიაზი.

– თქვენ არ იცით, აქ როგორ მოვედი – ორმა კაცმა ხელში ატატებული მომიყვანა. ტკივილები ღამით მიმწვავდებოდა, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, არც ერთი გამაყუჩებელი არ მშველოდა და ბოლოს ნარკოტიკი გამიკეთეს. ორი კვირის განმავლობაში ღამით არ მძინებია, ფეხის ტკივილი მაგიჟებდა, საწოლში მდგომარეობას ვერ ვპოულობდი, რომ შვება მეგრძნო. მანანა ექიმმა მწვავე ტკივილი აპარატით შემიმსუბუქა. მერე სრული პროცედურა ჩამიტარა და მისი კაბინეტიდან უკეთესად გამოვედი. იმავე ღამეს ტკბილად დამეძინა. ეს სასწაული იყო. მეორე დღეს კი ჩემი ფეხით მოვედი კლინიკაში. გულითადი მადლობა ამისთვის მანანა ექიმს და მთელ პერსონალს. უფალი გფარავდეთ!

ნინო მჟავანაძე (ბათუმი, 44 წლის, პედაგოგი უცხო ენების სპეციალისტი). დიაგნოზი: L4-L5 და L5-S, დისკექტომია (დისკის თიაქრის ამოკვეთა), ლამინექტომია, პოსტოპერაციული გამწვავება. იშიალგია.

– 10 წლის განმავლობაში მაწუხებდა ქრონიკული ტკივილები წელის არეში. როცა წამოვდგებოდი, წელში გაშლა მიჭირდა. სულ მალე ტკივილმა მეორე ფეხიც ჩაითრია. ნევროპათოლოგის დანიშნულებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ჩამიტარეს კომპიუტერული გამოკვლევა, დამიდგინეს 2 დისკის თიაქარი და გამიკეთდა ოპერაცია. საავადმყოფოდან გამოსვლიდან ერთ თვეში ისეთივე ტკივილები დამეწყო. მეორედ გამიკეთეს ოპერაცია. ამანაც არ მიშველა.

მანანა ექიმის შესახებ თქვენი ჟურნალის საშუალებით შევიტყვე. ის საშინელი ტკივილები პირველ დღესვე გაქრა, მესამე დღეს დაბუჟება მომეხსნა და გაყინული ტერფი გამითბა. ერთ კვირაში ჩვეულებრივ შევძელი სიარული.

უშანგი სესიაშვილი (61 წლის საგარეჯო, მძღოლი). დიაგნოზი: დისკოგენური იშიო-რადიკულიტი.

– ქალბატონ მანანასთან შვიდი წლის წინ ვიმკურნალე. მაშინ მარცხენა ფეხი მტკიოდა. ვმუშაობ, ვიტვირთები და აქამდე არაფერს შევუწუხებივარ. ახლა კი დიდი სიმძიმეები ავწიე, მგონი, კიდეც გავცივდი და ახლა მარჯვენა ფეხი ამტკივდა. მანანა ექიმმა პირველივე დღეს მომიხსნა ტკივილი. მალე მოხვედი და მალევე გეშველებაო, მითხრა, ასეც მოხდა. დღეს მესამე დღეა და აღარაფერი მაწუხებს. რამხელა იმედია, რომ ასეთი ექიმის მისამართი ვიცი. დიდი, დიდი მადლობა, ექიმო, ღმერთმა გაგახაროთ!

მისამართი: მეტრო „დელისთან“, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი, კორპუსი ¹3 (პროფკავშირების სასახლის უკან), „ალექსიშვილის კლინიკა“. მიღების საათებია 14-დან 18 საათამდე. წინასწარი ჩაწერა: 899-100-636.


скачать dle 11.3