კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა დილის საუზმის მენიუ მიქელე ფერეროს გამოგონებამ და რისგან გაათავისუფლა წიგნის მოყვარულები მილიარდერმა ჯეფრი ბეზოსიმ


„გამოგონებისთვის, თქვენ დაგჭირდებათ წარმოსახვის უნარი და ნაგვის გროვა“, – ეს ფრაზა, ცნობილ ამერიკელ გამომგონებელს, თომას ედისონს ეკუთვნოდა, რომელიც სწორედ საკუთარი წარმოსახვის დამსახურებით გახდა ცნობილი და მდიდარი. თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ მსოფლიოში კარგი გამოგონებისთვის ნაგვის ხროვა ნაკლებად ივარგებს. სავარაუდოდ, კარგი იდეა ყოველთვის ფასობს. ამას ნათლად ასახავს ის 10 გამოგონება, რომლებმაც ავტორებს მილიარდობით დოლარი და მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

მიქელე ფერერო და ოჯახი – 18 მილიარდი დოლარი

იდეა: შოკოლადი გახდეს დილის საუზმის აუცილებელი ნაწილი – თხილის და შოკოლოდის ნაზავისგან მიღებული უგემრიელესი კარაქი წაისვით პურის ნაჭერზე. ამ იდეის გარდა, ფერეროების ოჯახი ითვლება შოკოლადის ნაწარმის ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ევროპაში. ისინი ფლობენ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: „ფერერო როშე“, „ნუტელა“, „ქინდერ სიურპრიზი“, „ტიკ ტაკი“. მიქელე მონაკოში ცხოვრობს, ხოლო მისი შვილები – კომპანიის მემკვიდრეები ბელგიის მოქალაქეები არიან.

ბრედლი ჰიუზი – 3,9 მილიარდი დოლარი

იდეა: გზატკეცილზე ავტომატური შემნახველი საკნების დაყენება. ბოლო მონაცემებით, კომპანია „ჰიუზ ფაბლიქ სტორიჯ“ ავტომატური შემნახველი საკნების მფლობელი ყველაზე მსხვილი კომპანიაა. კომპანიის საკნები მთელი ამერიკის მასშტაბით 2 000 ადგილზეა განთავსებული. ბრედლი ჰიუზი ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მილიარდერად ითვლება მსოფლიოში. მის შესახებ, პრაქტიკულად, არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ მან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი 2002 წელს დატოვა, მისი უფროსი შვილი კი ლეიკემიისგან გარდაიცვალა და ყოველწლიურად ბრედლი 200 მილიონამდე დოლარს რიცხავს პარკერ ჰიუზის სახელობის სამკურნალო ცენტრ სენტ-პოლში.

რალფ ლორანი – 4,6 მილიარდი

დოლარი

იდეა: პოლოს მაისურზე ცხენის ფორმის ლოგოს დახატვა. ასეთი მაისურის საშუალო ფასი ამერიკის შეერთებულ შტატებში 50 დოლარია. თვითონ რალფ ლორანი კი, გარდა იმისა, რომ ამ ნოვაციის ავტორია, ერთ-ერთ ყველაზე უსწავლელ მილიარდერად ითვლება მსოფლიოში. ბრონქსში დაბადებული რუსი ემიგრანტების შვილმა – ლორანმა ნასესხები 50 ათასი დოლარით 1967 წელს წამოიწყო თავისი წარმატებული ბიზნესი.

ჯეფრი ბეზოსი – 12,3 მილიარდი

დოლარი

იდეა: წიგნების გაყიდვა ინტერნეტის საშუალებით და ამით მყიდველის გათავისუფლება მაღაზიის რიგებში დგომისგან. ინტერნეტმაღაზია www.amazon.com-ის ავტორი ბეზოსი დაიბადა ტეხასში და იზრდებოდა ფლორიდაში. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უოლ-სთრითზე მუშაობდა, მაგრამ 30 წლის ასაკში უცებ ცხოვრების სტილის შეცვლა გადაწყვიტა. სიეტლში, ერთ-ერთ ავტოფარეხში გახსნა ოფისი და ინტერნეტის საშუალებით წიგნების გაყიდვა დაიწყო. 1997 წელს ბეზოსი მილიარდერი გახდა. მისი ცხოვრების მთავარი ოცნება კოსმოსში მოგზაურობაა.

