კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კეთილდღეობა – ხალხის მსახურებს


დეპოში ვართ, დეპოში!

რამდენიმე კვირაა, პრეზიდენტი მთავრობის წევრებს პერმანენტულად ახურებს: მათგან ანგარიშსაც ისმენს და შენიშვნებსაც აძლევს. რაც მთავარია, ხშირად ახსენებს, რომ ხალხის მსახურები არიან (ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „დავიმახსოვროთ ერთი რამ: ჩვენი მოქალაქეები არ არიან ჩვენი მსახურები, ისინი არ არიან ჩვენი დაქვემდებარებული პირები და თქვენ არ ხართ მათი უფროსები. არც მე ვარ მათი უფროსი და არც თქვენ“). ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ მინისტრები თავმდაბლად და ლაზათიანად უნდა მოიქცნენ (თუ მთლად „ერის წყლული“, მაინცდამაინც, „წყლულადაც არ უჩანთ“). მეორე მხრივ, შესაძლოა, მთავრობის წევრებს ხალხის მსახურების როლში შესვლას ხელს ისიც უშლით, რომ „მსახურებზე“ უკეთაც ცხოვრობენ და 10-20-ჯერ მეტ ხელფასსაც იღებენ.

უჭირთ თუ ულხინთ, ეჭვი მაქვს, რომ „საქართველოს რკინიგზამდე“ ამ ამბავს (რომ ხალხის მსახურები არიან) არ მიუღწევია. მართალია, ამ უწყებას ტექნიკური პროგრესისთვის ფეხი აუწყვია და ყოველმხრივ შემკული (ყოველ შემთხვევაში, ასატანად თანამედროვე) ვებსაიტი აქვს: მოქალაქეებსა თუ იურიდიულ პირებს პრობლემების მოგვარებას ელექტრონულადაც სთავაზობს და სრულ ინფორმაციასაც აწვდის როგორც საკუთრივ „საქართველოს რკინიგზის“ მუშაობაზე, ისე მომსახურებაზეც, მაგრამ, დაბეჯითებით შემიძლია, გითხრათ, რომ (საკუთარი გამოცდილებით) „საქართველოს რკინიგზის“ საიტზე მითითებულ და მგზავრებისთვის (ესე იგი, მისი უდიდებულესობა ხალხისთვის) განკუთვნილ არც ერთ სატელეფონო ნომერზე არავინ პასუხობს. კერძოდ, რკინიგზის ცნობათა ბიუროს სატელეფონო ნომერზე, როგორც ბნელ წარსულში, ან დაკავებაა, ან სრული დუმილი (იმის მიუხედავად, ახსოვთ თუ არა თანამშრომლებს ვლადიმირ ლენინი ან ეკეთათ თუ არა ყელსახვევი).

შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ, მიუხედავად მოდერნიზებული მატარებლების ცვენისა, „საქართველოს რკინიგზა“ ისევ საბჭოთა დეპოშია (ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო უზრუნველყოფის თვალსაზრისით), შესაბამისად, მისი ხელმძღვანელობა ან მთავრობის სხდომებს დაასწრონ, ან ახალი ამბავი რომელიმე მოდერნიზებულ მატარებელს გზაში დააწიონ, თორემ, დაგვემსხვრა პოზა, რომელშიც „ხალხის მსახურები“ ბატკნებივით წირავენ თავს თავიანთი ღარიბი ხალხის სამსხვერპლოზე!


скачать dle 11.3