კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რაში არ უშლის ხელს ცოლს ხვიჩა მაღლაკელიძე და რისი შიში აქვს მას



ხვიჩა მაღლაკელიძე: èჩვენს ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემები თანაბრად გვაქვს გადანაწილებული და ხანდახან ჩავფიქრებულვართ კიდეც, მე და ჩემი ცოლი, რომელი უფრო მაგარი „ტიპი“ ვართ ოჯახში. როგორ არის, იცი? – ბოლოს მივხვდი, რომ მე ვარ შემომტანი და ის გამნაწილებელი.

– ტექნიკურ პრობლემებს როცა ეხება საქმე, მაშინ ვინ მარჯვობს?

– ანუ, როცა რამე ფუჭდება? ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა. მე ვეძებ მიზეზს, რომ რამე საქმე გამოვიძებნო და სახლიდან გავვარდე. არ ვარ ხელმარჯვე. არ შემიძლია და რა ვქნა. მე მეხერხება გიტარაზე დაკვრა.

– ეგ ვიცით, კიდევ?

– კიდევ, ლურსმანს ისე მარჯვედ აჭედებს ჩემი მეუღლე, ხელი როგორ შევუშალო. თან, არც მიყვარს, საშინლად. ელექტროობის კი შიში მაქვს, ნამეტანი. ხომ არის სხვადასხვა ფობიები, მე ამის ფობია მაქვს. სამაგიეროდ, სამზარეულოში არ ვუშვებ ცოლს. მე ვამზადებ კერძებს მუშებისთვის. ძალიან კარგადაც გამომდის ეს საქმე. მიყვარს სამზარეულოში ტრიალი (იცინის), ხმელი სუნელი სჯობია, თუ ნედლი... წინსაფარიც მაქვს აფარებული და ამ წუთშიც ჩემი გამომცხვარი ხაჭაპურის მირთმევას ვაპირებდით.

– არ მჯერა. სამზარეულოში ტრიალი და მითითებების მიცემა გეყვარებათ?

– არა, გენაცვალე. არა. მე ვამზადებ-მეთქი. ხომ ვთქვი უკვე. თუ გნებავთ, მოვამზადებ კერძს და დაგპატიჟებთ. შემამოწმეთ. ახლა გასწავლით ერთ ექსკლუზიურ, მაგრამ არა საზაფხულო კერძის მომზადებას. ხორციანი, „ჩაზუზუნებული“ კერძები მიყვარს. ავიღოთ საქონლის რბილი ხორცი. გაყინული არაპრესტიჟულია, მაგრამ ეს ცოტა მაინც უნდა „შევყინოთ“, რომ მერე ადვილად დავჭრათ. ანუ, დაჭრით თხლად. შინაურულად და გლეხურად თითს ჩააწობთ მარილსა და შავ პილპილში, მერე გადავუსვამთ ხორცს, თითო კბილი ნიორი ჩავუდოთ ხორცის ნაჭრებს შუაში და გადავახვიოთ. ასეთი დავამზადოთ რამდენიმე, რამდენის საშუალებასაც ჯიბე, ხორცი და ძროხა მოგვცემს. ქვაბში გავადნოთ კარაქი და ჩავამატოთ ყვითელი ყვავილი, ფერს რომ მიიღებს ყვითელს, ჩავაწყობთ შიგნით ხორცს, ზემოდან კი დავაწყობთ დაჭრილ, კანგაცლილ პომიდორს, წითელ წიწაკას მოვაყრით. ისევ დავაწყოთ ხორცი და დავალაგოთ ზემოდან წვრილად დაჭრილი პომიდორი. მერე – ხახვი. ბოლოს დავასხათ ერთი ჭიქა ბულიონი, ან წყალი. დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე და ვათუხთუხოთ სამი საათი. „ნა ხუდოი კონეც“ ბულიონის კუბიკიც შეიძლება. ოღონდ მაშინ მარილი ძალიან ცოტა უნდა. ვისაც ეგზოტიკური „გემოებისკენ“ აქვს მიდრეკილება, შეუძლია, სოკოსა და ხორცის ბულიონი ერთად გამოიყენოს. შეგიძლიათ, მიირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.

– კულინარიაში ყოფილხართ დაოსტატებული.

– კი, ბატონო. არა უშავს, ხომ ჩაქუჩს რომ ხელში არ ვიჭერ (იცინის)?!

– „ცხელ ხაზზე“ დაგირეკავთ?

