მწვანე კუთხე » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: სად დავდგა ფიკუსი, რომელ ოთახში?

პასუხი: კარგი იქნება, თუ ფიკუსს ზაფხულის პერიოდში დადგამთ გარეთ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ, მცენარე დადგით ფანჯარასთან ახლოს, რომ მზის სხივებისგან ფოტოსინთეზი განიცადოს და თავი კარგად იგრძნოს. საერთოდ, ფიკუსს უყვარს აღმოსავლეთის მხარე.

კითხვა: როგორ და რა პირობებში უნდა გავახარო აგავა?

პასუხი: აგავა სამხრეთამერიკული მცენარეა. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით ის პრეტენზიული მოსავლელია. შეგიძლიათ, აგავა უკვე გახარებული შეიძინოთ ან მისი პატარა შვილობილი გაახაროთ. აგავას არც ზაფხულში და, მით უმეტეს, ზამთარში, არ უყვარს ბევრი წყალი. მთელი წლის განმავლობაში სინათლე არ მოაკლოთ. მცენარე დაბალ ტემპერატურასაც იტანს ზამთარში, მთავარია, მშრალ ადგილას იდგეს.

კითხვა: რით მრავლდება ზეთისხილი?

პასუხი: ზეთისხილი სხვადასხვა ხერხით მრავლდება, მაგრამ, უფრო სასურველია მისი თესლით გამრავლება. უნდა შეგახსენოთ, რომ ოთახის პირობებში მხოლოდ დეკორატიული ზეთისხილი ხარობს. ამ მცენარის გასახარებლად აუცილებელია ქვიანი ნიადაგი, რომლის შემადგენლობაშიც, ასევე, უნდა შედიოდეს თიხნარი და ნაკელი.

კითხვა: ჩემმა ბარაქის ხემ მოიწყინა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ მოვუარო?

პასუხი: ამ მცენარეს ძალიან არ უყვარს გადამეტებული წყალი. თქვენ, ალბათ, ზაფხულის პერიოდში ზედმეტად მორწყეთ ის და ამის გამო ჩამოყარა ფოთლები. ეცადეთ, დიდი რაოდენობით აღარ მიაწოდოთ წყალი. მცენარეს არ აქვს აორთქლების საშუალება, ამიტომ, მორწყეთ ორ კვირაში ერთხელ და დადგით ნახევრად მზიან ადგილას.

კითხვა: ეზოში გასახარებლად რომელ პალმას მირჩევთ?

პასუხი: აღმოსავლეთ საქართველოში ძალზე მკაცრი კლიმატია ზამთარში, ამიტომ, პალმის სახეობებიდან ყველაზე ამტანია მარაოსებრი პალმა და სწორედ მის გახარებას გირჩევთ. თუ მცენარე პატარაა, ზამთარში შეფუთეთ, რომ ყინვამ არ დააზიანოს. ეცადეთ, ზაფხულში განოყიერებული ნიადაგი ჰქონდეს. სხვა დამატებითი პირობები მას არ სჭირდება. იოლად გასაზრდელი მცენარეა და, ამავე დროს, ძალიან ეფექტური.


скачать dle 11.3