კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სძულს ქართველ ლესბოსელს ქართველი მამაკაცები და როგორ შიფრავენ მექალთანე მამაკაცები მათ


ჰომოსექსუალები თანდათანობით გეომეტრიული პროგრესიით რომ მრავლდებიან საქართველოში, ეს ამბავი ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე „არახალია, ძველია“. მაგრამ ვნებათაღელვა ამ მარადიული თემის ირგვლივ არ ცხრება. ზოგი მათზე ჯვრებითა და მუშტებით ნადირობს, ზოგი ავადმყოფებად ნათლავს და ებრალება, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანების არჩევანია და მას პატივი უნდა ვცეთ.

ლესბოსელ ქალბატონთან შეხება მანამდე ნამდვილად არასოდეს მქონია, მათ შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მქონდა, ისე, როგორც უმრავლესობას. ამიტომ, საქართველოში კარგად აპრობირებული „სანაცნობმოკეთო“ სისტემას მივმართე იმედით, რომ ვინმე რესპონდენტს ვიპოვიდი... გამიმართლა! თბილისი, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, პატარა ქალაქია და კითხვისა და წვალების შემდეგ ჰომოსექსუალ ქალბატონს საბურთალოზე, ერთ-ერთ ქუჩაზე მივაკვლიე – ვინაობის გამხელა არ ისურვა, არ მიყვარს ჟურნალისტებიო, თქვა...

მე მას პირობითად მაკა დავარქვი.

მაკა: ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, ნორმალურად ვსწავლობდი, კულტურული, პატივსაცემი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, მეტად ტრადიციული ოჯახი მქონდა. დედა პედაგოგი გახლდათ. პატარა ასაკშიც კი გოგონების მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვას ვგრძნობდი, ხან რომელი გოგო მომწონდა, ხან – რომელი. ცოტა რომ წამოვიზარდე, გაგიჟებით შემიყვარდა ჩემი თანაკლასელი გოგონა, მაგრამ გამხელას ვერ ვუბედავდი.

– შემდეგ? შემდეგ რა იყო?

– მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ მამაკაცების მიმართ რაღაც ენით აუწერელ ზიზღსა და აგრესიას ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მყვარებოდა. რომ მიმზერდნენ, ისიც კი, საშინელ განცდას მგვრიდა. თელავში ვცხოვრობდი. გარდატეხის ასაკში რომ ვიყავი, სწორედ მაშინ დაიწყო მოტაცებების მთელი წყება. ბევრს მოვწონდი, ბევრი ჩემს ოჯახს აფასებდა. რამდენჯერმე მომიტაცეს და ჩემებმა დამაბრუნეს. არავინ მომწონდა, არ მსურდა ოჯახის შექმნა, მაგრამ დედ-მამამ მაინც თავისი გაიტანა. ასე რომ, მშობლების დირექტივით გავთხოვდი და არა გულის კარნახით.

– მეუღლესთან კონფლიქტი ხშირად გქონდათ?

– შესაძლოა ითქვას, ძალიან ხშირადაც კი. ვერ მივიღე ჩემიანად, ვერ გავითავისე. ქორწინებაში მყოფსაც ხშირად ქალებისკენ გამირბოდა თვალი. მეუღლეს ჩემი ორიენტაცია რომ გავუმხილე, საშინელი რეაქცია ჰქონდა. ის ტრადიციული მამაკაცია და ბუნებრივია, შეურაცხყოფა ვერ აიტანა. ფიქტიური ქორწინება შევთავაზე, მინდოდა, ჩემს შვილს ფორმალურად მაინც ჰყოლოდა ოჯახი, რაზეც ცივი უარი მივიღე. ამჟამად ის უცხოეთში ცხოვრობს. მასთან არავითარი კავშირი არ გვაქვს არც მე და არც ჩემს შვილს.

– 11 წლის გოგონა გყავთ, არ გეშინიათ, რომ მასზე ცუდ გავლენას მოახდენთ? ან თუ იცის თქვენი ცხოვრების შესახებ რამე?

