კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიურპრიზი „ცელიტელის“ გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკისგან – უკვე საქართველოში – ნატურალური, ხელით დამზადებული სასწაულმოქმედი საპნები!



CELITEL-ის – საბჭოთა დროს, საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიაში დამზადებული გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკის დაუჯერებელი ეფექტი უკვე საქართველოშიც გამოვცადეთ. მათ შორის, პირადად მეც და გულახდილად უნდა გითხრათ, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ CELITEL-ის კრემები ცვლის კოსმეტოლოგიურ პროცედურებს: სახის კანი აღარ საჭიროებს არც გამწმენდ პროცედურებს და არც მეზოთერაპიას, ხდება გლუვი, ელასტიკური, ხავერდოვანი და დრო მართლაც თითქოს პირიქით ტრიალებს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა სენსაციური შედეგი აქვს CELITEL-ის გამაახალგაზრდავებელ კრემებს.



CELITEL-ის ინტენსიური მკვებავი კრემი – ასტიმულირებს კანის უჯრედებში სისხლის ცირკულაციას და კაპილარების გამტარუნარიანობას, აუმჯობესებს უჯრედების კვებას, ნორმაში მოჰყავს კაპილარების ტონუსი, კანი ახალგაზრდავდება. სწორდება წვრილი ნაოჭები.

CELITEL-ის კრემი ანტისტრესი – გიცავთ გარემოს ნეგატიური ფაქტორებისა და ფსიქოემოციური სტრესებისგან, რაც მინიმუმამდე ამცირებს ნაადრევად დაბერებას. კრემი ასწორებს და ატენიანებს სახის კანს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და შეუცვლელია მათთვის, ვისაც აწუხებს გამონაყარი და ცხიმგროვები.

* CELITEL-ის რეგენერაციული კრემი – მასში შემავალი პეპტიდო-ანტიოქსიდანტური კომპლექსი „ოქსინორმი“ (ეს კომპლექსი CELITEL-ის ყველა პროდუქტშია) ასტიმულირებს კანის იმუნურ სისტემას, რაც აჩქარებს კანის უჯრედების განახლებას, ანუ კანი ახალგაზრდავდება.

* CELITEL-ის კრემი ბიოლიფტინგი – სახის კორექციისთვისაა შექმნილი. ხელს უწყობს კანის უჯრედებში კოლაგენის წარმოქმნას და კანს ანიჭებს ელასტიკურობას. ასწორებს და გლუვს ხდის კანის ზედაპირს, ჭიმავს სახის კანს. გამოიყენება დეკოლტეს არეში, ამკვრივებს და მაღლა სწევს მკერდს.

* CELITEL-ის კრემი დაღლილი ფეხებისთვის – აქვს ანტივარიკოზული ზემოქმედება. ეფექტურად ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ვენები იმალება, აქვს დამაწყნარებელი, ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება.

* CELITEL-ის კრემი-ნიღაბი თმისთვის – არა მხოლოდ აჩერებს თმის ცვენას, არამედ თმას ამოსვლის საშუალებასაც აძლევს. ეფექტურია თმის ბუდობრივი ცვენის დროსაც კი. ძალიან ეფექტურია თავის კანის სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად.

CELITEL-ის კოსმეტიკის მწარმოებლები გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებით ღამით, ძალიან მნიშვნელოვანია CELITEL-ის კრემის ზედმიწევნით სუფთა სახეზე წასმა, რათა კრემის უნიკალურმა შემადგენლობამ ეფექტურად შეასრულოს თავისი გამაახალგაზრდავებელი ფუნქცია. CELITEL-ი 100 პროცენტით ნატურალური პროდუქტია, ქალბატონები კი დამეთანხმებიან, რომ ნატურალური კოსმეტიკა არა მხოლოდ დიდი იშვიათობა, ფუფუნებაცაა. საქართველოში CELITEL-ის წარმომადგენლობამ ქართველ მომხმარებელს მართლაც არნახული სიურპრიზი მოუმზადა: ნატურალური, ხელით დამზადებული სურნელოვანი საპნები, რომლებიც არა მხოლოდ ასუფთავებს თქვენს კანს, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს, თქვენი კანის თავისებურებებიდან გამომდინარე. შემთხვევა ხელიდან ვერ გავუშვით და ახალ კოსმეტოლოგიურ სენსაციაზე საქართველოში CELITEL-ის წარმომადგენელს ქ-ნ მარინა გოგიას გავესაუბრეთ.

– ვიცი, რომ ახალი პროდუქცია შემოიტანეთ, რამ გადაგაწყვეტინათ საქმიანობის გაფართოება?

– გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მივცეთ საშუალება, ბუნებრივი კომპონენტებით გაიახალგაზრდავონ და გაილამაზონ ცხოვრება, თანაც სახლის პირობებში. სწორედ ამიტომაც შემოვიტანეთ საქართველოში „ატირანსის“ კოსმეტიკური საშუალებები, ჯერჯერობით მხოლოდ საპნები და შამპუნები. პროდუქცია დამზადებულია ნატურალური კომპონენტებისგან. ჩვენი პროდუქცია 100 პროცენტით ზეითუნის ზეთისგან შედგება, რაც კანს გამოშრობისგანაც იცავს და უქმნის ბუნებრივ დამცავ ბარიერს. საპნები გამდიდრებულია ბუნებრივი ეთერზეთებით, ყვავილებით, მცენარეებით, ყავით, ჰერკულესით, თაფლითა და მრავალნაირი ბალახეულით. რაც მთავარია, საპნები მზადდება მხოლოდ ხელით, ამიტომაც თითოეული გამოირჩევა ფერთა უნიკალური გამით, არომატითა და დიზაინით.

– რატომ შეაჩერეთ თქვენი არჩევანი მაინცდამაინც „ატირანსის“ საპნებსა და შამპუნებზე და რა ადგილი უჭირავს ამ ფირმის პროდუქციას მსოფლიო კოსმეტოლოგიურ ბაზარზე?

– „ატირანსი“ ხელით დამზადებული ნატურალური კოსმეტიკის ცნობილი მწარმოებელია. დღეს ბაზარზე პროდუქციის დიდი მრავალფეროვნებაა და ხშირად მომხმარებელს უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება, მაგრამ შეუძლებელია, ერთხელ გასინჯო ეს პროდუქცია და არ მიეჯაჭვო. „ატირანსის“ ხელით დამზადებული კოსმეტიკა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, აზიასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, თქვენ წარმოიდგინეთ, საფრანგეთშიც კი. მეტიც, „ატირანსის“ კოსმეტიკა სწორედ ფრანგული შარმითაა დამზადებული.

– თქვენ წინ აწყვია საპნები, რომლებიც ტორტის ეგზოტიკურ ნაჭრებს უფრო ჰგავს, ვიდრე კოსმეტიკურ საშუალებას და ისინი თავბრუდამხვევ სურნელს აფრქვევენ. ეს მართლაც მხოლოდ საპნებია?

– თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც მხოლოდ საპნებია, ნატურალური შემადგენლობით და ხელით დამზადებული. თითოეული მათგანი განუმეორებელია თავისი არომატითა და დიზაინით. საპნების 80-მდე სახეობაა, თითოეულ მათგანს, იმის გარდა, რომ დადებითად მოქმედებს კანზე, აქვს თავისებური ზემოქმედება ორგანიზმზე. მაგალითად, გარგრის საპონი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ხელს უწყობს კონცენტრაციას და გვიცავს დეპრესიისგან. ნაზად და საფუძვლიანად ასუფთავებს კანს, ანიჭებს გარგრის სასიამოვნო არომატს; ჩაის ხის საპონი გამოირჩევა არომათერაპიული ზემოქმედებით, ხელს უწყობს განაკაწრების შეხორცებას, კანს ანიჭებს ელასტიკურობას და ხავერდოვნებას; შოკოლადის საპონს მკვეთრად გამოხატული შოკოლადის სურნელი აქვს, ატენიანებს, კვებავს და აახლებს კანს, კანი საოცრად სასიამოვნო ხდება შეხებისას; თაფლის ცვილის საპონი დამზადებულია ნატურალური ფუტკრის ცვილით. ასრულებს „სკრაბის“ ფუნქციას და აქვს მიკრომასაჟის ეფექტი, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას, საუკეთესო დამხმარე საშუალებაა ცელულიტის მოსაშორებლად; ლავანდის საპონს აქვს დამაწყნარებელი, განმტვირთავი და ანტიბაქტერიული ზემოქმედება. ეფექტურია თავის ტკივილებისას, შაკიკის დროს, კანს ანიჭებს სიმკვრივეს და ელასტიკურობას; დარიჩინის საპონი უხდება ყველა სახის კანს, განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის; თხის რძის საპონი ჰერკულესით წმენდს კანს, ანიჭებს ელასტიკურობასა და ხავერდოვნებას. ჰერკულესი ასრულებს „სკრაბის“ ფუნქციას, ატონიზებს ორგანიზმს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არ შეიცავს ალერგენებს; საპონი „იტალიური წვეულება“ ისეთი არომატით გამოირჩევა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ, სიმხნევესა და ენერგიას შეგმატებთ; კივის საპონი ატენიანებს კანს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას, სიმხნევეს ჰმატებს მოთენთილ სხეულს, ხსნის დაღლილობას დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ.

– სად შეიძლება ამ ყველაფრის შეძენა? ვიცი, რომ CELITEL-ის კოსმეტიკა არ შეგაქვთ ქსელში?

– CELITEL-ის კოსმეტიკისგან განსხვავებით, საპნებს შევიტანთ პარფიუმერიულ ქსელში, თუმცა გაიყიდება ჩვენს საფირმო მაღაზიაშიც. პროდუქციას მოჰყვება სპეციალური საჭრელი დანადგარი და მსურველებს შეუძლიათ, შეიძინონ 50 ან 100-გრამიანი ნაჭრები. ეს ფორმა ვარჩიეთ იმიტომ, რომ მომხმარებელს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება და, თუ სურვილი ექნა, გასინჯოს ყველა სახის საპონი.



ანა თაყაიშვილი


скачать dle 11.3