კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხედველობის გასაუმჯობესებელი დიეტა



მხედველობის გასაუმჯობესებელი დიეტის რეცეპტი ძალიან მარტივია: გსურთ, დაინახოთ ცხოვრების ყველა წვრილმანი? მაშინ, დაიცავით ელემენტარული წესი – სწორი რეჟიმი, პლუს სასარგებლო ნივთიერებების შემცველი პროდუქტების ბალანსირებული დიეტა.

გონივრულად შერჩეულ დიეტურ საკვებს თვალებისთვის შეუძლია, შეაჩეროს თვალის ზოგიერთი დაავადება საწყის ეტაპზე. ასეთ სპეცმენიუს კიდევ ერთი დიდი პლუსი აქვს: ის სასარგებლოა არა მხოლოდ მხედველობისთვის, არამედ, მთელი ორგანიზმისთვისაც.

ახლა მოგაწვდით იმ ვიტამინებისა და ნივთიერებების ჩამონათვალს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი მხედველობის გაუმჯობესებას, ისე ორგანიზმის გაჯანსაღებას და, რა თქმა უნდა, წონაში დაკლებასაც:

ვიტამინი A, ბეტა-კაროტინი აღადგენს თვალის დარღვეულ ფუნქციებს. ორგანიზმის მიერ ადვილად შეიწოვება მხოლოდ ცხიმებთან ერთად. A ვიტამინს ჭარბად შეიცავს საქონლის ღვიძლი, ბეტა-კაროტინს კი – წითელი ან ნარინჯისფერი ყველა კენკროვანი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, პომიდორი, ქაცვი და ასე შემდეგ.

B ვიტამინის ყველა ჯგუფი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აღკვეთს თვალის ბადურის ნაადრევ დაბერებას. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები, უცხიმო ხორცი, თევზი, პარკოსნები, თალგამი, ნიგოზი, თხილი, ცეხვილი პური, ჭარხალი და მარცვლოვანი კულტურები.

C ვიტამინი ქმნის „ანტიმჟავურ“ გარემოს და ამცირებს თვალის შიდა წნევას, რითაც ამცირებს გლაუკომის წარმოქმნის რისკს. გარდა ამისა, ვიტამინი C ამაგრებს თვალის ფსკერის სისხლძარღვთა კედლებს, რითაც იცავს ბადურას სისხლჩაქცევებისგან.

C ვიტამინს შეიცავს: ციტრუსები, ალუჩა, მოცვი, გარგარი, ვაშლი, კენკროვანი ხილი, კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი და სხვა.

ჩამოთვლილი პროდუქტებით მოამზადეთ მსუბუქი კერძები და სალათები. შეადგინეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი (4-5-ჯერადი კვებით) და დაიწყეთ დიეტა, რომელიც, შეგიძლიათ, მთელი თვის განმავლობაში დაიცვათ. მისი მენიუ ვიტამინებით მდიდარი და მრავალფეროვანია და ორგანიზმი არ გამოიფიტება. თანაც, ახლა ზაფხულია და გაცილებით ადვილია ნებისმიერი დიეტის დაცვა. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ ძველი ჭეშმარიტება: კვებასა და კვებას შორის შუალედი უნდა იყოს დაახლოებით, 3 საათი; თითოეული ჯერის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 გრამს; თავი შეიკავეთ საკვებისგან 18-19 საათის შემდეგ და დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრამდე სითხე (ჩვეულებრივი სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური წყალი, ახალგამოწურული ხილის ან ბოსტნეულის წვენი, პიტნის ან გვირილის ცივი ან ცხელი ჩაი).


скачать dle 11.3