კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

მას სტკივა...


მიუხედავად ფიზიკური სიძლიერისა, მამაკაცი საკმაოდ სუსტია გარემო პირობებთან ბრძოლაში. მით უმეტეს, სრულიად უუნაროა, როცა ავად ხდება. მამაკაცი და მისი ჯანმრთელობა კაცობრიობის ერთ-ერთი დიდი გამოცანაა. თუ რამე სერიოზულად სტკივა, თქვენი საქმე წასულია: წუწუნით და კვნესით დაგღლით, მაგრამ ჯიუტად არ წამოგყვებათ ექიმთან. თუ ოდნავ გაცივდა და წამოახველებს, ლოგინში ჩაწვება და ისეთ შეწუხებულ სახეს მიიღებს, გული აგიტირდებათ. წამალს შესთავაზებთ და იწყებს გამოძიებას, ვაითუ, ეს ის წამალი არ არის, რომელიც მას სჭირდება. ერთი სიტყვით, თუ მამაკაცი მართლა გიყვართ, შეეგუეთ იმას, რომ მისი ტკივილები თქვენთვისაც სერიოზული პრობლემა იქნება. დაიხსომეთ, თითიც რომ გაიჭრას, ან გაიკაწროს, მაინც მძიმე ავადმყოფია და არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ, საპირისპიროში დაარწმუნოთ, ან „შეუმსუბუქოთ“ მდგომარეობა. თუ ეტყვით, ეს არაფერიაო, თავის მტრად მიგიჩნევთ და დიდი შანსია, თქვენს სიყვარულშიც ეჭვი შეეპაროს. რადგან რეალობა ასეთია, მაქსიმალურად შეეცადეთ, მისი ჭეშმარიტი ნუგეშისმცემელი იყოთ. დაიმახსოვრეთ, სიცილი და ხუმრობა ამ თემაზე, კატეგორიულად გეკრძალებათ, ხოლო თუ ხედავთ, რომ საქმე მართლაც სერიოზულადაა, ალერსით და ტკბილი სიტყვით აუცილებლად დაიყოლიეთ ექიმთან წასვლაზე.

მამაკაცი მშიშარაა, ძალიან მშიშარა. საკმარისია, თქვენს სახეზეც შიშის კვალი აღმოაჩინოს, რომ მაშინვე პანიკაში ჩავარდება. ერთი სიტყვით, იყავით მაქსიმალურად მობილიზებული, რომ პრობლემა – „მას სტკივა“, თქვენს ურთიერთობას ცუდ ბედისწერად არ ექცეს.


скачать dle 11.3