კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შთაგონებული


ისიც ლონდონში სწავლობდა

მას შემდეგ, რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლები დააწიოკა (ქ-ნი ქობალია ქვეშევრდომებს სრულიად მოულოდნელად თავს წამოადგა და აღმოაჩინა, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში არ ბრძანდებოდა), არა მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტი იყო ვაკანტური, არამედ უფრო დაბალი თანამდებობებისაც. გემახსოვრებათ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე თავისი ნებით გადადგა, ოღონდ, პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ (რასაც მთლად თავისუფალ ნებასაც ვერ დავარქმევთ). სავარაუდოდ, სწორედ ამან შთააგონა ქ-ნი ვერა, რეიდი ჩაეტარებინა ტურიზმის დეპარტამენტში. ასეა თუ ისე, კონკურსიც გამოცხადდა (აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა, როდესაც ნორჩი მინისტრი სავარძელში ჩაბრძანებამდე დაგვპირდა, რომ თანამდებობებზე მხოლოდ კონკურსის წესით შეარჩევდა კადრებს?!) და მისი შედეგებიც შევიტყვეთ. არჩევანი 26 წლის ქ-ნ სიდამონიძეზე გაკეთდა (ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ მან დააკმაყოფილა ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიმართ წაყენებული კრიტერიუმები), ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ლონდონში იმყოფებოდა (რაც, იმას თუ არ ნიშნავს, რომ ევროპული განათლება აქვს, იმას მაინც ადასტურებს, რომ ფილტვებში ევროპული ჰაერი უდგას და, იმედია, არც ევროპულ დისკოთეკებს აკლდებოდა).

გამომდინარე იმ პროზაული ფაქტიდან, რომ ქ-ნი სიდამონიძე მუშაობაში არ გვინახავს (ან კი, სად ვნახავდით, როდესაც ლონდონში იყო?!), მის კვალიფიკაციას დრო შეაფასებს, თუმცა, თუ მის ასაკს გავიხსენებთ (26 წელს) და ზედაც პრეზიდენტის შეფასებას დავუმატებთ („პოლიტიკაში მოდის ახალი თაობა, რომელსაც ისიც არ აქვს, რაც ჩვენ გვქონდა: არც პიონერები ყოფილან, არც კომკავშირლები, მათ ზუსტად არც ის ახსოვთ, ვინ იყო ვლადიმირ ლენინი… აქ 25-26-27 წლის ადამიანებსაც ვხედავ, ჩემი ხნის ხალხსაც და უფრო მოზრდილებსაც. თავისთავად გამოცდილებაც ბევრ რამედ ღირს. მათ შორის, შეცდომების გამოცდილება.“), ამთავითვე აშკარაა, რომ ზემოთ მყოფთათვის ის ფასდაუდებელი კადრია. შესაბამისად, იქნებ, ასეთი მეთოდიც გვეცადა: ევროპული დისკოთეკები მოგვევლო და კადრები იქვე, ადგილზე, შეგვერჩია?!


скачать dle 11.3