კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა თანხა გადაუხადეს ჟოზე მაურინიოს ცოლის მოყვანის სანაცვლოდ



არმაზ ხარძიანი



მადრიდის „რეალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო ბოლო რამდენიმე წელია, მოქმედ მწვრთნელთა შორის ყველაზე პოპულარული და გამორჩეულია. იგი ტყუილად არ ამბობს, მე ჩვეულებრივი კი არა, განსაკუთრებული ვარ და ასე მომიხსენიეთო. რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ იგი ასეთი ქედმაღლობისთვის, სიმართლე ერთია – მაურინიო მართლა გამორჩეულია და მას განსაკუთრებული წარსულიც აქვს, წარსული, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ ვერ დამალა.

ისტორიკოსებს არაერთხელ დაუწერიათ – რომ არა ცოლი, ესა თუ ის ცნობილი ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევდაო და ამბობენ, რომ მაურინიოც მათ რიცხვს განეკუთვნება. არადა, მწვრთნელს ცოლი – მატილდა კოუტინიო, ბაბუამ შეურჩია.

მაურინიოს ბაბუა ცალკე საუბრის თემაა და მის ხსენებას ჟოზე ყოველთვის წყობიდან გამოჰყავს. ზე მარია ლედუ ნამდვილი ოლიგარქი იყო, თევზსაჭერ გემებსა და საკონსერვო ქარხნებს ფლობდა და ამასთან ერთად, დიქტატორ სალასარის უახლოესი მეგობარი გახლდათ. სწორედ მას მოუვიდა აზრად, რომ უფროსი შვილიშვილი ჟოზე და მისი ერთ-ერთი მეგობრის, სუპერმარკეტების ქსელის მეპატრონის შვილიშვილი – მატილდა დაექორწინებინა. ბაბუა ოცნებობდა, რომ ჟოზე პორტუგალიის ყველაზე მდიდარი კაცი ყოფილიყო და მაშინ, როცა ის რვა წლის იყო, მატილდა კი – ექვსის, ბაბუებმა ისინი დანიშნეს. მოდით, მაურინიოს ბაბუა ცოტა ახლოს გავიცნოთ.

იგი სეტუბალში ცხოვრობდა და როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი იყო. დიქტატორ სალასართან მეგობრობა კი იმის უფლებას აძლევდა, რაც სურდა, ის ეკეთებინა. ისიც, ვინც არ მოეწონებოდა, ავიწროებდა, სჯიდა, დიქტატორის მოწინააღმდეგეებს კი უბრალოდ კლავდა. ერთადერთ სუსტ წერტილად მისი ფეხბურთისადმი სიყვარული მიიჩნეოდა. სწორედ ამ სიყვარულს აბრალებენ იმას, რომ მან უფროს ქალიშვილს, მარია ჯულიას ნება დართო კლუბ „ვიტორიას“ მეკარეს, ფელიქს მაურინიოს გაჰყოლოდა ცოლად. ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი ეყოლა, რომელსაც ჟოზე ზე მარია ფელიქს სანტუშ ლედუ მაურინიო დაარქვეს. პირველი ათი წლის განმავლობაში პატარა ჟოზე ნამდვილი უფლისწული იყო. იგი კერძო სკოლაში მხოლოდ ბრონირებული ლიმუზინით დადიოდა, კვირაში ერთხელ ფლორიდის დისნეი-ლენდში ბაბუის საკუთარი თვითმფრინავით დაჰყავდათ გასართობად და... გამორიცხული იყო, ბაბუას საყვარელი შვილიშვილისთვის რომელიმე მატჩი გამოეტოვებინებინა. უკვე ოთხი წლის ასაკიდან პატარა ჟოზე ყველა საფეხბურთო მატჩს, რომელიც სეტუბალსა და მის ახლო-მახლო ქალაქებში იმართებოდა, ცოცხლად ნახულობდა, მაგრამ...

ბაბუას, აშკარად გაუმართლა და ფაშისტური რეჟიმის კრახამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. 1974 წელს პორტუგალიაში მომხდარი ეგრეთ წოდებული „მიხაკების რევოლუციის“ შემდეგ ხალხმა ოლიგარქის ქონება გააცამტვერა, მისმა მომხრეებმა კი სასწრაფო წესით ქვეყანა დატოვეს. ერთადერთი უახლოესი ნათესავი, ვინც ჩათვალა, რომ არ უნდა გაქცეულიყო, ოლიგარქის სიძე, ჟოზეს მამა, ფელიქს მაურინიო იყო. თუმცა, მან შვილის გრძელი სახელიდან ზე მარია ლედუ მაინც ამოიღო. ფელიქსმა „ბელენენსეშის“ მეკარეთა გაწვრთნა დაიწყო, რაშიც თვეში ათას დოლარამდე უხდიდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პატარა ჟოზე მაურინიოს, სხვა ბავშვების დარად, ჩვეულებრივ სკოლაში მოუწია წასვლა.

