კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

მოუსმინე... მოეწონები!


არავისთვის საიდუმლო არაა, რომ მოგებულია ის, ვინც უსმენს და ცოტას ლაპარაკობს. როცა იცი, როგორ მოუსმინო, ყველასთვის სასურველი მოსაუბრე ხარ. რადგან, ისინი, შენს გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობენ. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ ქალები, რომლებიც მზად არიან მოისმინონ საუბარი მათი პრობლემების შესახებ, ნაკლები ილაპარაკონ და მისცენ კაცს გულის მოოხების საშუალება. არის უამრავი ანეკდოტი ქალების „ენაჭარტალობის” შესახებ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ანეკდოტების ავტორები აუცილებლად მამაკაცები არიან, მაგრამ ფაქტია, მოსწონთ და ყოველთვის ბევრსაც იცინიან.

გარდა ამისა, რეალობაა ის, რომ მამაკაცები ერთი ნაბიჯითაც არ ჩამორჩებიან ქალებს ჭორიკნობაში. მაგრამ „სახელგატეხილები”, მაინც ქალბატონები ბრძანდებიან. შეიძლება, ძალიან ბევრი რამე გაინტერესებდეთ და თქვენი აზრის გამოხატვის დიდი სურვილიც გქონდეთ, ეს ბუნებრივია და ნორმალური, მაგრამ, თუ გინდათ, რომ მამაკაცზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, თავი მოაწონოთ და თქვენით აღფრთოვანდეს, ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც, აჯობებს იმან ილაპარაკოს. ჯერ ერთი, რომ ბევრი საინტერესო და სასარგებლო „რაღაც წამოსცდება“, რაც მომავალში გამოგადგებათ. თანაც, მისი ფსიქოპორტრეტის შესაქმნელად კარგი „მასალა” გექნებათ. ინფორმაციის სიუხვე იმ ადამიანზე, რომელსაც ცხოვრება უნდა დაუკავშიროთ, ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ კი, რაც უფრო დიდხანს იქნებით „იდუმალების საბურველში” გახვეული, მათ მეტად დააინტრიგებთ მამაკაცს და ესე იგი, მოეწონებით!


скачать dle 11.3