კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააყენა რუსკა მაყაშვილის ცხოვრება თავდაყირა და ვინ გა-მანია-კდა ვაჟა მანიაზე


ნიჭიერები, ახალგაზრდები, ლამაზები, გემოვნებიანები – რუსკა მაყაშვილი და ვაჟა მანია თავიანთ სფეროში მართლაც საუკეთესოები არიან და ერთმანეთზეც ასე ფიქრობენ. რუსკასთვის ვაჟა ყველაზე ნიჭიერი მომღერალია და მათი საუბარიც ამ მიმართულებით აეწყო.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ვაჟა მანია

– შენთან ყველაზე თვალსაჩინო სიახლე, – ეს არის ახალი სერიალი, სადაც ბოროტი გოგოს იმიჯი გაქვს.

– კი და ამან გადამრია. პრინციპში, ბოლო სერიებს თუ უყურეთ, უფრო სასაცილო გახდა, ვიდრე ბოროტი და „სტერვა“, მაინც მივაღწიე ჩემსას. ბოროტობს, მაგრამ, სასაცილოდ ბოროტობს. კომედიურ ჟანრში უფრო გადავიტანე ეს ყველაფერი.

– შენ თუ მოგწონს სერიალი?

– კარგია, მართლა მომწონს. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მხოლოდ თეატრი მინდოდა, კინო ძალიან ადვილია-მეთქი, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ, კამერაც ძალიან შემიყვარდა. თუმცა, თეატრი მაინც პირველ ადგილზე დარჩა. ზუსტად ისეთივე განცდები მაქვს გადასაღებ მოედანზე, რაც თეატრში, თუმცა, თეატრს მაინც სხვა დატვირთვები აქვს – მაყურებელთან უშუალო კონტაქტი მყარდება და დიდ ენერგიას გრძნობ. კინოს კი, მზა პროდუქტს უყურებ ეკრანზე და, თან, არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. ხანდახან ამის გამო ცოტა ვიტანჯები, ვუყურებ და, მინდა, რაღაცეები კიდევ შევცვალო, რაც გამორიცხულია. კონკრეტულ ეპიზოდებზე სულ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა. თეატრში კი სულ შეგიძლია რაღაცის გამოსწორება, შეცვლა, უფრო დინამიკურია და, რაც მთავარია, ტაშია – ამისთვის ვცხოვრობთ მსახიობები.

– აბა, ჩემთან რა ემართება ამ ხალხს?

– რა?! ტაშს არ გიკრავენ?! შენ, მგონი, ქუჩაში რომ გადიხარ, მაშინაც გიკრავენ ტაშს (იცინიან).

– ისე, სხვათა შორის, ქართველებს ტაშის და, ზოგადად, ემოციის გამოხატვის კომპლექსი გვაქვს.

– გეთანხმები. თუმცა, ეს უფრო „გამოსულ“ საზოგადოებაში, თორემ, მასა, ხალხი ზოგადად, ძალიან თბილია არტისტის მიმართ, მსახიობი იქნება ეს თუ მომღერალი. ხალხი ქუჩაშიც კი გამოხატავს ემოციას, ეს კი საოცრად მაბნევს, ვერ ვხვდები ხოლმე, უცებ რატომ მიღიმიან, მეკითხებიან რაღაცეებს. მერე უცებ მახსენდება, რომ ეს ყველაფერი სერიალმა მოიტანა. გული მწყდება, რომ უამრავი მსახიობია, თუნდაც რუსთაველის თეატრში, რომელთაც საერთოდ არ იცნობენ, ამ დროს კი, მე მიცნობენ. ეს ამბავი მაწუხებს.

– მაგრამ თეატრი მაინც განწირულია ამისთვის, თითქმის ერთი და იგივე ვიწრო წრე დადის სისტემატურად. თეატრი და ჯაზი – ეს მასობრივი არ არის.

– გეთანხმები. მართალია, რომ ამ ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ის, რომ, თუ ჯაზი მოგწონს, ჯაზს უსმენ, რეალურად ძალიან ცოტას თუ ესმის ის. მაგრამ ერთი პრეტენზია მაქვს: რატომ არ დადიხარ თეატრში? მე რომ დავდივარ შენს კონცერტებზე, შენ რატომ არ მოდიხარ ჩემს სპექტაკლებზე?

– დამპატიჟე (იცინიან), მითხარი, როდის გაქვს სპექტაკლი და აუცილებლად მოვალ.

– აღარ არის, დაიხურა სეზონი, შენ ცოტა ხანში ლონდონში მიდიხარ. მორჩა, ვეღარ მნახავ სცენაზე (იცინიან).

– პრემიერა გქონდა ცოტა ხნის წინ?