რაც შეეხება ჟოზეს მომავალ მეუღლე მატილდას, მასაც ზუსტად ისეთივე უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა, როგორც მის მომავალ მეუღლეს. მისი ბაბუა – კლაუდიო კოუტინიო პორტუგალიაში სუპერმარკეტების ქსელს ფლობდა, ანგოლაში კი – სანავთობო კომპანიას. ოჯახი ანგოლაში ცხოვრობდა, მაგრამ სამოქალაქო ომის შემდეგ, ბაბუამ იქ ყველაფერი დაკარგა და პორტუგალიაში დაბრუნდა, თუმცა მათი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა. სუპერმარკეტების ქსელს დიდი შემოსავალი მოჰქონდა და მატილდას ისევ პრინცესასავით ზრდიდნენ. სეუ კლაუდიომ თავისი მეგობრის ოჯახიც არ დაივიწყა და ხელი მათაც გაუმართა. ჟოზეს მამამ გუნდში მეორე მწვრთნელის თანამდებობა მიიღო და სწორედ მაშინ გაიცნეს 14 წლის მაურინიომ და 12 წლის მატილდამ ხელახლა ერთმანეთი. ბავშვები დამეგობრდნენ და ნიჭით აშკარად გამორჩეული ჟოზე ტამის (მაშინ უკვე ასე ეძახდნენ მატილდას და დღემდე ასე მოიხსენიებენ) უცხო ენების სწავლაში ეხმარებოდა, სამაგიეროდ, ტამი უფლებას აძლევდა მაურინიოს მის დიდ ტელევიზორში ფეხბურთისთვის ეყურებინა. იყო ერთი ნიშანდობლივი ფაქტიც – მატილდა სილამაზით არ გამოირჩეოდა, ჟოზე კი ძალიან მომხიბვლელი იყო და გოგონების შემოტევას ვერ აუდიოდა. უფრო მეტიც, ტამი თავად ცდილობდა მეგობრისთვის სკოლის საუკეთესო გოგონები შეერჩია. ცუდი მხოლოდ ის იყო, რომ პაემანს მაურინიო ყოველთვის სტადიონთან ახლოს ნიშნავდა და გოგონებს რომანტიკაზე კი არ ესაუბრებოდა, სტადიონის აშენების ისტორიას უყვებოდა, მერე კლუბზე გადადიოდა და ამ ყველაფერს ტაქტიკა-სტრატეგიის განხილვით ამთავრებდა. ამიტომ, ჟოზეს მეორე პაემნისთვის ახალი გოგონა სჭირდებოდა. სწორედ აქ სჭირდებოდა ტამის ხელი...

მალე ჟოზე ედინბურგში გაემგზავრა მწვრთნელის კურსების გასავლელად. დრომ მათ მეგობრობას ვერაფერი დააკლო. ისინი მუდმივად წერდნენ ერთმანეთს და თუ მაურინიო ყვებოდა, როგორ აბამდა ქალებს, ტამის მოსაყოლი არაფერი ჰქონდა – იგი აშკარად არ იყო სილამაზით გამორჩეული. დადგა ისტორიული მომენტიც – მაურინიო 25 წლის გახდა და დაბადების დღეზე რამდენიმე მეგობარი და მათ შორის ტამიც დაპატიჟა. სწორედ ამ დაბადების დღეზე გამოცხადდა ოჯახის ადვოკატი, რომელმაც ბაბუის ანდერძი გახსნა.

„ჟოზე, ეს შენი 25-ე დაბადების დღეა. არ ვიცი, გაქვს თუ არა ფული, მაგრამ თუ ცოლი არ გყავს, მაშინ უნდა მოიყვანო და ერთ წელიწადში უნდა დაქორწინდე. იმ შემთხვევაში, თუ შენი რჩეული მატილდა კოუტინიო გახდება, მილიონ დოლარს მიიღებ, თუ არა და ეს თანხა დაიკარგება“, – ასე ეწერა ანდერძში და ადვოკატმაც დაადასტურა, რომ მაურინიოს შვეიცარიაში გაყინულ ანგარიშზე მილიონი მართლაც ელოდა. თუმცა, ამისთვის ტამისთან ქორწინების მოწმობა იყო საჭირო და დადგა უმძიმესი არჩევნის დრო – ან მახინჯი ტამი და მილიონი, ან თავისუფლება და უფულობა. მაურინიომ ორ თვეში იქორწინა.

პირველი შვილი წყვილს სამი წლის შემდეგ ეყოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მაურინიო უარს ამბობდა სხვა ქალებზე. ის ცნობილი მექალთანე იყო და არ არსებობდა ქალი, რომელიც მოეწონებოდა და ხელიდან გაუშვებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟოზე ძალიან ცნობილი გახდა, ტამიმ ხმა აღიმაღლა და ქმარს ლაგამი ამოსდო. თუმცა, ამბობენ, ჟოზე მაინც ახერხებს გაძრომას და თან ისე, რომ ამას ჟურნალისტებიც ვერ იგებენო. ეს გასაკვირი არც არის – ის ხომ განსაკუთრებულია.


скачать dle 11.3