კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როდის უნდა ხდებოდეს ბავშვის მიერ მარხვის შენახვა მოძღვრისა და მშობლების კონტროლის ქვეშ და რა არ მოეთხოვება ბავშვს 8 წლამდე


ვინც დღეს ეკლესიაში დადის, ხშირად ნახავს, როგორ აზიარებენ მშობლები შვილებს უფლის სისხლსა და ხორცს. თუმცა, ასეთ დროს ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო: რა ასაკიდან უნდა შეინახონ ბავშვებმა მარხვა, როდის უნდა თქვან აღსარება, როგორ უნდა მოემზადონ ისინი ზიარებისთვის. ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი საბა (ბიგაშვილი).



– მარხვა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უფალმა დაგვიდო მცნებად და, რაც მთავარია, ადამიანი მარხვით განიწმიდება ცოდვებისგან. მარხვა არის იარაღი, რომელსაც ცოდვებთან, ვნებებთან საბრძოლველად ვიყენებთ. როგორც სულიერი მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერი წვრთნაა ადამიანისთვის, რათა მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები. ადამიანისთვის აუცილებელია, დაიცვას ზნეობრივი წესები, ათი მცნება, რჯული, მარხვა, აკეთოს სათნო საქმეები და ეს აუცილებლად მიიყვანს მას უფალთან. თუმცა, მთავარი ქვაკუთხედი ქრისტიანისთვის არის სიყვარული და მარხვაც სიყვარულითა და სინანულით უნდა იყოს აღსრულებული. ადამიანი, შეიძლება, მარხულობდეს, უარს ამბობდეს სხვადასხვა კერძზე, მაგრამ მისი სულიერება ამ ყველაფრისგან შორს იყოს: უყუროს ისეთ სანახაობებს, რომელთა ყურება არ შეიძლება, იაროს გასართობ საღამოებზე, ჩაიძიროს თავის ფიქრებში, ბოროტ, ბილწ გულისთქმაში... როდესაც ადამიანი ინახავს მარხვას, ის ამით ნებისყოფას გამოიმუშავებს და რაღაცაზე უარის თქმას სწავლობს. მართალია, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რაც გულით უნდა, რაზეც მიჯაჭვული იყო, მაგრამ ეს მისთვის სულიერი ვარჯიშია, ამ დროს ის იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და ეს მას ყველა სურვილზე, გრძნობებსა და მიდრეკილებებზე მაღლა აყენებს. ის არა მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობს, გონების ძალებსაც ავლენს და ამით თოკავს საკუთარ თავს, უარს ამბობს გარკვეულ სიამოვნებებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანისთვის შეიქმნა მუცელი და არა ადამიანი შეიქმნა მუცლისთვის და ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ასეთ დროს ადამიანი ნელ-ნელა ხდება ქრისტიანი.

– მამაო, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა?

– ყველა წმიდა მამა, გამოცდილი მოძღვარი, წმიდანი და საეკლესიო პრაქტიკა ერთ რამეს გვასწავლის: ბავშვებთან მიმართებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ზიარება, იმის აღსრულება, რაც ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათთვის ამ ყველაფრის არმოთხოვნაც არ გვეპატიება, რადგან შემდეგში ამას თავად უფალი მოგვკითხავს. უფალი ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავს არ აბარებს – როდესაც გვყავს ოჯახი, შვილები, ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, შვილების, ოჯახის წევრების ქცევასა და, ცხოვრებაზეც ვაგებთ პასუხს და ჩვენი მხრიდან გულგრილობა არ იქნება სწორი. მათდამი უსიყვარულობა და გულგრილობაა, როდესაც ყრმობიდანვე არ ჩავუნერგავთ მათ უფლის შიშს, სიყვარულს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს არა ძალდატანებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე. ჩვენ თუ ვიქნებით სამაგალითო მშობლები, ბავშვები ამას დაინახავენ და შეითვისებენ. თუმცა, შეიძლება, ბავშვს მცირედი დოზით ვაიძულოთ, შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას, უფლის მცნებების აღსრულებას, ოღონდ, ზედმეტად არ უნდა მოვთხოვოთ ის, რისი აღსრულებაც არ შეუძლია და არ უნდა დავაბრკოლოთ, არ უნდა ავკიდოთ ის ტვირთი, რომელსაც ვერ ზიდავს, რადგან ამით, შეიძლება, მას ბავშვობიდან დავუკარგოთ უფლის შიში და სიყვარული, ანუ, ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ, ზომიერად, პირადი დაკვირვებით, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მშობლები აძალებენ. მის მოქმედებას სულიერი მდგომარეობა, იმის გაცნობიერება უნდა ახლდეს, თუ რატომ და რისთვის იქცევა ასე. თუ ჩვენ ბავშვს ძალას დავატანთ, ილოცოს და იმარხულოს, ის ამას ჩვენ გამო შეასრულებს, მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი ამას აღარ გააკეთებს, ან, გააკეთებს ზერელედ და ამით საკუთარ თავს ვნებს. როდესაც გაიზრდება და არჩევნის საშუალება ექნება, შეიძლება, მან ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს, რადგან მანამდე ყველაფერი ძალდატანებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამით მას უფლის მცნებების მიმართ, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ჩამოუყალიბდეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა, ამაზე კონკრეტული სწავლება კანონის სახით არ არსებობს. თუმცა, არსებობს წმიდა მამების სწავლება იმის შესახებ, თუ რამდენი წლიდან უნდა ჩააბაროს ბავშვმა აღსარება. 2-3-4, თუნდაც, 6 წლის ბავშვს მარხვის დაცვა არ ევალება. არსებობს წმიდა მამის, ტიმოთე ალექსანდრიელის 68 კანონი, სადაც წერია, რომ ბავშვს ეკლესიური ცხოვრება მოეთხოვება და ის უფლისგან განიკითხება სულიერი მოწიფულობის მიხედვით. ბავშვი თუ არის 8-10 წლის და ის მოწიფულია რელიგიურად და შემეცნების, აღქმის უნარი გააჩნია, შეუძლია, აღსარება ჩააბაროს. 2, 3, თუნდაც 5 წლის ბავშვმა როგორ უნდა გააცნობიეროს სინანულის საიდუმლო, რომლის გაცნობიერება ჩვენც კი გვიჭირს და ხშირად სწორად ვერ ვიგებთ მის სწორ არსს?! ამიტომ, როგორ უნდა მოვთხოვოთ 3-4 წლის ბავშვს აღსარების თქმა, რომელიც თავის მხრივ უმწიკვლო, უბიწოა, არ არის ცოდვით შესრულებული?! ეს იქნება მიუღებელი და ბავშვს ამ ყველაფრისადმი არასწორი მიდგომა ჩამოუყალიბდება. თუმცა, 8-10 წლიდან ბავშვი უნდა შეეჩვიოს აღსარების თქმას, მარხვის დაცვას, მაგრამ ეს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და, შესაბამისად, მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს. მან იმ შემთხვევაში უნდა იმარხულოს, თუ ეს მის ძალებს არ აღემატება, უნდა იმარხულოს, მაგრამ, არა ისე, როგორც მისი მშობლები მარხულობენ – შეიძლება, დიდმარხვაში მხოლოდ ოთხშაბათი-პარასკევი დაიცვას, ან, ის მძიმე დღეები, რომელიც უფლის ჯვარცმას, გაცემას უკავშირდება. მაგრამ, თუ მას აქვს სურვილი, ამ მიმართულებით უფრო მეტი გააკეთოს, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ კურთხევა, თუმცა, ეს მოძღვრისა და მშობლების მიერ მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ ბავშვს ზედმეტი არ მოუვიდეს და საკუთარ თავზე დიდი ტვირთი არ აიღოს.