– კი, „დაბოლილი მთვარე“. ირაკლი სამსონაძის პიესაა, რომელიც, ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგა თვარაძემ დადგა ჯერ ბათუმში და ახლა უკვე რუსთაველის თეატრში.

– როგორია ყოფილ სიძესთან ერთად ერთ სცენაზე თამაში?

– მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული თვალით ვუყურებ ამ ყველაფერს. ის ჩემი დის ცხოვრებაა, რომელმაც გაიარა და დამთავრდა. ნამდვილად ვერ ავწევ ცხვირს და ვერ დავიწყებ რაღაც პოზების დაჭერას. ეს თეატრის ცხოვრებაა, სადაც ასეთი რაღაცეები არ შეიძლება ხდებოდეს. პროფესიულად ვუდგები ამ ყველაფერს. არიან თეატრში ადამიანები, რომლებიც წლობით არ ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაგრამ, ერთ დასში არიან და ერთ სპექტაკლში თამაშობენ. სცენას ეს არ ეხება.

– ეს მხოლოდ თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

– იმის გამო, რომ ბესო ზანგური ჩემი ყოფილი სიძეა, ამიტომ ერთმანეთს ცუდად მოვექცეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, მდაბიო საქციელია. ვცდილობ, ვიყო პროფესიონალი. ჯერჯერობით მხოლოდ ვცდილობ, მერე ვნახოთ (იცინის).

– რატომ ხარ ასეთი კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ? რაც კი სიუჟეტი ვნახე, ფილმის პრემიერიდან იქნება ეს თუ სპექტაკლის, მხოლოდ შენი თავით ხარ უკმაყოფილო.

– რა ვქნა, ასეთი ვარ – არასდროს არ ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით. ისე მინდა, რომ ერთხელ მაინც იყოს პირიქით, ვერ წარმოიდგენ, მაგრამ, არ გამომდის. ყოველთვის, როდესაც სცენაზე გავდივარ, მგონია, რომ ყველას, ვინც მოსულია, გული გაუსკდება ჩემს დანახვაზე და გადაირევა, ისე არ მოვეწონები. მგონია, რომ არ სიამოვნებთ ჩემი თამაშის ყურება.

– ძალიან ბევრი ფაქტი შენს ცხოვრებაში საპირისპიროში არ გარწმუნებს? ყველაფერი ხომ ასე რთულად არ არის.

– ალბათ, კი, მაგრამ თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებ. მართლა საშინლად დაკავებული ვარ. სექტემბრის შემდეგ აგვისტოს ველოდები და ახლა ძალიან ბევრ რამეზე უარს ვამბობ, რომ ერთი თვე მაინც მოვახერხო დასვენება, სიტუაცია შევცვალო.

– როგორც ვიცი, ერთმა ცეკვამ შეცვალა ბევრი რაღაც შენ ცხოვრებაში.

– ჰო, მაგის ბრალია ყველაფერი. მანამდე მილიონი როლი მქონდა თეატრში, მაგრამ, საერთოდ არავინ მიცნობდა, ამ რეკლამის შემდეგ კი თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება.

– სად გინდა ამ ნანატრი ერთი თვის გატარება?

– მინდა, წავიდე გონიოში, კვარიათში ან მახინჯაურში, სადაც უფრო სიწყნარეა. შემდეგ კი, ალბათ, თურქეთში წავალ.

– ხომ არ თხოვდები?

– ჯერჯერობით არა. ჩემი შეყვარებული, გიორგი, სასწავლებლად მიდის ესპანეთში ერთი წლით. სამწუხაროდ, მე ვერ მივდივარ. ხელი მაქვს მოწერილი კონტრაქტებზე, რომელთა დარღვევაც არ შეიძლება, ძალიან დიდი ჯარიმა უნდა გადავიხადო დარღვევის შემთხვევაში. მოკლედ, ვერაფრით ვახერხებ წასვლას. არადა, იყო საუბარი ამაზე. მაგრამ, ალბათ, მოვახერხებ და ჩავალ. მწვრთნელობა უნდა ისწავლოს.

– მაინც, კარიერა თუ ოჯახი? (იცინიან) – ეს ჟურნალისტების საყვარელი შეკითხვაა.

– კარიერა. ოჯახს ყოველთვის შექმნი, საქმეში კი სანამ რაღაც შეგიძლია, სანამ მოთხოვნაა შენზე, მანამ უნდა მოასწრო ყველაფერი. თან, ეს ყველაფერი ცვალებადია. თუ ძალიან ბევრი არ იმუშავე, შენი წარმატება ისევე სწრაფად წავა, როგორც მოვიდა. ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა მივაწვე ჯერ (იცინიან).

– გაიხსენე, როგორ გავიცანით ერთმანეთი?

