კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: რა გამოვლინება აქვს ძაღლებში ფილტვების ანთებას?

პასუხი: ფილტვების ანთების დროს, ძაღლს ცხვირი აუცილებლად ცხელი და მშრალი ექნება, შესაძლებელია ცხვირის ცემინება, ისევე, როგორც სურდო და გამონადენი. იქნება უხასიათოდ, შეატყობთ, რომ მოთენთილია და ხალისს არ ამჟღავნებს პატრონის დანახვაზეც კი. ძაღლს ფილტვების ანთება ზაფხულშიც შეიძლება დაემართოს, ამიტომ, ყურადღებით იყავით და მოარიდეთ კონდიციონერს. ასევე, გარედან შემოსული, გახურებული ძაღლის პირდაპირ გრილ ოთახში შესვლამ, შეიძლება ფილტვების ანთებასთან ერთად, ნერვის ანთებასაც გამოიწვიოს, რასაც საკმაოდ ძლიერი ტკივილი ახლავს თან. ამიტომ, უმჯობესია თუ სახლში შემოსულ ძაღლს ხუთი წუთით იმ ოთახში გააჩერებთ, სადაც გამაგრილებელი საშუალება არ არის ჩართული და შემდეგ შეუშვებთ გრილ ოთახში.

კითხვა: ჩემს ლეკვს კბილების მოცვლის პერიოდი დაეწყო. ზედმეტად მონდომებულია და ყველაფერს კბილებით ეკიდება. ძალიან მეშინია, არ დაიზიანოს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან დაზიანების მომენტი, რა უნდა გავაკეთოთ უპირველესად?

პასუხი: ეს ნაკლებად დასაშვებია, მაგრამ, თუ თქვენმა ძაღლმა კბილი დაიზიანა და სისხლდენა დაეწყო, მაშინვე ტამპონი უნდა დაადოთ დაზიანებულ ადგილას და ეცადოთ, რომ ძაღლმა პირი დახუროს. გაუკეთეთ ალიკაპი ან მჭიდროდ შეუკარით ყბები დოლბანდით.

კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 8 წლისაა. მაინტერესებს, როდის უქვეითდება ასაკში შესულ ძაღლს მხედველობა?

პასუხი: ეს ძალიან ინდივიდუალურია. ისევე, როგორც ადამიანებს, ძაღლებსაც, ანალოგიურად, მოხუცებულობის პერიოდში მიდრეკილება აქვთ სხვადასხვა ორგანოს დაავადებისკენ: ზოგს მხედველობა უქვეითდება, ზოგს – სმენა, ზოგს გული უავადდება და ასე შემდეგ. ასაკის მატებასთან ერთად, თუ ძაღლს ანალოგიური პრობლემა შეექმნა, ის აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან. არავითარ შემთხვევაში არ არის სასურველი, რომ ძაღლი რამდენიმე ექიმთან ერთდროულად მიიყვანოთ. ზოგს ჰგონია, რომ ყოველი მათგანი ცოტ-ცოტა რაღაცას ასწავლის, მაგრამ, ეს უშედეგო მცდელობაა, რადგან ყველა ექიმს თავისი მკურნალობის მეთოდი აქვს და, როდესაც ამ მეთოდების არევა ხდება, ხშირ შემთხვევაში, შედეგი აბსოლუტურად წარუმატებელია. ამიტომ, თუ თქვენს ძაღლს მხედველობის პრობლემა შენიშნეთ, მიიყვანეთ ვეტერინარ ექიმთან და მისგან მიიღეთ კონსულტაცია.


скачать dle 11.3