კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრუნდება თუ არა უცხო მხარეში გარდაცვლილი ადამიანის სული სახლში და რას განიცდის სიკვდილის წინა პერიოდში


ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება. ერთხელ დაწერილი გენეტიკური კოდი არასდროს ისპობა. ის რამდენჯერმე მეორდება სხვადასხვა ადამიანის სხეულში. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ ეს გენეტიკური კოდი ცხოველში ან ფრინველშიც გადავიდეს, განმეორდეს და დედამიწაზე ადამიანის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდეს. მისივე თქმით, ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია.



ნანი: პარაფსიქოლოგების ჯგუფმა წლების წინ არაერთი კვლევა ჩაატარა და დაადგინა, რომ ადამიანის ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი არასდროს ისპობა, ის რამდენჯერმე ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. ისიც გახდა ცნობილი ამ კვლევების საფუძველზე, რომ სიკვდილის წინ ადამიანებს მართლაც ეცხადებიან გარდაცვლილი ნათესავები და ახლობლები. ასევე, სიკვდილის წინ ხშირად ხედავენ მათ სიზმარში და მათგან გაფრთხილებასა და მინიშნებებს იღებენ.

– იმასაც ხომ ამბობენ, სიზმარი ეშმაკისეულია და მას ყურადღება არ უნდა მიაქციოთო?

– მართალია, ზოგი ამბობს, რომ სიზმარი ეშმაკისეულია და მას ყურადღება არ უნდა მიაქციო, მაგრამ, ზოგი ფიქრობს, ღამით ნანახი სიზმარი გვაფრთხილებს და ის ერთგვარი წინასწარმეტყველებაა. ჩემი აზრით, სიზმარი ისეთი ფენომენია, რომელსაც ადამიანის არა მარტო გაფრთხილება, არამედ დაცვაც შეუძლია. იმქვეყნიდან გაფრთხილებას სწორედ გარდაცვლილი ახლობლები გვაწვდიან და ჩვენ, ამქვეყნად მყოფნი, მათ, უბრალოდ, უნდა ვენდოთ. პარალელური სამყაროების არსებობას დღეს ეზოთერიკოსებიც და პარაფსიქოლოგებიც ადასტურებენ. სწორედ ასეთი პარალელური სამყაროდან მოდის ღამით გაფრთხილება და მინიშნება, რომ ადამიანს საფრთხე ელის, ან სააქაოს მალე დატოვებს და მარადისობაში გადავა. ამას ვერავინ ასცდება და ეს ადამიანის ბედისწერაში ჩაწერილი ფაქტია. ბედისწერა კი, ჩვენგან დამოუკიდებლად იწერება, ჩვენივე დაბადების მომენტში. სიკვდილის შემდეგ კი, ადამიანის ენერგეტიკული კოდი ორმოცი დღის განმავლობაში დედამიწაზე რჩება, აგროვებს ინფორმაციას და შემდეგ ამ ინფორმაციით დატვირთული სწყდება დედამიწას და მიდის ზეცაში.

– ესე იგი, გარდაცვლილი ადამიანის ბედისწერის განმეორება ცოცხალ ადამიანებში შესაძლებელია?