– ბაქოში საშინელი გასტროლის დროს, სადაც ქართული კულტურის დღეები იყო, შენ, როგორც ქართველი „ჯაზის მეფე“, ქართველი ელ ჯერო...

– რაებს ამბობ, გაჩერდი. ნუ გამაწითლე! (იცინიან).

– ასეა, ჩემი საყვარელი მომღერალი ხარ. რუსთაველის თეატრი და სუხიშვილებიც ვიყავით ამ დღეებზე მიწვეული. გზა იყო ისეთი საშინელი, გადავირიე.

– მთელი რვაასი კილომეტრი ოთხმოცი სიჩქარით ვიარეთ, მაგრამ, თქვენს ავტობუსში უარესი მდგომარეობა იყო – ოცით მოდიოდით მგონი. გზაში ასჯერ მაინც გავჩერდით, თვრამეტი საათი ვმგზავრობდით.

– თან, დამშეულები ჩავედით. ერთხელ ვჭამეთ და ისიც რაღაც საშინელება – ცხვრის ხორცი და რაღაც საზიზღრობები იყო. მარტო „კოკა-კოლას“ ვსვამდი, ვიცოდი, რა იყო და იმიტომ. დანარჩენი საერთოდ ვერ მივხვდი, რა მოგვიტანეს, რა სახეებით ვიყავით, უნდა გენახათ.

– ისიც თქვი, კონცერტზე რომ ვერ მოხვედით.

– 9 საათზე იწყებოდა კონცერტი და თერთმეტამდე ვეძებდით ჯაზ-კლუბს. ვაჟა რომ ვიპოვეთ, უკვე სასტუმროში ჭამდა. ხომ არ მოვიდოდით და გეტყოდით – ვაჟა ჩვენ ისე გვინდოდა ყველას შენს კონცერტზე მოსვლა, მაგრამ, დავიკარგეთ... იცი, რა ხდებოდა შენზე?! გოგონები დადიოდნენ და – ვაჟა, ვაჟაო, – ყვიროდნენ. საბოლოო ჯამში, მაინც კარგად გავერთეთ.

– კი, ჯაზის კარგი მსმენელები ყოფილან ბაქოში. ჯაზ-კლუბიც ძალიან კარგი იყო, როგორც ჩანს, საკმაოდ ტრადიციული და ისტორიული. ვისი პლაკატიც ეკიდა, მათ შორის ელ ჯეროსიც, თურმე, ყველა ყოფილა იქ გამოსული. ერთი, რაც ცუდი იყო და უნდა ვთქვა – საუნდია. ისეთი საშინელი საუნდი იყო, თბილისის მიმიქარავს (იცინის).

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია რუსკა მაყაშვილი

– მითხარი, გოგონები გაწუხებენ?

– კი. (იცინიან). მწერენ მესიჯებს, აქტიურობენ. თუმცა, ეს შეწუხება არ არის, ძალიან სასიამოვნო ყურადღებაა.

– მითხარი, ვინ არის შენი საყვარელი მომღერალი?

– ეს არის ელ ჯერო, რომელზეც ხშირად მეუბნებიან, მისი გავლენა გაქვსო. მიყვარს ბობი მაკფრეინი, რეიჩელ ფერელი... ყველა ის მუსიკოსი, ვისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობდი, როდესაც ჯაზში მოსვლა გადავწყვიტე. კიდევ საშინლად ბევრი მაქვს სასწავლი. ეს სიმრავლე თან მაშინებს და თან, მიხარია, რომ სულ აღმოჩენებში ვიქნები. მაგრამ, ხალხის დამოკიდებულება მაინც არასწორია მუსიკის მიმართ. რომ მეკითხებიან, რა არის შენი საქმეო, ვპასუხობ – მუსიკა-მეთქი. კარგი და, მეორე პროფესია რა გინდა, რომ იყოსო? მეორე პროფესია არ არსებობს. დიპლომი, ექიმი – მაინც ქართული დამოკიდებულებებია კარიერის მიმართ. არადა, მხოლოდ ეს არის ჩემი საქმე, ეს ჩემი ცხოვრებაა, ცხოვრების წესი და არა მხოლოდ ის, რომ პირი გააღო და რაღაც წაიმღერო.

– შემპირდი, რომ არასდროს არ იმღერებ ფონოგრამაზე.

– გპირდები. ეს ჩემთვის ტრაგედიაა. სამწუხაროდ, ის კომფორტი, რასაც კარგი საუნდი და აპარატურა ჰქვია, რომლითაც მართლა „კაიფობს“ მომღერალი, ხშირ შემთხვევაში, არ გვაქვს, მაგრამ, მცდელობა მაინც არსებობს, რომ ამ მიმართულებითაც დაიხვეწოს სიტუაცია და პროფესიონალები მოვიდნენ.

– ჭკუაზე არ ხარ, რომ მიდიხარ?

