კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოიხსნათ „პახმელიის“ მტანჯველი სინდრომი, რას უმატებს ადამიანს „მაბულის“ დაგემოვნება, როგორ ავიმაღლოთ შრომის უნარი სიცხეში ტაილანდური „კურინატეთი“ და უნგრული „ბაშკარით“


დასასვენებლად წასული ადამიანი ცდილობს განიტვირთოს მთელი წლის დამღლელი ემოციებისგან, არაფერი მოიკლოს, გვარიანად დაისვენოს და აღიდგინოს ძალები. ამასთანავე, ჯანსაღი და გემრიელი საჭმელიც მიირთვას და ცოტა ალკოჰოლური სასმლითაც გაინებივროს თავი. თუმცა, რომ იტყვიან, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და... მეორე დილით იწყება თავის ტკივილი, „პახმელიის“ უსიამოვნო შეგრძნებები და წინა დღით დაშვებულ შეცდომებზე სინანული. ასე რომ არ დაგემართოთ და არ ინანოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სომელიე თეიმურაზ ბენიძის რჩევები – სწორად შეარჩიოთ შვებულების პერიოდში საჭმელი, მასთან მისაყოლებელი ალკოჰოლი და თუ შემთხვევით გადააჭარბეთ, „პახმელიიდან“ გამოსასვლელი ნაცადი მეთოდებით დაიძვრინოთ თავი.



თეიმურაზ ბენიძე: როცა ადამიანი მთელი წელი ელოდები დასვენების სეზონს, იღებ შვებულებას და თავს უფლებას აძლევ გვარიანად და გემრიელად გაატარო ეს დრო, მაშინ ცოტა ალკოჰოლიანი სასმლის დალევაც დასაშვები და გამართლებულია. ისე, ხომ იცით, ქართველები ვართ და ჩვენთვის ცოტა, „ჩარჩო“ და ზომა არ არსებობს – თუ ვჭამთ, უნდა ვჭამოთ გემრიელად და თუ სმას ვიწყებთ, მაშინ ბოლომდეც უნდა გავუძლოთ (იცინის). მოკლედ, ამას რა შედეგებიც მოჰყვება, ალბათ, ბევრისთვისაა ცნობილი. ამიტომ, მინდა, ისეთი წესები გასწავლოთ და რჩევები მოგცეთ, რომელიც „პახმელიის“ უსიამოვნო შედეგებისგან გიხსნით და ხალისიან განწყობასაც დაგიბრუნებთ. თუ გინდათ, სასმელი კარგად შეირგოთ, ერთმანეთში არ აურიოთ სხვადასხვა და მხოლოდ ერთი სახის მიირთვით. აუცილებლად, ყოველი ულუფა სასმლის დალევის შემდეგ მიაყოლეთ პური, კარტოფილი, მჟავე კომბოსტო, რადგან ალკოჰოლის მოქმედებას ანეიტრალებს. მოდაში შემოვიდა მაგარი სასმელების გაზავება ლიმონათით, „კოკა-კოლას“ ტიპის სასმელებით, ტონიკებით. დაიმახსოვრეთ, რომ ნახშირმჟავა აირის მიღება ხელს უწყობს ალკოჰოლის სწრაფ შეწოვას და აჩქარებს სიმთვრალეს. სუფრიდან ადგომის შემდეგ, სასურველია, დალიოთ ფინჯანი მაგარი ჩაი პიტნით ან ყავა ლიმონით. გამოსაფხიზლებლად კი კარგია, ერთ ჭიქა ცივ წყალში გააზავოთ 20 წვეთი პიტნის ნაყენი და მიირთვათ. თუ გულის რევის შეგრძნება გაქვთ, მაშინ დალიეთ ფინჯანი ცხელი ყავა მარილით. თუ მთვრალ ადამიანს გული მისდის, რეკომენდებულია სწრაფი მოძრაობით დაუზილოთ ყურები. ამით სისხლის მიმოქცევას შეუწყობთ ხელს და ის მალევე მოვა გონს. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების დროს, ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, რაც ნაბახუსევს იწვევს. „პახმელიის“ სინდრომი რომ მოიხსნათ, გეტყვით იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ამიტომ, ერთი რეცეპტი, რომელიც ითვალისწინებს, რა საშუალებები გამოიყენოთ „პახმელიის“ დასაძლევად, არ არსებობს. ყველაზე საშინელი „პახმელია“ კი დიდი რაოდენობით პორტვეინის, ბრენდის, ლიქიორის, რომის და ბურბონ-ვისკის დალევას მოჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასმელებს წყლით, წვენებით ან ყინულით აზავებენ, ისინი მათში შემავალი ალკოჰოლის რაოდენობას არ ცვლიან. დილით, ნაბახუსევზე, გაახელთ თუ არა თვალს, უნდა დალიოთ წყალი, რომ წინა დღით დაკარგული სითხის რაოდენობა აინაზღაუროთ. კარგია ასევე, თუ მიირთმევთ ბანანს, წყალში ხსნად C ვიტამის, სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ. „პახმელიაზე“ არ გირჩევთ დილით, უზმოზე ყავის, ალკოჰოლის, ლუდის მიღებას, რადგან დაგიფრთხობთ ძილს და არც „პახმელიას“ მოგიხსნით. ამას არ ჯობია, მამაპაპური კიტრის მწნილით გამოიკეთოთ მჟავე გუნება? (იცინის). ან ხაში, მჟაუნას სუპი, ცხელი ბულიონი, თათარიახლი მიირთვათ, დალიოთ ცივი კომპოტები და წვენები? მაგალითად, „პახმელიაზე“ კარგია ვაშლისა და ბროწეულის წვენები. თუ მძიმე ნაბახუსევი გაქვთ, მაშინ გახსენით ნახევარ ლიტრ ცხელ ჩაიში ათი სუფრის კოვზი თაფლი, ერთი ლიმონი ჩააწურეთ და დალიეთ. ასე, თვალშიც გამოიხედავთ და აზრზეც მოხვალთ.