– გეტყვით, რომ ადამიანის გენეტიკური კოდის ხელმეორედ დედამიწაზე მოსვლისთვის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება. ანუ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა გარდაცვლილი ადამიანი, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლის სახით. მესმის, ამ აზრს ბევრი სკეპტიკურად უყურებს და ჰგონია, რომ ეს მოსაზრება ზღაპარია, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს ნამდვილად რეალურია და ამ საკითხზე დღესაც მიდის კვლევა-ძიება მსოფლიოს ეზოთერიკოსთა მიერ. მე კი ამ საკითხით უკვე დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ, უამრავი ინფორმაცია მაქვს შეგროვილი და ბევრი კვლევის შედეგიც ვიცი. სწორედ ამიტომ ვაძლევ თავს უფლებას და ვსაუბრობ ამ თემაზე ასე თამამად. თუ ადამიანს ამ ცხოვრებაში ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, დიდი შანსია, მისი სულის დედამიწაზე მეორედ მოსვლის დროს, ადამიანს, რომელშიც ეს სული ჩასახლდება, ფიზიკური დეფექტი ან სერიოზული დაავადება დაჰყვეს თან. ამქვეყნად ყველას ჩვენ-ჩვენი მისია გვაკისრია და ეს მისია ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევასრულოთ, რომ იმქვეყნად წყნარად და ვალების გარეშე წავიდეთ. შემდეგ კი, ჩვენი სულის ხელმეორედ დაბრუნებისას, ამქვეყნად არ შევუქმნათ პრობლემა უცოდველ ადამიანებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სიკვდილის დროს ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში.

– თუ ადამიანის გარდაცვალება უცხო მხარეში მოხდა, ამ დროს მისი ენერგეტიკა იქ რჩება და, შესაბამისად, ენერგეტიკული კოდიც აღარ ბრუნდება უკან, სამშობლოში?

– სხვათა შორის, ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს და, კარგია, რომ მასზე პასუხის გაცემა თქვენი ჟურნალის საშუალებით მომეცა. კერძოდ, თუ ადამიანი სახლიდან შორს, უცხო მხარეში კვდება და მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება სამშობლოში, ანუ, იმ ადგილას, სადაც ის დაიბადა, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ დროს სული სახლამდე მაინც აღწევს და გარდაცვლილის ენერგია სახლში ფიქსირდება. ადამიანის ენერგიისთვის მანძილი არ არსებობს და, შესაბამისად, არც გადაადგილებაა პრობლემა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ხდება ადამიანის გარდაცვალება, მისი ენერგია სახლამდე მაინც აღწევს და ახლობლებისა და ოჯახის წევრების, საყვარელი ხალხის გვერდით, უხილავად ტრიალებს, იმავეს განიცდის, რასაც ჭირისუფალი და, ამიტომ, არ შეიძლება მისი გაუთავებელი ცრემლითა და დიდი გლოვით დამძიმება და შეწუხება. უბრალოდ, მისი სულისთვის უნდა ილოცოთ, უნთოთ სანთელი და ასე შეუმსუბუქოთ და გაუნათოთ იქით მიმავალი გზა. ყველა ადამიანს თავისი კოდი აქვს. ეს კოდი კი სამყაროსთან უხილავი ძაფით არის დაკავშირებული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თითოეულ ჩვენგანს თავისი კოდით იცნობენ სამყაროში არსებული იდუმალი ძალები.

– ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ქრება?

– არა, არ ქრება. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ისევ განაგრძობს არსებობას. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ამ კოდის არსებობას ვერ ვაცნობიერებთ და ვერ ვგრძნობთ. მაგრამ, ისიც ცნობილია, რომ ადამიანის კოდი მანამდე იწყებს იმქვეყნად გარდასახვას, სანამ მისი პატრონი გარდაიცვლება. ადამიანი ამ დროს იმქვეყნად გარდასახვის მოსამზადებელ პერიოდს გადის. ამიტომ არის, რომ სიკვდილის წინ ადამიანი ქვეცნობიერის დონეზე რაღაც უცნაურს გრძნობს, ეკონტაქტება ახლობლებს, თითქოს ემშვიდობება, სიზმარში ხედავს გარდაცვლილებს, კანის ფერს იცვლის, ისე მოქმედებს, თითქოს, რაღაცას ელის. ამიტომ ამბობენ ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები, რომ ასეთ ადამიანებს სხვანაირი იერი და სუნი აქვთო. თუ ადამიანს მესამე თვალი გახსნილი აქვს, ამას ისინი ადვილად ხვდებიან. ამ დროს ცოცხალი ადამიანი, ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებაც ეძლევათ. ვერავინ დამაჯერებს, რომ გარდაცვალების წინ ადამიანს წინათგრძნობა არ აქვს. მეორე საკითხია, ამახვილებს თუ არა ყურადღებას წინათგრძნობებზე. ასევე, სიკვდილის წინ ადამიანს ეცვლება ხასიათი – უფრო ხელგაშლილი ხდება და არ ენანება იმ ნივთების გაჩუქებაც კი, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია. არადა, ის ენერგეტიკა, რომელიც მის მიერ ნატარებ ნივთებზე, სამოსსა თუ აქსესუარზეა „მიწებებული“, არ არის გამორიცხული, მის ახალ მფლობელზეც გადავიდეს და იგივე ბედი გაიზიაროს დარჩენილ ცხოვრებაში, რაც მისმა ძველმა მფლობელმა გაიარა და განიცადა.

