კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფაშისტური დემონსტრაცია, სისხლიანი შეტაკება და ფურგონში გაცოცხლებული გვამი


გააჩერე, ჩავდივარ!

სტუდენტობა მოსკოვში მაქვს გატარებული და ლომონოსოვის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მილიციაში ვმუშაობდი მორიგედ. ჩემი მეწყვილე იყო კოლია ფროლოვი, ისიც ჩემსავით სტუდენტი. ხელმძღვანელობამ ერთი „უაზიკი“ გამოგვიყო, რომელიც კატაფალკას უფრო ჰგავდა, ვიდრე მილიციის ფურგონს. კოლია საჭესთან იჯდა, მე – გვერდით და ასე, შეხმატკბილებულები დავგრიხინებდით ჩვენდამი რწმუნებულ რაიონში, რომელშიც გორკის სახელობის პარკიც შედიოდა. ჩვენი სამორიგეო კვადრატი ძირითადად მშვიდ რაიონად ითვლებოდა, თუმცა ერთი მინუსი მაინც ჰქონდა. „გორკის პარკი“ მოსკოველი ფაშისტების თავშეყრის ადგილი იყო, მაგრამ მსგავსი თავყრილობა წელიწადში ერთხელ, ჰიტლერის დაბადების დღეს, 20 აპრილს ხდებოდა. ამ დღეს მორიგეობა საკმაოდ დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რადგან თავზეხელაღებული, რკინის კეტებით შეიარაღებული ფაშისტები არავის ეპუებოდნენ და ის დღე შეტაკებებით მთავრდებოდა ხოლმე. ერთხელ მე და კოლიასაც მოგვიწია 20 აპრილს მორიგეობა. ის წელიწადი განსაკუთრებულად მსხვერპლიანი აღმოჩნდა – ფაშისტებისა და მილიციის შეტაკებას 9 ადამიანი შეეწირა, 60-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. შეტაკება რომ დაიწყო, მილიცია იერიშზე გადავიდა და ფაშისტები თავიანთივე რკინის ჯოხებით სცემეს. „გორკის პარკში“ სისხლის გუბეები დადგა და დახოცილი და მძიმედ დაჭრილი ფაშისტები გროვა-გროვად ეყარნენ გაზონებზე. მე და კოლია ამ ომს ტროტუარიდან ვადევნებდით თვალყურს და ყველაფერი რომ დამთავრდა, ჩვენმა უფროსმა გვიხმო და გვითხრა:

– მოდით, აქ თქვენი კატაფალკიანად და ეს დაჩეხილი გვამი მეორე პროზექტურაში წაიღეთ.

მე და კოლიამ ოციოდე წლის, სისხლში ამოსვრილი, დაჩეხილი ყმაწვილის გვამი ჩვენს ფურგონში შევასვენეთ და პროზექტურისკენ დავიძარით.

ტვერსკოიზე რომ გავედით, კოლიამ სიჩქარეს უმატა, სიგარეტი გააბოლა და იმ ბიჭზე ჩამოაგდო ლაპარაკი, რომელიც ჩვენს მანქანაში ესვენა და, რომელსაც, მისი აზრით, მინიმუმ 4 სასიკვდილო ჭრილობა მაინც ჰქონდა მიყენებული.

ამ საუბარში ვართ და უცებ უკნიდან კაკუნი შემოგვესმა. მე და კოლიამ მინის ტიხარში გავიხედეთ და ერთდროულად გავშეშდით. დავინახეთ სისხლში ამოსვრილი „ტრუპის“ სახე, რომელიც ფანჯარაზე გვიბრახუნებდა. რომ დაგვინახა, შევბრუნდით, გვითხრა:

– აქ ვცხოვრობ, ძმებო, გააჩერეთ, ჩავდივარ!

იმდენად მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი, რომ კოლიას საჭე გაექცა და მანქანა განათების ბოძს შეასკდა. დაჩეხილი ახალგაზრდა ფაშისტი კი ფურგონიდან გადავიდა და თავის გზას გაუდგა.

პოლკოვნიკ მერაბ თოიძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3