– მოდით ახლა, ისეთი გამაგრილებელი დესერტის რეცეპტიც გაგვანდეთ, რომელიც არ გვათრობს, „რედ ბულით“ მზადდება და ტონუსში მალევე მოგვიყვანს.

– კი ბატონო, გეტყვით, ასეთია ატმის ჟელე „რედ ბულით“, რომელსაც „მაბული“ ჰქვია. მისთვის დაგჭირდებათ: ექვსი ცალი ატამი, ხუთასი მილილიტრი ვაშლის წვენი, ორი ცალი დარიჩინი, ოცი გრამი ჟელატინი, ას ორმოცდაათი გრამი შაქარი, ერთი პაკეტი ვანილი, და ნახევარი ქილა „რედ ბული“. ამ უგემრიელესი ატმის ჟელეს შეგიძლიათ მიაყოლოთ ათქვეფილი ნაღებიც. ატმები კარგად გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ჩაყარეთ ქვაბში. დაამატეთ შაქარი, ვაშლის წვენი, დადგით ნელ ცეცხლზე და გააჩერეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და მიღებული მასა დაჭყლიტეთ ან ბლენდერით ათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი და დარიჩინი, შემდეგ ისევ შემოდგით ცეცხლზე და გააჩერეთ ორი-სამი წუთი. ამასობაში გახსენით ჟელატინი ცივ ვაშლის წვენში, გააჩერეთ ათი-თხუთმეტი წუთი, სანამ არ გაფუვდება. ამის შემდეგ ჟელატინი ჩაასხით ცხელ ატმის მასაში, დაუმატეთ „რედ ბული“ და კარგად ამოურიეთ. ჟელე ჩაასხით ლამაზ ჭიქებში და გააცივეთ მაცივარში, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში. კარგად რომ გაცივდება და გამაგრდება, გამოიღეთ და მიირთვით ნაღებთან ერთად. ეს უგემრიელესი, ტონუსის მომმატებელი და ენერგიის მომცემი დესერტია, რომელიც ცხელ სეზონზე, ნამდვილად კარგად წაადგება სიცხით დაუძლურებულ ორგანიზმს.

– ამ სეზონზე, რომელი უცხოური კერძის დაგემოვნებას გვირჩევთ, რომ თავი ეგზოტიკურ მხარეში ვიგრძნოთ და დროებით მოვწყდეთ რეალობას?

– ამისთვის, მე გირჩევთ, მოამზადოთ და დააგემოვნოთ შემწვარი ქათმის ფილე რეჰანითა და წიწაკით – ტაილანდური რეცეპტია, რომლის სახელწოდებაა „კურინატე“. აიღეთ სამი ცალი მწარე წითელი წიწაკა, ორმოცდაათი გრამი მცენარეული ზეთი, ხუთი გრამი შაქარი, თხუთმეტი მილიგრამი სოიას სოუსი, ოთხი კბილი ნიორი, ხუთასი გრამი ქათმის ფილე, ერთი კონა რეჰანი. მოკლედ, დაჭერით წითელი მწარე წიწაკა წვრილად, ნიორი დაჭერით წვრილად, თხელ ნაჭრებად. აიღეთ დიდი ზომის ტაფა, დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ, დაყარეთ ზედ დაჭრილი ნიორი და წიწაკა და მოშუშეთ, დაახლოებით, ორი-სამი წუთის განმავლობაში, ნივრის გაყვითლებამდე. ამასობაში, ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ტაფაში და შეწვით. დაამატეთ სოიას სოუსი და შაქარი. კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ კიდევ სამი-ოთხი წუთის განმავლობაში, სანამ ხორცი არ იქნება მზად. რეჰანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით, ჩაამატეთ ტაფაში შემწვარ ქათმის ფილეს და ტაილანდური „კურინატეც“ მზად არის. აქვე გეტყვით, რომ ამ ტაილანდურ კერძს ძალიან უხდება ჩვენი, ეროვნული და ნატურალური, ძველი მამაპაპური ტექნოლოგიით დაწურულ-დავარგებული წითელი ღვინო.