– მართლა გადარეული ვარ. სულ ვოცნებობდი, რომ შანსი მომცემოდა და მესწავლა. გიჟივით ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამ ოცნების რაღაც პატარა ნაწილები ხდება. დავრწმუნდი, თუ რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოდის და, რომ გამოდის, ამას იმხელა ადრენალინი და სიამოვნება მოაქვს, ვერ აგიწერ. წასასვლელად გარკვეული თანხა მჭირდებოდა, რომლის თავმოყრასაც მხოლოდ ჩემი სახსრებით ვერ შევძლებდი. ერთი ადამიანისთვის დახმარება უნდა მეთხოვა. წარმოიდგინე, უნდა დაურეკო და პირდაპირ სთხოვო თანხა, რომელიც ათასი და ორი ათასი ლარი ნამდვილად არ არის. ან „კის“ გეტყვის ან „არას“. რომ დავურეკე და ვუთხარი, თქვენი რჩევაც მჭირდება და ფინანსური დახმარებაც-მეთქი, ისეთი პასუხი მივიღე, როგორზეც ვერც ვიოცნებებდი – არავითარი პრობლემა არ იქნება, ოღონდ შენ შენსას მიაწექიო. იმ წუთებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი, იატაკზე ვეგდე და ვხოხავდი, სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა. არანაირი ბარიერი რომ არ ყოფილა საუბარში, მთელი გულით გაიღო ადამიანმა ეს თანხა. გამოცდები ჩაბარებული მქონდა, პასუხი მოსული იყო, საბუთები – გაგზავნილი.

– მერე, შეგიძლია, იქ დარჩე?

– არ ვიცი, ჯერ მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ, მაგრამ, სადღაც, იმედი მაქვს, რომ საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდება. საბოლოოდ, ამერიკაში მინდა წასვლა, როგორც ჯაზის სამშობლოში.

– გულგატეხილ და გულგაპობილ გოგონებს რომ ტოვებ, რა წესია? რა უნდა ქნას ამდენმა გოგომ? „ვაჟა მანია“ სჭირთ გოგონებს, „დავაჟამანიავდნენ“ ყველანი.

– მეცინება ახლა ამ კითხვაზე (იცინიან). რჩებიან გოგონები ისეთივე მთელი და ჯანმრთელი გულებით, და შეძლებენ, ინტერნეტში დამეკონტაქტონ.

– აი, ძალიან დიდი მატერიალური შემოთავაზება რომ მიიღო, ასტრონომიული თანხა რომ შემოგთავაზონ და გითხრან სტილი შეიცვალეო, „ევროვიზიაზე“ წადი ან ფილიპ კირკოროვის სტილში იმღერეო, რას იზამ?

– ყველაზე მარტივ პასუხს გაგცემ: არასდროს არ შემომთავაზებენ მაგას. ჯერ თამამად იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჯაზს ვმღერი, ჯერ მხოლოდ ვსწავლობ, რადგან, ვიცი, რომ ეს მიმართულებაა ჩემი. შეიძლება, სხვა რამეც ვიმღერო, რომელსაც აუცილებლად ექნება ახლანდელი გავლენა. ის, რომ საერთოდ სტილი შევცვალო, რაღაც რადიკალურად შემობრუნდეს და გემოვნებაც გამიფუჭდეს, ჯერჯერობით წარმოუდგენლად მეჩვენება. თუ ვინმე ძალიან ბევრ ფულს გადამიხდის, ფულს მოვიხმარ და მაინც ჯაზს ვიმღერებ.

– ხომ იმღერე „ჯეოსტარზე“ „პაპსა“ სიმღერები, რომლებსაც, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ასეთ მაგარ ჟღერადობას თუ მისცემდი. ძალიან კარგი იყო გაჯაზებული. შენ ხარ გამჯაზებელი (იცინიან).

– არ მიყვარს ეგ სიტყვა – „გავაჯაზოთ“ და რაღაცეები...

– სუფრასთან ყოფნისას არ გთხოვენ ხოლმე, მიდი ერთი, ვაჟიკო, გაგვიჯაზეო? (იცინიან) მე სულ მეუბნებიან – ერთი იცეკვეო. რა საშინელებაა!

– სუფრასთან არ მამღერებენ, იციან, რომ ჩემი სიმღერა საერთოდ არ უხდება ქართულ სუფრას. ამან თუ იმღერა – დავიშლებითო და, მეც მიხარია.

– ლონდონამდე დასვენებას არ აპირებ?

– ჯერ „ჯეოსტარის“ ტურნეა, მერე ერთი ათი დღე მრჩება და, ალბათ, ზღვაზე წავალ.

– მოკლედ, დიდი გეგმები გაქვს. მიხარია, ეგრე განაგრძე!


скачать dle 11.3