კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

სად იპოვა „კონსულიჩამ“ ცხოვრების დოპინგი და რა სახის გრანდიოზულ ქორწილს გეგმავს ის 2 ოქტომბერს საქართველოში


მოსკოვის შოუ-ბიზნესში ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „კონსულიჩა,“ იგივე ირაკლი მეზურნიშვილი, 25 წლის ასაკში დაოჯახდა. მისი რჩეული გვანცა გარსევანიშვილია. წყვილმა ჯვარი საქართველოში დაიწერა, ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი, რამდენიმე საათში მოსკოვში მიემგზავრებიან. გრანდიოზული ქორწილი, თავისი შოუ-პროგრამით, 2 ოქტომბერს თბილისში შედგება. ასე რომ, წყვილი საქართველოში 25 სექტემბერს დაბრუნდება, ხოლო მანამდე აქ მათი ქორწილის პროგრამასა და სხვა საორგანიზაციო დეტალებზე მათი მეგობრები იზრუნებენ.



– „კონსულიჩ“, ვინ არის შენი რჩეული?

– ჩემი მეუღლეა გვანცა გარსევანიშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს.

– შენ უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობ ოჯახის წევრებთან ერთად. გვანცა?

– გვანცაც მოსკოვში ცხოვრობდა, იქ დაამთავრა იურიდიული აკადემია. ბოლო ერთი წელია, გვანცა მშობლებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და აქ ცხოვრობს. ჩვენ ერთმანეთი მოსკოვში გავიცანით და ურთიერთობის განვითარება „ონლაინ“ რეჟიმში მოხდა.

– რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ?

– ერთმანეთი წელიწად-ნახევრის წინ გავიცანით. როგორც ყველა ურთიერთობა, ჩვენიც „ლიოჰკი“ ფლირტით დაიწყო, რომელიც შემდეგ სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ცხოვრებაში პირველად მქონდა ასეთი შეგრძნება, პირველად ვფიქრობდი გოგოზე ასე ხშირად. საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ბოლო პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა, რადგან მე მოსკოვში ვიყავი, გვანცა – თბილისში. ერთმანეთს კი ვეკონტაქტებოდით, მაგრამ, თინეიჯერულ ასაკში აღარ ვართ, რომ მარტო ინტერნეტითა და სატელეფონო ზარებით შემოფარგლულიყო ყველაფერი. ბოლოს, მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვედი თბილისში და ვიცოდი, რომ უკან მარტო აღარ დავბრუნდებოდი. ადრე თუ მარტო დავფრინავდი და ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ მომიჯდება გვერდით-მეთქი, ახლა უკვე ვიცი, ვისთან ერთადაც ვიმგზავრებ, თან – კომფორტულად. ადრე ხომ იყო „კონსულიჩა,“ ახლა „კონსულოვნაც“ გაიჩითა (იცინის).

– ქორწინება დააკანონეთ?

– ხელი ჯერ არ მოგვიწერია, მაგრამ ჯვარი 17 ივლისს მამაჩემის აღდგენილ ეკლესიაში დავიწერეთ, რომელიც კასპის რაიონში, ახალქალაქში მდებარეობს, ჩემს აგარაკთან ახლოს. სიმბოლურიც იყო, რომ ამ ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი.

– გავიგე, „კონსულიჩა“ გრანდიოზულ ქონწილს გეგმავსო. ამის შესახებ რას გვეტყვი?

– მაქსიმალურად შევეცდებით, განსხვავებული ქორწილი შევთავაზოთ ჩვენს მეგობრებს, რომელსაც შოუს სახე ექნება. როგორ გამოგვივა და როგორ შეგვაფასებენ, ეს უკვე 2 ოქტომბერს გამოჩნდება. ორიგინალური საქორწილო საღამოსთვის კლუბი „თუსაიდი“ შევარჩიეთ.

– ვინ არის შენი მეჯვარე?

– ორი ბესო მეჯვარე მყავს: ერთი გახლავთ ბესო ზოიძე, რომელიც ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო მინი-ფეხბურთელია – „სპარტაკში“ თამაშობდა და მოსკოვში ძალიან ცნობილი სპორტსმენია; მეორე მეჯვარე კი ჩემი დიდი ხნის მეგობარი ბესო შალუტაშვილია, რომელიც ასევე მოსკოვში მოღვაწეობს.

– როგორ გრძნობ თავს მეუღლის ამპლუაში?

– თითზე ბეჭედი რომ მიკეთია, ვეჩვევი და დღეში ერთი საათი მაინც ვუყურებ. ნელ-ნელა აზრზე მოვდივარ და ვაცნობიერებ, თუ რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ალბათ, ყველა ადამიანი ასეა.