– როგორ არა. მეთექვსმეტე სართულზე წყალი რომ არ გექნება, როგორ არ დარეკავ. იყო პერიოდი, ტუალეტში ჯერ „დიდზე“ გავდიოდით, მერე „პატარაზე“ ჩასარეცხი წყალი რომ გვიჭირდა (იცინის). ახლა გვაქვს წყალი გრაფიკით, სახლში „გრაფინკით“ და ვართ ასე. ამას წინათ პატრულში დავრეკე, მაგრამ ისეთი დაკავებული იყო ტელეფონი, ვერაფრით დავუკავშირდი. ჩემს მანქანას „შარავოი“ გამოუვარდა ყუმბარა მოსძვრა და გავჩერდი პირდაპირ პოლიციის სამმართველოს წინ, დიღომში. ღამე იყო, სახლში მოვდიოდი. კიდევ კარგი, ჩქარა რომ არ მოვდიოდი და არ ამოვყირავდი. ჯერ „სითი პარკში“ ვრეკავდი, ვიღაცის ამაშენებელი რომ არის და ჩვენი დამაქცევარი. ევაკუატორი მჭირდებოდა, მაგრამ მაგენი დღე გვისუფთავებენ ჯიბეებს, თორემ საღამოს ისვენებენ. იმიტომ დავრეკე პატრულში, მაგრამ... მეზობელსაც კი ვთხოვე, გოგო, ადი გზაზე და დააშავე რამე, ეგება დაგიჭიროს პატრულმა და მოიყვანე ჩემამდე-მეთქი. გაგიგონია? ერთმა პატრულმა არ გამოიარა წამლად. ბოლოს გამოვიდა პოლიციის სამმართველოდან დაცვის ბიჭი და მეუბნება, არ შეიძლება აქ მანქანის გაჩერებაო. მოდი და გააგორე მაშინ, ვერ ვძრავ ადგილიდან-მეთქი. მოიცა, ჯარს გამოვიყვანო. ვიფიქრე, დამცინის-მეთქი, მაგრამ რას ვხედავ, გამოცვივდა ეზოდან ოცი კარგი, ჯიჯგვივით ბიჭი, დაეტაკნენ ამ ჩემს მანქანას, აიტაცეს ხელში და გადადგეს ციმციმ.

– რა ჭკვიანი მანქანა ყოფილა, პირდაპირ პოლიციის სამმართველოს წინ რომ გაჩერდა.

– აბა! ვიღაცამ გამოიარა, გურული იყო და მკითხა, რით დაგეხმარო ძამაო. რა ვიცი, ყუმბარა მოძვრა-მეთქი. მერე რეიზა ვერ ისროლე შიგნითო?! (იცინის) გიტარა გაუტყდა მანქანას, ეს იყო ყველაზე კომიკური.

– ვინ დადის საყიდლებზე?

– პროდუქტის საყიდლად დავდივარ მე, საოჯახო ნივთებისა და ტანსაცმლისთვის კი ჩემი მეუღლე. მე შეიძლება, ისეთი რამე ვიყიდო, რომ დამეფშვნას თავზე (იცინის). სიმართლე რომ გითხრა, მეზარება საყიდლებზე სიარული და პატარა ბავშვივით მყიდულობს და მაცმევს ჩემი მეუღლე.

– მფლანგველი ხართ?

– კი, ძალიან. ფული მომეცი და რა უნდა იმის გაფლანგვას. პირველივე რესტორანში შევალ და გემრიელად მივირთმევ კერძებს. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ ოჯახი ძალიან არ უნდა დავაზარალო. კიდევ გიტარის სიმების ყიდვა მიყვარს ძალიან. არადა, ძვირი ღირს.

– მეუღლე როგორ უყურებს თქვენს მფლანგველობას?

– რა ქნას?! მას ასეთი „ჭია“ ჰყავსო და უძლებს.

– „პახმელიას“ როგორ ებრძვით?

– სამი ტაბლეტი ასპირინით. ვსვამ, რომ თავის ტკივილი გავიჩერო. ისე, არ ვსვამ ბევრს.

– თქვენი „ცოლები“ როგორ შეეწყვნენ ერთმანეთს. გაიცვნეს ერთმანეთი?

– კი, გაიცვნეს და ძალიან გაგებით შეხვდნენ ამ ყველაფერს. ჩაეხუტნენ კიდეც უკვე და საერთოდ, წესიერი სერიალია და იმიტომ არ ვთქვი უარი. არ იქნება „ბოზობა და ჩათლახობა“.


скачать dle 11.3