კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავისრულოთ ოცნებები თვის გარკვეულ დღეებში და რატომ არ შეიძლება ფოტოსურათის დახევა, დაწვა, გადაყრა და გაჩუქება


თუ ხელმოცარული ხართ ცხოვრებაში და მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, არაფერი გამოგდით, თავს დათარსულად და წარუმატებლად მიიჩნევთ, ეს მარტო თქვენი დამსახურებაა. ანუ, არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და ბედმა გაგიღიმოთ, ან უბრალოდ არ იცით, როგორ მოიქცეთ. თუ წარმატებული ხართ, მაშინ გარშემო ბევრი შურიანი თვალით გიყურებთ და ასე გთვალავთ. როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, საჭირო თავი დავიცვათ და ის ელემენტარული წესები გავითვალისწინოთ, რომლებიც წინაპრებმა დაგვიტოვეს.


ლამარა: ალბათ, თქვენ გარშემო ბევრი წუწუნებს უფულობასა და უბედობაზე, უბარაქობასა თუ გაუმართლებლობაზე. არადა, დამიჯერეთ, საჭიროა, ელემენტარული წესების დაცვა-გათვალისწინება და ფორტუნა თქვენსკენ ასი პროცენტით შემოტრიალდება. ადვილად რომ აიწყოთ ცხოვრება, სწორად იმოქმედეთ და რწმენა არ მოადუნოთ. პარაფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ყველა ადამიანს გარს ერტყმის თვალით შეუმჩნეველი მოციმციმე ენერგეტიკული გარსი, რომელსაც აურას უწოდებენ. ის იცავს ადამიანის ფსიქიკურ ენერგიას სხვისი ზემოქმედებისგან. ყოველი ავი ზრახვა, მზერა თუ მოქმედება, უარყოფითი ბიოენერგიული მუხტია, რომელიც დარტყმას აყენებს და აზიანებს ადამიანის აურას. ეს ყოველივე კი ფიზიკურად ავადმყოფობაში გამოიხატება. ამიტომ, ვამბობ ხოლმე, ჩვენი სხეულის ენერგეტიკის დაცვა ჩვენივე ჯანმრთელობის საწინდარია-მეთქი და ზოგი ვერ მიგებს. თუ თქვენი აურა შეუღწევადი იქნება, მაშინ ვერანაირი გარეშე ენერგია ვერ შეძლებს თქვენს განადგურებას და ფსიქიკური დარტყმის მოყენებას.

– როგორ დავიცვათ საკუთარი აურა, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და ვერც გარეშე ძალებმა შეძლონ ჩვენზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენა?

– აურის დასაცავად შემიძლია, შემოგთავაზოთ ერთი უტყუარი და უძველესი მეთოდი. კერძოდ, ხახვს და ნიორს შეუძლია ისეთი დახმარების გაწევა ამ მხრივ, რომ ვერც წარმოიდგენთ. ისინი, ადვილად შთანთქავენ უარყოფით ენერგიას. აიღეთ ერთი თავი ხახვი, გააცალეთ კანი და გაჭერით შუაზე. დადეთ ნაჭრები საწოლის ქვეშ და შემოსასვლელი კარის მარცხენა კუთხეში, ანუ იქ, სადაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია გროვდება. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს რიტუალი უნდა ჩაატაროთ ორ კვირაში ერთხელ და საღამოს დაწყობილი ხახვის ნაჭერი, დილით ისე უნდა გაიტანოთ სახლიდან და გადააგდოთ ურნაში, შიშველი ხელით არ შეეხოთ. ასევე კარგია, თუ ნივრის რამდენიმე კბილს დადებთ ოთახის კუთხეებში და მათ კვირაში ერთხელ გამოცვლით. სამზარეულოსა და შესასვლელში კი ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდება ხელს შეუშლის სახლში ნეგატიური, დამანგრეველი და წარუმატებელი ენერგიების შემოდინებას და მის ცირკულაციას.

– ამისთვის დეკორატიული, ბუტაფორიული ნივრისა და ხახვის აცმაც გამოდგება? ბევრის სამზარეულოში მინახავს მსგავსი რამ.

– არა, ის არ გამოგადგებათ. არ გირჩევთ ამ მიზნით დეკორატიული ნივრისა და ხახვის აცმის დაკიდებას, რომელიც ჩინურ მაღაზიებში და ბაზრობაზე იყიდება. მას ძალა არ აქვს, უბრალოდ სამზარეულოს კედელს ალამაზებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი შესახედავია, მართლა ცოცხალი გეგონება. გირჩევთ, ცოცხალი ნივრისა და ხახვის ძალა დაიხმაროთ და ასე დაიცვათ საკუთარი უსაფრთხოება. სხვათა შორის, ადამიანის აურაზე როცა ვსაუბრობთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანის აურა ყველაზე კარგად ფოტოსურათზე იკითხება. ის ადამიანის ისტორიას და საიდუმლოს ინახავს საუკუნეების განმავლობაში. ეს საკითხი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ცოტა გაურკვეველია, მაგრამ პარაფსიქოლოგებისთვის საკმაოდ ცნობილი, საინტერესო და ბევრი საიდუმლოს გამმხელელია. ფოტოსურათი, შავ-თეთრია ის თუ ფერადი, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანის ენერგეტიკული ასლია და მასთან ურთიერთობა იგივეა, რაც ცოცხალ ადამიანთან. სწორედ ამიტომ ამბობენ, არ შეიძლება ფოტოსურათის დახევა, მასში ნემსების ჩარჭობა, დაწვა, გადაყრა... მოკლედ, ფოტოზე მთლიანად შეუძლია სპეციალისტს ადამიანის აურის ამოკითხვა. ასევე, არ არის სასურველი თქვენი ფოტო ბოროტ, შურიან და ცუდის მოსურნე ადამიანს ჩაუვარდეს ხელში. ნურც უცხოებს დაათვალიერებინებთ თქვენს ფოტოალბომს. ის საგულდაგულოდ უნდა გქონდეთ დამალული, უცხო თვალისგან.

