კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ უნდა დავუსვათ დიაგნოზი საკუთარ ავტომობილს



სერვისების კომპიუტერიზებული ტექნიკის, კვალიფიცირებული ხელოსნებისა და სხვა ამგვარი კომფორტების მიუხედავად, მძღოლებს მაინც გვიწევს, საკუთარ ავტომობილთან „მუნჯი შვილის“ დედის როლი შევითავსოთ და თავად გავიგოთ მისი სატკივარი. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ავტომობილის სატკივარის გამოცნობაზე გვესაუბრება.

მევლუდ მელაძე: მართალია, სხვადასხვა ავტოსერვისს უკვე აქვს ისეთი ტექნიკა, რომ, სულ რამდენიმე წუთში, როგორც ექიმმა, ისე დაუსვას დიაგნოზი თქვენს ავტომობილს, მაინც მგონია, რომ ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში სწორი დიაგნოზის გამოცნობა მაინც ჭირს. კომპიუტერს შეუძლია, ის პრობლემა „ამოაგდოს“, რომელიც უშუალოდ ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული, რადგან, ის მარტივად ხედავს. თუ ჩვენმა ავტომობილმა აანთო ეგრეთ წოდებული „ჩეკი“ („ჩეკ ენჯინი“, ანუ, წითელი ნათურა), რომელზეც ძრავა ანთია ან პირდაპირ წერია ინგლისურად – „ჩეკ“, მაშინ კომპიუტერი პრობლემას „უპრობლემოდ“ აღმოაჩენს. თუ „ჩეკი“ არ აანთო, სწორედ მაშინ რთულდება ავტომობილის სატკივარის გამოცნობა, რადგან კომპიუტერისთვის ყველაფერი მწყობრშია. მაგრამ, რას იზამს კომპიუტერი მექანიკური დეტალების შემთხვევაში? ვერაფერს, რადგან მექანიკურ დეტალებს ის საერთოდ ვერ ხედავს. აზრიც არ აქვს კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიყვანას, მაგალითად, იმ დროს, როდესაც ძრავას რაღაც ხმები აქვს, სავალი ნაწილი ახმაურდა ან, მით უმეტეს, არ ანთია „ჩეკი“. შესაძლოა, ამ დროს ავტომობილმა საწვავის ხარჯვას მოუმატოს, მაგრამ, ვერც ამ დროს ამოიცნოს კომპიუტერმა პრობლემა. სენსორი, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, მცდარ ინფორმაციას გადასცემს. თუმცა, მცდარია თუ არა ის, კომპიუტერი, რა თქმა უნდა, ვერ არჩევს.

– ამ შემთხვევაში რა ხდება?

– სერვისში უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელიც ზედმიწევნით კარგად იცნობს მონაცემთა ბაზას. თუ, ვთქვათ, კონკრეტული მონაცემი არის ასეთი: ძრავა არის ცივი, ცივი ძრავის დროს კი მას კონკრეტული მონაცემი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, რეალურად, სხვანაირია, სპეციალისტი ამ დროს უნდა მიხვდეს, რაშია პრობლემა, ანუ, ნაჩვენები მონაცემებიდან მან უნდა დასვას დიაგნოზი. ყველა ავტომობილს ინდივიდუალური მონაცემები აქვს და ამის გასარკვევად წიგნებია საჭირო. მაგალითად, როდესაც ევროპაში კომპიუტერზე შესაერთებლად მიგყავს ავტომობილი, ხელოსანს გამოაქვს იმ მოდელის წიგნი, სადაც წერია მისი ყველა მონაცემი. თუ კომპიუტერი პრობლემას არ აჩვენებს და მხოლოდ მონაცემებს დაწერს, მერე უკვე ხელოსანი იწყებს წიგნში მოცემულ და კომპიუტერის მიერ დაწერილ მონაცემთა შედარებას. სენსორის მიერ სწორი ინფორმაციის მისაღებად კომპიუტერიც კარგია საჭირო: უნდა ჰქონდეს კარგი პროგრამა, ჰყავდეს კარგი ხელოსანი, რომელსაც საჭირო ლიტერატურაც აქვს. ამ ყველაფრის დაზეპირება შეუძლებელია, ერთ მოდელზეც კი. ვინაიდან ეს ლიტერატურაც ძნელად ხელმისაწვდომია და საკმაოდ ძვირი ღირს, მანქანის კარგი დიაგნოსტიკა კი – საკმაოდ იაფი, რთულია სწორი დიაგნოზის დასმა.

