კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


დედა ტერეზას ლოცვა

უფალს ვთხოვე, წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა – არა. მითხრა, სიამაყეს კი არ ართმევენ, მასზე თავად ამბობენ უარს.

ვთხოვე, განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა – არა. მითხრა, მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება.

უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა – არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ, არამედ იმსახურებენ.

კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა – არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოიძერწოს ადამიანმა.

მე ვთხოვე უფალს, ტკივილისგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა – არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას.

მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა – არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს.

მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის, ისე მყვარებოდა ყველა ადამიანი, როგორც მას ვუყვარდი მე.

ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო, – მითხრა ღმერთმა.

მაშინ მე ვთხოვე და განსაცდელს შემამთხვია, რათა სული გამოეწრთო ჩემი.

სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ.

კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებებიც მომცა.

ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა.

მან შეისმინა ჩემი ლოცვა.

სამყაროს სიბრძნე

ერთხელ დაოსელ ბერთან ვიღაც კაცი მივიდა და შესჩივლა, რომ ბევრს ცდილობს, მაგრამ ვერ გაუგია სამყაროს სიბრძნე. რადგან სამყაროს სიბრძნის გაგება უჭირს, ღმერთის სიბრძნისაც ეეჭვება. ეს ფაქტი ძალიან აწუხებს და ამიტომ დახმარებისთვის მას მიმართა. ბერმა დახმარება აღუთქვა, ოღონდ ერთი პირობით: ის მის ყველა მოთხოვნას შეასრულებდა.

ბერის პირველი მოთხოვნა იყო – ჩამომჯდარიყო ნაპირზე და მოესმინა, როგორ მღერის მდინარე. „ეს ღმერთის ხმაა“, – უთხრა ბერმა. კაცი ასეც მოიქცა, მაგრამ საღამოს, როდესაც ის ბერთან დაბრუნდა, მის შეკითხვაზე – გაიგო თუ არა სამყაროს სიბრძნე, მან უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

ბერის მეორე მოთხოვნა იყო – კაცს კოცონისთვის ეცქირა. „ეს ღმერთის ცეკვაა“, – თქვა ბერმა.

მაგრამ კაცმა დილით ისევ თქვა, რომ ვერ გაიგო სამყაროს სიბრძნე. სამყაროს სიბრძნის შესახებ მიწამ და ჰაერმაც ვერაფერი უთხრა, რადგან ვერც მათ საიდუმლოს ჩასწვდა, ბერი ჩაფიქრდა.

მეორე დღეს კაცს უთხრა: „მაშინ საკუთარ თავში ჩაიხედე, ყველა შენი ეჭვი იქ იმალება“. როდესაც კაცმა საკუთარ თავში ზღაპრული და მრავალფეროვანი სულიერი სამყარო დაინახა, მიხვდა ღმერთის სიბრძნეს, ღმერთისას, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებაში სამყაროს ანარეკლს ქმნის. კაცს ეჭვები გაეფანტა და სულიერი სიმშვიდე დაეუფლა.

ის, ვინც საკუთარ თავს ჭვრეტს, მთელ სამყაროსაც ხედავს.


скачать dle 11.3