– თუ არსებობს ისეთი კერძის რეცეპტი, რომლითაც შეგვიძლია, დაქვეითებული იმუნიტეტი გავიძლიეროთ და შრომის უნარი ავიმაღლოთ?

– იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ჰემოგლობინის ასამაღლებლად ძალიან კარგი და სასარგებლო საჭმელია ძროხის ღვიძლის სალათა ჭარხლით. თან, ეს კერძი, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, შრომისუნარიანობასაც ამაღლებს და განწყობასაც. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 300 გრამი მოხარშული ძროხის ღვიძლი, 1 ცალი დიდი თავი მოხარშული ჭარხალი – დაახლოებით, 300 გრამი. ასევე, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი მაიონეზი და მარილი გემოვნებით. ეს მარგებელი კერძი ასე მარტივად უნდა მოამზადოთ: ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად, კარგად შეწვით ზეთში და გააცივეთ. მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ნიორი კარგად დაჭყლიტეთ და შეურიეთ მაიონეზს. გემოვნებით დაამატეთ მარილი. ღვიძლი, ჭარხალი და ნივრიანი მაიონეზი კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ზემოდან დააწყვეთ შემწვარი, რგოლებად დაჭრილი ხახვი. მოკლედ, მიირთვით ეს სალათა და მოხვალთ ჯანზე (იცინის). ასევე, უგემრიელესი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძია ცხელი სალათა – უნგრული რეცეპტით მომზადებული, „ბაშკარი“. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 100 გრამი შებოლილი ქათმის მკერდის ნაჭერი, 2 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი, 200 გრამი ახალი კომბოსტო, ოხრახუში 1-2 კონა. სოუსისთვის: 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი ძმარი, 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 2 ჩაის კოვზი გახეხილი პირშუშხა. უნგრული ცხელი სალათა ასე უნდა მოამზადოთ: კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ კანიანად, შემდეგ კი, სანამ გაცივდება დაჭერით პატარა კუბიკებად. კომბოსტო წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. ხარშეთ, დაახლოებით, 2 წუთი. გადმოიღეთ და დააწყვეთ კარტოფილთან ერთად. ხორცი დაჭერით თხელ, გრძელ ნაჭრებად, შეწვით უცხიმოდ ჰაერღუმელში, სანამ კარგად არ დაიბრაწება. ხორცი რომ დარბილდება, გამოიღეთ ჰაერღუმელიდან და შეურიეთ კარტოფილსა და კომბოსტოს. სალათას მოასხით სოუსი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

– სოუსი როგორ მოვამზადოთ ამ სალათისთვის?

– ამ ცხელი სალათისთვის სოუსი ასე უნდა მოამზადოთ: ძმარში გახსენით მარილი, შეურიეთ კვერცხის გული, ნელ-ნელა ჩაასხით ზეთი და თან თქვიფეთ. თანდათან დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პირშუშხა. პროდუქტების მომზადებისას, სალათა რომ არ გაცივდეს, შემდეგი წესები უნდა დაიცვათ: 1. კარტოფილი დადგით მოსახარშად; 2. კარტოფილის ხარშვის პროცესში დაჭერით ხორცი და მოამზადეთ კომბოსტო, ასევე დაჭერით პირშუშხა და მოამზადეთ სოუსი; 3. კარტოფილის მოხარშვის შემდეგ, მოხარშეთ კომბოსტო და შეწვით ქათმის ხორცი; 4. კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭერით, სანამ კომბოსტო იხარშება და ხორცი იწვება. ეს ყველაფერი ორ წუთში უნდა მოასწროთ. ამის გაკეთება ნამდვილ დიასახლისს, ვფიქრობ არ უნდა გაუჭირდეს. მოკლედ, ყველაფერი სწრაფად აურიეთ ერთმანეთში და ცხლად მიიტანეთ მაგიდასთან.

– უნგრულად მომზადებულ ცხელ სალათ „ბაშკარს“ რომელი ტიპის ალკოჰოლური სასმელი მივაყოლოთ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სალათას არც ერთი ტიპის სასმლის მიყოლება არ უხდება. ის უნდა დააგემოვნოთ და უბრალოდ, მისი დელიკატური გემოთი ისიამოვნოთ.


скачать dle 11.3