– დავუბრუნდეთ ისევ მექანიკურ დეტალებს.

– მექანიკური საკითხების შემთხვევაში, დიაგნოზი ძალიან გამოცდილმა ხელოსანმა უნდა დასვას, რომელსაც მსგავსი გაუმართაობების დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება, პრობლემა ერთი შეხედვით სხვა იყოს, მაგალითად, მისი ხმა ჰგავდეს სხვა დაზიანების ხმას, მაგრამ, იმისთვის, რომ ამ ხმებს შორის უმცირესი განსხვავებაც კი შეამჩნიოს, ხელოსანს ძალიან „კარგი ყური“ უნდა ჰქონდეს. ყველაზე პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან: როდესაც დიაგნოზი ძალიან მარტივია, თუ ხელოსანს აწყობს, პრობლემას გაართულებს, თუ არა – თავიდან მოიშორებს. ძრავადან კაკუნის ხმა მძღოლს ყველაზე მეტად აფრთხობს. ასეთ დროს, ერთ შემთხვევაში ხელოსანი ამბობს, რომ ეს არის „კლაპანების“ ზემოთა დეტალის, ეგრეთ წოდებული „ტალკატელების“ ხმა, რომელიც ავტომობილისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ ხმაა და მეტი არაფერი; მეორე შემთხვევაში კი ამბობს, რომ „სტუკია“. ანუ, ავტომობილს ძრავას ქვემოთ, მუხლა ლილვთან აქვს პრობლემები, რომლის გამოც, შეიძლება, ის მთლიანად გამოვიდეს მწყობრიდან. ასეთი ავტომობილის განძრევაც არ შეიძლება, ის სასწრაფოდ უნდა დაიშალოს, რადგან მანქანა დეტალის გაჩარხვას, ეგრეთ წოდებული „ვკლადიშების“ შეცვლასა და აწყობას მოითხოვს, რაც საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.

– ამ დროს როგორ შეიძლება განასხვავო ხმა?

– ხმები რეალურად საკმაოდ განსხვავებულია. ტაქომეტრით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა, სხვადასხვა ბრუნის დროს და, პირიქით, გაზის გაშვების დროს, სულ სხვადასხვა ხმა ჰქონდეს. ამას გავარჯიშებული ყური სჭირდება და წერილობით მისი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ, გარდა ამისა, არის ქმედებები. ძრავა „სტუკის“ დროს სულ სხვანაირად მუშაობს. იგივეა სავალი ნაწილის პრობლემის შემთხვევაშიც. ავტომობილი მოხვევის, ღრმა ან, პირიქით, პატარა თხრილში ჩასვლის დროს, რაღაც ხმებს გამოსცემს. კომპიუტერი კი ამბობს, რომ ყველაფერი მწყობრშია. თუ ხელოსანიც ვერ პოულობს მიზეზს, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ: ავტომობილი, რომელიც ტანით არის აწეული და ბორბლები დაბლა აქვს, უფრო ცუდად ისინჯება, ვიდრე ავტომობილი, რომელიც ბორბლებიანად იწევა. თუ ბორბლების შემოწმება გვინდა, ავტომობილი ორივენაირად უნდა ავწიოთ. ერთი აწევის შემთხვევაში „პაჩებნიკისა“ და სხვა ასეთი დეტალების შემოწმება შეგვიძლია, ხოლო ბორბლებიანად აწევის შემთხვევაში – სავალი ნაწილის. თუ ასეთი ამწე არ არის, ავტომობილი ხელოსანმა ორმოზე („იამაზე“) მაინც უნდა გასინჯოს.


скачать dle 11.3