კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ინსტრუმენტზე უკრავს მარიამ აბდუშელიშვილი და რატომ არ მოსწონს მას ამერიკელი ბიჭები

 

ახალგაზრდა, ნიჭიერი და ენერგიული მომღერალი მარიამ აბდუშელიშვილი წლების წინ ახალ კლიპში რეპერ „ძვალთან“ ერთად გამოჩნდა, მერე „შეხედე ცას“ იმღერა, მოგვიანებით კი, ცნობილმა საქსოფონისტმა, ჭაბუკა ამირანაშვილმა, მას „ლაზური ნანა“ დაუწერა, რომლითაც მარიამმა თურქები აატირა, რამდენიმე თვის წინ კი, ახალგაზრდა მომღერალმა თავისი ახლობლების სიხარულით ატირებაც მოახერხა. იგი ამერიკის ყველაზე პრესტიჟული სამუსიკო სასწავლებლის – ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ყოველივე ამის შესახებ მარიამ აბდუშელიშვილი თავად გვიამბობს.



– მარიამ, მოდი, გავიხსენოთ შენი ბავშვობა, როცა მომღერლობა მოიწადინე.

– სიმღერა დავიწყე 6 წლის ასაკიდან, ჩაწერა კი 9 წლიდან. პირველი კლიპი გადავიღე რეპერ „ძვალთან“ ერთად, რომელიც ახლა უკვე ჩემი სიძეა. ამ კლიპს მოჰყვა „შეხედეთ ცას“, რომელიც მაშინ არსებულმა ტელევიზია „200-მა“ გადაიღო. მოგვიანებით კომპოზიტორმა ჭაბუკა ამირანაშვილმა დამიწერა „ლაზური ნანა“. საპატრიარქოს დაკვეთით მოხდა ამ სიმღერის ჩაწერა, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთიდან – არაერთი მოწვევა მქონდა იქიდან. ამ ზაფხულს ვიყავი ჩასული ერთი კვირით, ფესტივალი იმართებოდა. 25 ქვეყნიდან იყვნენ წარმომადგენლები. მე, ცხადია, საქართველოს სახელით გამოვდიოდი, „ლაზური ნანა“ ვიმღერე, რასაც დიდი ოვაციები და მოწონება მოჰყვა. ვხედავდი იქ დამსწრე საზოგადოებას როგორ ჩამოსდიოდა თვალებიდან ცრემლები.

– ჯერ გამოჩნდი ქართულ შოუ-ბიზნესში, გადაიღე რამდენიმე კლიპი და უცებ გაუჩინარდი. რატომ? ფიქრობდი, რომ ჯერ სასიმღერო კარიერის გასაკეთებლად მზად არ იყავი?

– ჩემი გაუჩინარება იმიტომ მოხდა, რომ ამერიკაში წავედი სასწავლებლად და ალბათ, დამეთანხმებით, როცა კარიერის გაკეთება გინდა, ჯერ ამისთვის სათანადოდ უნდა მოემზადო. სწორედ ასე მოვიქეცი მეც და, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. ახლა სამშობლოში დროებით ვარ ჩამოსული და გულხელდაკრეფილი ყოფნას არ ვაპირებ, ვმუშაობ რამდენიმე სიმღერაზე. მინდა გითხრათ, რომ, ასაკის მატებასთან ერთად, გემოვნებაც შემეცვალა, ადრე უფრო არენბის, ჰიპ-ჰოპის სტილში ვმღეროდი, ახლა კი ჯაზი, ბლუზი, სოულის სტილი მომწონს, ხალხური სიმღერები კი ყოველთვის მომწონდა და არ მბეზრდება მათი შესრულება.

– რომელი სტილის მიმდინარეობას ანიჭებ უპირატესობას და ამჟამად რა სიმღერებზე მუშაობ?

– უფრო ბლუზს ვანიჭებ უპირატესობას, ის ჩემს ხმას უხდება და ამ დროს მე თვითონაც უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. მინდა, რამდენიმე სიმღერის ჩაწერა მოვასწრო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში.

– საქართველოში შოუ-ბიზნესი რომ სახარბიელო მდგომარეობაში არაა, ეს კარგად იცი, აქ კლიპის გადაღება ფინანსურად მომგებიანი რომ ვერ გახდება ესეც გეცოდინება. შენ, პოპულარობის მიზნით დგამ ამ ნაბიჯს?