– გვანცა რას საქმიანობს?

– გვანცა ჩემი კოლეგაა – ისიც იურისტია.

– შენ რას საქმიანობ ამ ეტაპზე მოსკოვში?

– ჩემი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე წლის ბოლოს დისერტაციის დაცვაა, რომ კანდიდატი გავხდე.

– მეუღლის ოჯახმა როგორ მიგიღო?

– ძალიან კარგად, მაგრად გავუგეთ ერთმანეთს. სიმამრიც ჩემნაირი ბლანჟიანი მყავს. ჩვენ შორის ურთიერთგაგება ეგრევე შედგა.

– საკუთარ დაბადების დღეს ყოველთვის საქართველოში აღნიშნავ და შენს აგარაკზე ამ დღეს დახურული „ტუსოვკა“ იმართება, რომელსაც ბევრი ცნობილი სახე ესწრება. ამჯერად, როგორც ვატყობ, აქ არ იქნები.

– ჩემს დაბადების დღეს წელს პირველად გადავიხდი მოსკოვში, რადგან სამსახურის გამო მივდივარ. შევკრებ მეგობრებს და ერთად აღვნიშნავთ იუბილეს.

– ვის უნდა ველოდოთ 2 ოქტომბერს შენს ქორწილში?

– ყველაფერს ვერ ვიტყვი, რადგან, რაღაც- რაღაცეები მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ, გეტყვით, რომ ბევრი ცნობილი სახე იქნება. რაც მთავარია, მოეწყობა შოუ, რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი, ლამაზი და ორიგინალური იქნება. სხვა სტუმრებთან ერთად ჩამოვლენ დათო ხუჯაძე, ირაკლი ფირცხალავა. ასევე მინდა, ჩამოვიყვანო ჩემი მეგობარი, მსოფლიოს ჩემპიონი ბიტ-ბოკსში – ვახო და ასე შემდეგ.

– ალბათ, ძალიან ბევრ მოლოცვას იღებ.

– ჩვენი ჯვრისწერა ბევრმა არ იცოდა – ეს ინფორმაცია დიდად არ გაგვივრცელებია, მაგრამ, მაინც ბევრი ადამიანი გვილოცავს. ბევრი გაოგნებულია, რადგან არ ელოდნენ ამ ეტაპზე ჩემს დაქორწინებას.

– გვანცა რამდენი წლისაა?

– ჩემზე ერთი წლით უმცროსია – 24 წლის არის. ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ და გონივრული გადაწყვეტილება მივიღეთ.

– ძალიან განსხვავებული და თანამედროვე ქორწილი გვექნებაო, აღნიშნე. რაც შეეხება ჩაცმულობას, როგორ შეიმოსებით?

– ყველაფერი თანამედროვე იქნება.

– ანუ, შეიძლება, შარვალ-კოსტიუმიც არ ჩაიცვა?

– ქორწილში მე სმოკინგში ვიქნები გამოწყობილი, ხოლო გვანცა – ავთო ცქვიტინიძის კაბაში.

– შენ სად იკერავ სმოკინგს?

– მე – მოსკოვში, გვანცამ კი ავთანდილზე შეაჩერა არჩევანი და, როგორც ვიცი, ძალიან კარგი საქორწილო კაბა გამოვა.

– დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 28 ივლისს, – ავტორი) მოსკოვში მიფრინავთ, უკან კი 25 სექტემბერს ბრუნდებით. საქორწილო სამზადისზე ვინ იზრუნებს?

– ძალიან აქტიურად მეხმარებიან ჯგუფ „სეიშენის“ ბიჭები და თაკო დოლაბერიძე. სწორედ მათ მივანდე ყველაფერი, ჩვენ კი ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვალთ.

– მეუღლეს რა საჩუქარი გაუკეთე?

– ტრადიციულად, ნიშნობის ბეჭედი, მაგრამ, მთავარი საჩუქრები ახლა იწყება. ახლა ვიწყობ პირად ცხოვრებას და, მინდა, ჩემი ოჯახი ყველაფრით ორიგინალური იყოს. ურთიერთობას ყოველთვის სჭირდება დოპინგის მაგვარი, თორემ, ნებისმიერი სიყვარული, საბოლოოდ, ბანალურ ურთიერთობაში გადაიზრდება – ეს ნამდვილად ვიცი და, როცა ვიცი, რა მინდა, ყველაფერი გამომდის.

– ანუ, გვანცა შენი ცხოვრების დოპინგია?

– დიახ, ასეა, გვანცა ჩემი ცხოვრების დოპინგია.


скачать dle 11.3