– ქალბატონო ლამარა, თქვით, ადამიანი საკუთარი წარმატების არხს თავად კეტავსო. კი მაგრამ, თუ დღე და ღამეს შრომაში ატარებს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს და მაინც ხელმოცარული და უბარაქოა, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?

– გეთანხმებით, ასეთი ადამიანები ბევრია ჩემს გარშემოც. ასეთებს ბარაქის არხი აქვთ ჩაკეტილი. მათი უიღბლობის, ხელმოცარულობის, უფულობისა და უბარაქობის მიზეზი, სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაშია, ფიქრობს, ბოლო გამოსავალი ისაა, რომ შეალოცვინოს მჩხიბავს და რამე ატაროს თილისმად, ეს არ შეიძლება. უფრო მეტიც, შესაძლოა, ამან უფრო მეტი უსიამოვნება მოგიტანოთ და არა სიკეთე და იღბლის არხის გახსნა. უბრალოდ, გაიხსენეთ, რომ არსებობს ბედნიერების გახსნისთვის დამხმარე მცენარეები. შეიძინეთ ისინი, დადგით თქვენს ბინაში და მათგან წამოსული დადებითი ენერგია იმოქმედებს ბარაქის კოდის გახსნაზე, დაგეხმარებათ ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგს...

– კონკრეტულად, რომელი მცენარეა ასეთი?

– ასეთი მცენარეებია მონსტერა, გვიმრა, ჯუჯა ხეები. მათი ყიდვა დღეს პრობლემა არ არის, თან არც ისე ძვირია და თუ მათგან დახმარებას საჭიროებთ, ვფიქრობ, ფული არ უნდა დაგენანოთ. მაგრამ, დააკვირდით, სად ყიდულობთ მათ. თუ ისინი გაზარდეს და იდგა ისეთ ოჯახში, სადაც უფულობას და სიდუხჭირეს განიცდიან, და, მათ სპეციალურად, გასაყიდად ზრდიდნენ, მაშინ ასეთი მცენარის ყიდვა და სახლში შეტანა სახიფათოა. უმჯობესია, მცენარეები მაღაზიაში შეიძინოთ და ასე დაიზღვიოთ თავი უსიამოვნებისგან. ასევე, კარგია თუ მინის პატარა ნივთებს შეიძენთ და მათ გამოსაჩენ ადგილას დადგამთ, მისაღებ ოთახში.

– ამბობენ, თუ გარკვეულ დღეებში ადამიანი ფულს გააჩუქებს, ის მას გაორმაგებულად დაიბრუნებსო. მართალია ეს თუ არა და რომელი დღეებია ასეთი?

– ეს სრული სიმართლეა. მართლაც არსებობს ისეთი დღეები, როცა, თუ ადამიანი ფულს გასცემს, ის მალე გაორმაგებულად დაუბრუნდება მის ჯიბეს – მაგალითად, სავსემთვარეობისას. აუცილებლად გააჩუქეთ ამ დღეებში ფული და ის უკან უფრო მეტი დაგიბრუნდებათ. თან, თუ გაჭირვებულს მისცემთ მას, მით უკეთესი. ერთი მეზობელი მყავს. ძალიან უჭირს საწყალს. სამ შვილს ობლად ზრდის. სავსემთვარეობის დროს, ყოველთვის ვჩუქნი მის შვილებს ფულს. ერთხელ, დაეჭვდა და მკითხა, დაკვირვებული ვარ, თვეში ერთხელ აძლევ ჩემს შვილებს ფულს და რაშია საქმე, ბევრი გაქვსო? (იცინის) დამალვას რაღა აზრი ჰქონდა? ვუპასუხე: ქალბატონო ლილი, არ გეწყინოთ, მე ასე თქვენს შვილებსაც ვეხმარები და საკუთარ თავსაც-მეთქი. ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი და, რომ ავუხსენი, მლოცა და მლოცა. ღმერთმა არ გამოგილიოს შემოსავალი და ბარაქა, გაიხარე და გამრავლდიო. სხვათა შორის, სანამ ამას გავიგებდი, თუ რა ძალა ჰქონდა ამ დღეს გაჩუქებულ ფულს, ქუჩაში რომ გაჭირვებულს დავინახავდი, ყოველთვის ვაძლევდი გარკვეულ თანხას. რასაკვირველია, თუ მქონდა ზედმეტი. სულ ვფიქრობდი, ასე მათ ვანიჭებ ბედნიერებას და ეს უკვალოდ არ ჩაივლის, მეც ასევე დამიბრუნდება-მეთქი. მერე კი გავიგე, რომ, რასაც გასცემ, მართლაც უკან გიბრუნდება და თუ ის გაორმაგებულად მოვა შენამდე, ამას რა ჯობია. ასე რომ, უკვე გასწავლეთ, როგორ მოიზიდოთ დაუგეგმავი და მოულოდნელი შემოსავლები და ისღა დაგრჩენიათ, ხშირად აიხედოთ მაღლა და დააკვირდეთ რომელ ფაზაშია მთვარე. დამეთანხმებით, ეს არცთუ ისე ძნელი დასამახსოვრებელი და გასაკეთებელია. ასე რომ, ენდეთ ამ რჩევას და აუცილებლად მიაღწევთ ფინანსურ კეთილდღეობას, რომელიც ასე გჭირდებათ თქვენი ოცნებების ასასრულებლად.


скачать dle 11.3