ტაი უორნერი – 2,9 მილიარდი

დოლარი

იდეა: საკოლექციო, რბილ, სათამაშო ტედი-დათუნიებზე სხვადასხვა სახელების დატანა და შეზღუდული პარტიებით გაყიდვა. სათამაშო დათუნიები პირველად 1986 წელს გამოჩნდა გაყიდვაში და მას შემდეგ ლიდერობს ამ სეგმენტში. გარდა დათუნიებისა, უორნერს ეკუთვნის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო ნიუ-იორკში – „ფოურ სიზონი“, სადაც ერთი დღე-ღამე 30 ათას დოლარამდე ჯდება.

კალეო იუვიდიჰა (ტაილანდი) და დიტრიჰ მატეშიცი (ავსტრია) – 4,1 და შესაბამისად, 4,1 მილიარდი დოლარი

იდეა: შაქრის, კოფეინისა და B ვიტამინის შემცველობის ენერგეტიკული სასმელი განკუთვნილი სპორტსმენებისთვის და ღამის, კლუბური ცხოვრების მოყვარულებისთვის – „რედ ბული“. იუვიდიჰამ და მატეშიცმა „რედ ბული“ სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შექმნეს, რომლებიც გატაცებულნი არიან სპორტით და აქტიური ცხოვრების სტილით. პარტნიორები ბრენდის აქციათა 49-49 პროცენტს ფლობენ. გარდა ამისა, იუვიდიჰა ტაილანდური სამკურნალო ცენტრებისა და კერძო კლინიკების მეპატრონეა, მატეშიცი კი საკუთარ ბიზნესს ავიაციასთან დაკავშირებით ავითარებს.

მარიო მორეტი პოლეგატო – 2,4 მილიარდი

იდეა: სპეციალური ხვრელებით აღჭურვილი ფეხსაცმლის ძირების წარმოება (ტენიანობისგან დამცავი მემბრანა), რომელიც ფეხს გაოფლიანებისგან იცავს. კომპანია „გეოქსის“ მფლობელმა მარიო მორეტიმ „მსუნთქავი“ ფეხსაცმელი 1994 წელს, ნევადის მთებში მოგზაურობის დროს გამოიგონა. საკუთარ სპორტულ ფეხსაცმელს ძირი გაუხვრიტა და ფეხს სუნთქვის საშუალება მისცა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, ამ იდეით მარიომ „ნაიკს“ მიაკითხა, მაგრამ უარი მიიღო. ამჟამად მისი ფირმა წელიწადში 16 ათასამდე წყვილ ფეხსაცმელს ჰყიდის, ხოლო მისი კლიენტებიდან რომის პაპის გამორჩევა შეიძლება.

ჯეიმს დაისონი – 1,6 მილიარდი დოლარი

იდეა: მტვერსასრუტი, რომელსაც ვერტიკალურ მდგომარეობაშიც შეუძლია შესრუტვა 320 კილომეტრი-საათი სიჩქარით. ბავშვობაში ჯეიმს დაისონი ინგლისურ ენას შეისწავლიდა და ფაგოტზე უკრავდა, შემდეგ კი საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. 1993 წელს მან მტვერსასრუტის 5 127 პროტოტიპი წარადგინა ინგლისში. წელს დაისონის მტვერსასრუტმა DC12-მა გაყიდვის რეკორდები მოხსნა იაპონიაში და გაუსწრო ადგილობრივ გიგანტებს „შარპს“ და „სანიოს“.

ჰანს და პოლ რაიგელები – 1,3 და 1,3 მილიარდი ამერიკული დოლარი

იდეა: სხვადასხვა ფორმის, ტკბილი საღეჭი კანფეტები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძმებმა, ჰანსმა და პოლმა ხელმეორედ ააშენეს მშობლების დატოვებული საკონდიტრო ქარხანა. კანფეტების ნაირსახეობის უმეტესობა ჰანსის გამოგონილია, ხოლო კომპანიის წლიური ბრუნვა 2 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. საინტერესოა, რომ იდეების წყარო ჰანსისთვის კომიქსები და საბავშვო ანიმაციური ფილმებია.

ჰოვარდ შულცი – 1,1 მილიარდი დოლარი

იდეა: ყავის სახლის გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ყველა ქალაქში. ყავის სახლ „სტარბაქსის“ ქსელის მფლობელი ჰოვარდ შულცი გაიზარდა ბრუკლინში და ფეხბურთს ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტში თამაშობდა. ყავის სახლის გახსნის იდეა მას იტალიაში მოგზაურობის დროს მოუვიდა. 1985 წელს „სტარბაქსის“ პირველი ობიექტი გაიხსნა. ამჟამად „სტარბაქსის“ ქსელი 12 ათას ყავის სახლს აერთიანებს და ყოველდღიურად 40 მილიონამდე ამერიკელს ემსახურება.


скачать dle 11.3