კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა დააყოლოთ კარტოფილს რძე და რა კავშირი აქვს არასწორ კვებას რევმატიზმთან


სწორი კვება გულისხმობს პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებასაც. ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება პურეული და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ. მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.

პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად მირთმევა.

ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია, ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ საკვებს დასჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.

არ შეიძლება პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული მიირთვათ ვაშლის, ჭერმის, მარწყვის ან სხვა ხილის ღვეზელი.

რაც შეეხება ნესვს, მისი შეთავსება არ შეიძლება არც ერთ საკვებთან. ამიტომ, ის ცალკე უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან ერთად სხვა ხილისა და ტკბილეულის მიღებას.

მაწონი, რძე, იოგურტი, ნაღები, ნესვის მსგავსად, ასევე ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.

რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულ და სხვა პროტეინშემცველ პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.

გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ მცენარეულ ცხიმს. ასეთი სახის ცხიმი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უშლიან ქოლესტერინის წარმოქმნას და კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე პროტეინშემცველ ნებისმიერ პროდუქტს.


скачать dle 11.3