– მამაო, აუცილებელია თუ არა ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების ხშირად ზიარება?

– იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვი აზიაროს, გარკვეული ასაკი არ არის საჭირო. მაგრამ, ბავშვები, მით უმეტეს ჩვილები, ახლად დაბადებულები, რაც უფრო ხშირად ეზიარებიან, უკეთესია. მშობელს შეუძლია, ყველა დღესასწაულზე, კვირას, ასევე სადაგ დღეებში მიიყვანოს ბავშვი და აზიაროს, ამაზე კარგი არაფერია. კვირა დღეს და დღესასწაულებზე ბევრი ადამიანი დადის წირვაზე. როდესაც ეკლესიაში ბავშვებს აზიარებენ, მშობლებს ისინი გარეთ აღარ გაჰყავთ, ტირიან და მრევლს ხელი ეშლება, მოისმინოს მოძღვრის ქადაგება. ამიტომ, ჯობია, ისინი სადაგ დღეებში წაიყვანონ ეკლესიებში და აზიარონ. როდესაც ბავშვი ხშირად ეზიარება, ის უფლის მადლს ხშირად იღებს, ეჩვევა ამ უდიდეს საიდუმლოში მონაწილეობას და, თუ ეს ყველაფერი იქნება გაკონტროლებული, ზომიერებაში გადატანილი, ის წარმატებული ქრისტიანი გაიზრდება.

– ზიარების დროს აუცილებელია, ადამიანი უზმოზე იყოს. ამის დაცვა თუ სჭირდებათ ბავშვებს? რა თქმა უნდა, ჩვილებს არ ვგულისხმობ.

– ეს უფრო ზეპირი გადმოცემა, საეკლესიო პრაქტიკაა. საერთოდ, დილით, როდესაც ადამიანი გაიღვიძებს და ადგება, სანამ საკვებს მიიღებს, უნდა ილოცოს, მადლობა უნდა გადაუხადოს უფალს, რომ ღამე მშვიდად გაატარა. თანაც, დამძიმებული კუჭით ადამიანი ისე ვერ ილოცებს, როგორც საჭიროა. ამიტომ, თუ ჩვენ მოგვეთხოვება, რომ საზიარებლად ეკლესიაში უზმოზე მოვიდეთ, ეს მოეთხოვებათ ბავშვებსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში ასაკი გამოყოფილია – 1-2-3 წლის ბავშვებს ამას ვერ მოვთხოვთ, შეიძლება, მათ მიიღონ საკვები და მერე ვაზიაროთ. ან, თუ უფრო მოზრდილ ბავშვს გადასცეს უნებლიეთ წყალი, ამის გამო მას არ დავსჯით უზიარებლობით. ხოლო, რაც შეეხება 8-9-10-12 წლის ბავშვებს, მათ უკვე მოეთხოვებათ, წირვაზე მოვიდნენ უზმოზე და ისე ეზიარონ, რადგან ამ საკითხის გაუბრალოება არ შეიძლება.


скачать dle 11.3