კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

კერძო... პირადი საკუთრება

 

სერიოზული ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში ნერვების სერიოზული გამოცდაა. შეჩვევის მომენტი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს, ძალიან დიდხანსაც კი და, არ არის გამორიცხული, თავად ურთიერთობას დაემუქროს კრახი. საქმე ისაა, რომ ოჯახში თქვენი პარტნიორის გაცნობა ხელახლა მოგიწევთ. მამაკაცები ძალიან ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს მანამ, სანამ ქალს თავისად დაიგულებენ, მერე კი მათ შეცვლას იწყებენ, მაგალითად, ცდილობენ, შეუცვალონ გემოვნება, „გადაუხალისონ” გარდერობი და საკუთარ სტილს მოარგონ. ამიტომაც იწყება: – ეს კაბა ძალიან მოკლეა! ამდენს ნუ ისვამ სახეზე! თვალებს ძალიან მუქად ნუ იხატავ! თმა შეჭრილი არ გიხდება და ასე შემდეგ... ბუნებრივია, თქვენი რეაქცია ადეკვატურია – ვერ ხვდებით, რატომ აღარ მოსწონხართ ისეთი, როგორიც შეგიყვარათ. საქმე ისაა, რომ მოსწონხართ, მაგრამ ახლა თქვენ მისი კერძო, უკაცრავად, „პირადი საკუთრება” ხართ და, ისიც, როგორც ჭეშმარიტ ქმარს ეკადრება, თავისი „საკუთრების“ დაცვაზე ზრუნავს. პრობლემა ის არ არის, ეჭვიანობს თუ არა. ამ შემთხვევაში, „ოტელოს სინდრომი” არაფერ შუაშია. უბრალოდ, ძალიან ბევრ მამაკაცს ხასიათში „უზის“ მესაკუთრე და ის მისი მეორე „მეა“. რაც უნდა მოიმოქმედოთ, როგორი მძაფრი პროტესტიც უნდა გამოთქვათ, ვერაფერს შეცვლით და მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ გვარიანად იჩხუბებთ. თქვენ, ალბათ, აღშფოთდით და ამბობთ: – როგორ, ყველაფერზე უარი მარტო იმიტომ უნდა ვთქვა, რომ მისი კაპრიზი დავაკმაყოფილო?! ნაწილობრივ გეთანხმებით, მაგრამ, თუ საკითხს ასე რადიკალურად მიუდგებით, მაშინ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ ექნება. თუ გიყვართ და მასთან ყოფნა გინდათ, მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა, ოღონდ, ეს მტკივნეულად არ უნდა აღიქვათ. ნურც ის გეწყინებათ, რომ თავის საკუთრებად მიაჩნიხართ. ბოლოს და ბოლოს, გულის სიღრმეში, თავადაც ხომ ფიქრობთ, რომ ის თქვენ გეკუთვნით.


скачать dle 11.3