– მართალს ბრძანებთ, შოუ-ბიზნესში აქ რთული მდგომარეობაა, მაგრამ მე პოპულარობის მიზნით არ ვიღებ კლიპს. ამას, ალბათ, იმიტომ ვაკეთებ უფრო, რომ ბევრს დავავიწყდი და კარგი იქნება, თუ გამიხსენებს ქართველი მსმენელი. მინდა, დამინახონ, როგორ გავიზარდე შემოქმედებითი თვალსაზრისით.

– ამერიკაში საცხოვრებლად როდის წახვედი?

– 12 წლის ვიყავი, როცა ამერიკაში წავედი. დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა, ასევე, სამეჯლისო ცეკვებზეც დავდიოდი, ბევრი კონცერტი იმართებოდა შტატის მასშტაბით. 4 წელი ვსწავლობდი ინტენსიურად და ვემზადებოდი ბერკლის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. როცა გასაუბრებაზე ვიყავი, იქაურმა ლექტორებმა აშკარად გამოხატეს სიმპათია ჩემ მიმართ და ამიტომაც მომცეს კოლაჟები, რაც ჩემს დაფინანსებას გულისხმობს. სექტემბრიდან ვიწყებ ბერკლის უნივერსიტეტში სწავლას. რაც მთავარია, სწავლის საფასურის გადახდისგან თავისუფალი ვარ. როგორც ვიცი, ქართველებიდან მეოთხე ვარ, ვინც ბერკლიში ჩააბარა.

– ქართველები ზოგადად ნიჭიერი ხალხი ვართ, მით უმეტეს, სიმღერაში, ამიტომ, ამა თუ იმ მომღერლის მიღწევები არავის აღარ უკვირს. თუმცა, აღსანიშნავია ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტობა. მაინც, რისი წყალობით მიაღწიე წარმატებას. უბრალოდ, გაგიმართლა თუ შენი განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით მოხიბლე ჟიური?

– მართლა ბევრის ოცნებაა ბერკლის უნივერსიტეტში მოხვედრა. მეც შოკში ვიყავი, დიდხანს არ ვიჯერებდი, რომ ამ პრესტიჟული სასწავლებლის სტუდენტი გავხდი, მით უმეტეს, რომ მაფინანსებენ კიდეც. ხსენებულ კოლეჯს აქვს გამოყოფილი თანხა ნიჭიერი სტუდენტებისთვის და ვინც განსაკუთრებულად მოეწონებათ, იმას აფინანსებენ. საუბარია 46 000 დოლარზე – ესაა ერთი წლის გადასახადი. ამ ყველაფერში დიდი როლი ითამაშა ჩემმა კლიპებმა, რომელიც იქ წარვადგინე. გარდა ამისა, დავუკარი და სიმღერაც შევასრულე. გამიმართლა, რადგან ნიჭიც დამიფასეს და ალბათ, იღბალმაც ითამაშა გარკვეული როლი.

– გამოცდებამდე რას ფიქრობდი, გქონდა იმედი, რომ ჩააბარებდი?

– თავიდან ვნერვიულობდი, შიშიც მქონდა, მაგრამ, თავდაჯერებული შევედი და ვიმღერე „ეთ ლასთი“ ეტა ჯეიმსის რეპერტუარიდან, თან, ფორტეპიანოც დამეხმარა, რომ ჟიურის წევრების გული მომენადირებინა.

– რომელ ინსტრუმენტებზე უკრავ?

– ფორტეპიანოს გარდა, გიტარაზე ვუკრავდი ახლა ფანდურზე დაკვრასაც ვსწავლობ – ამერიკაში გამომადგება, მარტო მე ვიქნები იქ, ვინც ამ ინსტრუმენტზე დაუკრავს. ძალიან აფასებენ ხალხურ მუსიკას და მინდა შევისწავლო ვიოლინოც, ვნახოთ, დრო როგორ მეყოფა ამისთვის.

– ამერიკაში ვისთან ცხოვრობ?