– იმასაც ხომ ამბობენ, გარდაცვლილის სამოსის გაჩუქება ან მისი ტარება მადლიაო. ამაზე რას იტყვით?

– რაც შეეხება მიცვალებული ახლობლის, საყვარელი ადამიანის ან ოჯახის წევრის ტანსაცმლის ან ნივთის ტარებას, მართლაც განსხვავებული აზრები არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ეს დიდი მადლია, ზოგს სჯერა, რომ ასე გარდაცვლილის ბედს იზიარებს, ზოგს კი მისი ტარება, უბრალოდ, მისი ყოფილი მფლობელის პატივისცემად მიაჩნია. თუ დამიჯერებთ, გეტყვით, რომ გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის ტარება ან მათი გაჩუქება, მართლაც მადლია, მაგრამ, იმავეს არ გირჩევთ მის სამკაულებსა და აქსესუარებზე. ერთი ჩემი ახლობელი გარდაიცვალა. ცუდად რომ იყო, დაიბარა, თუ რამე დამემართება, ჩემი მობილური ტელეფონი ჩემმა ძმისშვილმა, დათომ ატაროს ჩემს სახელზეო. მალევე გარდაიცვალა საწყალი – თავში კიბო ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა და ვერ გადაიტანა. მოკლედ, რომ იციან, ჩასასვენებლიდან რამე უნდა ამოაცალოთ მიცვალებულსო, დასაფლავების დროს სწორედ ეს ტელეფონი ამოაცალეს და, როგორც დაიბარა, დათოს გადასცეს. მეც ვიცნობ დათოს, ძალიან კარგი ბიჭია, ჭკვიანი და მეოჯახე. ორი თვეც არ იყო გასული, რომ, სადარბაზოში დახვდნენ გარეწრები, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში, გათიშეს და გაძარცვეს. რა თქმა უნდა, ის მობილურიც წაიღეს, რომელიც ბიძამისმა უსახსოვრა. დათო ისე იყო ნაცემი, თავი ჰქონდა დაზიანებული. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თავის ქალა ახადეს. მადლობა ღმერთს, გადარჩა და დღეს ჯანმრთელი და საღ-სალამათია. მოდი და, ნუ იტყვი, რომ ბიძამისის ენერგეტიკა არ იყო „მიწებებული“ იმ მობილურ ტელეფონზე და არ ინახავდა ინფორმაციას მისი ყოფილი მფლობელის შესახებ. ძველ პატრონს თავზე ოპერაცია გაუკეთეს და ახალმა პატრონმაც თითქმის იგივე გადაიტანა. ასე რომ, გარდაცვლილი ადამიანის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ტარება, ჩემი აზრით, მართლაც მადლია, მაგრამ, მოერიდეთ მისი ნივთებისა და აქსესუარების ტარებას. მართალია, რაც შუბლზე გაწერია და დაბადების მომენტში ბედისწერის წიგნში გაქვს ჩაწერილი, არ აგცდება, მაგრამ, ცოტა შენც ხომ უნდა დაიცვა საკუთარი სიცოცხლე და ხელოვნურად არ შეუქმნა საკუთარ თავს პრობლემები და წინაღობები?!


скачать dle 11.3