კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები აგარიდებენ პრობლემებს და რატომ უნდა შეარჩიოთ ცხოვრების თანამგზავრი ასტროლოგიურად სწორად


ზოგი ადამიანი ჩვენზე დადებითად მოქმედებს, ზოგიც – უარყოფითად. ასტროლოგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ერთმანეთზე მართლაც სხვადასხვანაირად ზემოქმედებენ.

არ იქნება ურიგო, თუ ცხოვრების მეგზურსაც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით აირჩევთ, რომ შემდგომ პრობლემებსა და გაუგებრობებს აარიდოთ თავი.

ვერძებისთვის დადებითად მოქმედებს ქალწულებთან ხშირი კონტაქტი. მის მიერ „გამოფრქვეული“ ენერგია დადებითად მოქმედებს ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ფსიქიკაზე. ასევე, კარგია თხის რქებთან და კირჩხიბებთან ხშირი ურთიერთობაც.

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის სასიკეთოდ მოქმედებს სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებებთან კონტაქტი. ეს ნიშანი წინაღობების დაძლევაშიც დაგეხმარებათ. კირჩხიბების გარემოცვაში ყოფნა ხელს შეგიწყობთ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ვერძის აურა კი ნერვულ სისტემაზე იმოქმედებს დადებითად.

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე კარგად მოქმედებს მორიელის, ლომის, თევზებისა და თავისივე ნიშნის – ტყუპების გარემოცვაში ყოფნა. სასწორთან კონტაქტი კი მეტ სიმშვიდეს მოგიტანთ.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა მეტი დრო უნდა გაატაროს მშვილდოსნის და სასწორის გარემოცვაში. ისინი პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრებაში სწორი გზის არჩევაში დაგეხმარებიან.

ლომებისთვის ძალიან კარგია თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი. ისინი დადებითად მოქმედებენ ლომის ფსიქიკასა და გრძნობებზე. ასევე, კარგია, კირჩხიბებთან მეტი დროის გატარება.

ქალწულებისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის მომტანია მერწყულებთან ურთიერთობა. ისინი სერიოზულ პრობლემებს აგარიდებენ და მიგითითებენ თქვენთვის სასურველ გარემოცვაზე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან კონტაქტი კი ქალწულებს ენერგიას შემატებს.

სასწორის განწყობაზე დადებითად მოქმედებს თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების სიმშვიდე და მომხიბვლელობა. დახმარებისთვის კი სასწორებმა ყოველთვის ვერძებს უნდა მიმართონ და მათ თვალდახუჭული ენდონ.

მორიელი ძალებსა და ენერგიას ადვილად აღადგენს, თუ მეტ დროს გაატარებს ვერძის გარემოცვაში. ასევე, დადებითად მოქმედებენ მათ ნერვულ სისტემაზე თევზების, ქალწულებისა და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები.

მშვილდოსანმა მეტი დრო უნდა გაატაროს ტყუპებთან, ლომთან კონტაქტი კი განწყობას და ენერგიას ერთიორად აუმაღლებთ. კარგია, თუ მშვილდოსანი ცხოვრების მეგზურადაც ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან აირჩევს.

სასურველია, თხის რქამ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დაუკავშიროს ბედი, მას ყველაფერში აჰყვეს და ენდოს. თხის რქები თავს კარგად გრძნობენ, ასევე, კუროებთან, რადგან, ისინი თხის რქებს დელიკატურად მიუთითებენ და მათში გაღიზიანებას არ იწვევენ.

თუ მერწყულს უნდა, ყოველთვის ამაღლებული განწყობა ჰქონდეს, მეტი დრო უნდა გაატაროს კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. ისინი მხარშიც დაგიდგებიან და პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებიან.

თევზებმა მეტი დრო უნდა გაატარონ ლომის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების გარემოცვაში. ისინი დაგეხმარებიან რთული პრობლემების დაძლევაში და თქვენს განწყობაზეც კარგ გავლენას მოახდენენ. თუ ნერვები დაწყვეტაზე გაქვთ და გადაიღალეთ კიდეც, მაშინ, მოძებნეთ ზემოთ აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, გაატარეთ დრო მათთან და ნერვული სისტემა ასე დაიწყნარეთ.


скачать dle 11.3