– იქ მთელი ჩემი ოჯახი წავედით, აქ მხოლოდ ბაბუა დავტოვეთ მძევლად (იცინის), რადგან აქაურობასაც მოვლა სჭირდება. აქამდე ვცხოვრობდი ატლანტის შტატში, ახლა კი ბერკლის უნივერსიტეტის გამო მე ბოსტონში გადავდივარ საცხოვრებლად, უკვე დამოუკიდებლობას მივეჩვიე და მარტო ცხოვრება არ გამიჭირდება, თან, ეგრეთ წოდებული „გრინ ქარდი“ მაქვს და ამერიკის მოქალაქეობასაც მივიღებ რამდენიმე თვეში.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ პირად ცხოვრებაში როგორ მიდის შენი საქმეები?

– ამ ეტაპზე არ ვფიქრობ პირად ცხოვრებაში რაიმე ცვლილებების შეტანაზე, რადგან ჯერ 18 წლის ვარ და ჯერ კიდევ ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ვაპირებ ბევრ ქვეყანაში წასვლას, მათი კულტურის გაცნობას. სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და აქ მინდა გათხოვება, უცხოეთში დარჩენას არ ვაპირებ. ეს მოხდება, დაახლოებით, 4-5 წლის მერე.

– ანუ, გამორიცხავ იმას, რომ ამერიკაში შექმნა ოჯახი?

– ჯერ არ ვიცი, რა იქნება, თუმცა აქ ცხოვრება მინდა. ქართველი და ამერიკელი ბიჭების მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ისინი არ მომწონს, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან. აქ რომ იციან ქართველებმა ქალის პატივისცემა, მისი დაცვა, ჯენტლმენობის გამოჩენა, ამერიკელებისთვის ეს უცხო ხილივითაა.

– მაშინ, ის გვითხარი, როგორი ბიჭები „ჯდებიან“ შენს გემოვნებაში?

– მე მომწონს თავაზიანი და სიმპათიური ბიჭები, მაგრამ, ყოფილა შემთხვევა, როცა ბიჭს თავისი უშუალობით და კარგი საქციელით მიუქცევია ჩემი ყურადღება და ასეთ მომენტში, შეიძლება, ისე მომაწონოს თავი, რომ მის გარეგნობას ყურადღება აღარც კი მივაქციო. ძირითადად კი, ჩემს სიმპათიას იმსახურებენ სპორტული აღნაგობის, განათლებული ბიჭები. მე მეოცნებე ადამიანი არ ვარ და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს არ ველოდები, პრინციპში, ჯერ გათხოვებისთვის არ მცალია.

– შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი, რამე სიურპრიზით ხომ არ გაუოცებიხარ რომელიმე მათგანს?

– დიახ, ბევრჯერ იყო ამგვარი მომენტი. ერთი ჩემი თაყვანისმცემელი კი მინდა სხვებისგან გამოვარჩიო, რომელიც ორიგინალურად მიხსნიდა სიყვარულს, თან არაერთხელ. მან რამდენჯერმე ჩემი სადარბაზოს წინ ცეცხლოვანი გული აანთო და შიგ ეწერა – მარიამ, მე შენ მიყვარხარო. მართლა ძალიან ლამაზი სანახავი იყო, თან, სიბნელეში, რომ გენახათ, როგორ გიზგიზებდა წითელი გული... (იცინის).

– მერე, ამ მეთოდმა გაჭრა? სინამდვილეშიც ხომ არ აგენთო გული მის მიმართ?

– სხვათა შორის, იმ ბიჭის მიმართ მაქვს გრძნობა. კარგა ხანია, რაც ვიცნობ, მოცეკვავეა და ჩემს ერთ-ერთ კლიპში ცეკვავს. ორივეს მოგვწონს ერთმანეთი. ვნახოთ, რა გამოვა, თუმცა გათხოვებაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ, ჯერ სწავლა და მერე – დანარჩენი ყველაფერი. 20 აგვისტომდე თბილისში ვიქნები. მერე წავალ ამერიკაში, სადაც დაიწყება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. მინდა, ბევრი ვისწავლო, პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, გამოცდილება დავაგროვო – აქ რომ ჩამოვალ, ქართველი მსმენელისთვის ხომ უნდა მქონდეს რაღაც ახალი სათქმელი!


скачать dle 11.3