– არ ვფიქრობ, რომ ჩემი საქციელი ამორალურია. გულის კარნახით ვმოქმედებ, ბუნებამ ასეთი შემქმნა და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. როცა ჩემი ლესბოსელი მეგობრები მესტუმრებიან ხოლმე, ბუნებრივია, უჩნდება კითხვა, რატომ არიან ჩემს სანაცნობო წრეში ძირითადად ქალები. ვცდილობ, მისთვის გასაგები ენით ავუხსნა, რომ ქალებთან ურთიერთობა მომწონს, რომ მათში გაცილებით მეტ საინტერესოსა და საერთოს ვპოულობ. თუ ვინმე მამაკაცი მემეგობრება, ჰგონია, ჩემი შეყვარებულია და ძალიან განიცდის. საერთოდ, ჩემი შვილის სექსუალური ორიენტაცია თავად მისი განსასაზღვრი და გადასაწყვეტი იქნება. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, მე ვერც დავუშლი, ვერც ავუკრძალავ რამეს. თუმცა, ცხადია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მასაც ლესბოსელად გავზრდი.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ მამაკაცებთან?

– რა გითხრათ, მყავს ტრანსვესტიტი, გეი და ჰეტეროსექსუალი მეგობარი მამაკაცები. მყავს თაყვანისმცემლებიც, რომლებსაც სერიოზული განზრახვა აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ბევრმა ძალიან შემაწუხა უკვე...

– იციან თქვენი ორიენტაციის შესახებ?

– ბევრმა არ იცის. საჭიროდ არც მიმაჩნია გამჟღავნება. თუ ძალიან შემავიწროვეს და მაიძულეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვეტყვი. ძალიან მძიმედ განიცდიან, სერიოზულ შოკს იღებენ. უმრავლესობას უჭირს დაჯერება. ბევრი მაინც ცდილობს ჩემს „შემობრუნებასა და სწორ გზაზე დაყენებას“, მაგრამ არ გამოდის.

ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს ჩემი ორიენტაციის შესანიღბად ვიყენებ და კარგადაც გამომდის. ჩემ ირგვლივ მყოფთ ჰგონიათ, თუკი ვინმეს მანქანაში ვზივარ, ან ბარში ვარ მამაკაცთან ერთად, ის ჩემი საყვარელია. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მაწყობს, ვინაიდან ოცდამეერთე საუკუნეში საქართველოშიც კი თავისუფალი ურთიერთობები არავის უკვირს, მით უმეტეს ქმარს გაცილებულისგან.

– თქვით, რომ ეგრეთ წოდებულ „ცისფერებთანაც“ მეგობრობთ. ისინი უფრო თამამად და ცხადად გამოდიან სააშკარაოზე, თქვენ კი უფრო ჩაკეტილები ხართ, რატომ?

– მართალია, გეი მამაკაცები უფრო თამამები, ინიციატივიანები და მებრძოლები არიან. გამოდიან დღის სინათლეზე, ზოგჯერ სექსუალურ ორიენტაციას არც მალავენ. ჩვენ კი ბევრი რამ გვაბრკოლებს, თუნდაც ის, რომ ბევრ ჩვენგანს შვილები ჰყავს, ძმები, მამები, ოჯახები. მათ შერცხვენას და შეურაცხყოფას ვერიდებით. საბოლოოდ, ყველაფერი ირკვევა ხოლმე. ამის გამო უკვე ბევრი დაბრკოლება შემექმნა, ჩემთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოუყენებიათ, მაგრამ სხვისი მაგალითებით ვიცით.

– და მიუხედავად ამისა, კაცი-გეების მიმართ საზოგადოება გაცილებით ნეგატიურადაა განწყობილი.

– იცით, რა მომენტია, მამაკაცს სოციალური გარემო უფრო სხვა როლს აკისრებს. ქართველის წარმოსახვაში ის უნდა იყოს ვაჟკაცური, ძლიერი, ცოტა აგრესიულიც. ამიტომ, ქართული ცნობიერება და მენტალობა ნაზ, გადაპრანჭულ, ფრანტ კაცებს ვერ გუობს. თანაც, ლესბოსელები ნაკლებად აქტიურობენ და მათ მიმართ აგრესიაც ნაკლებია. თუმცა, ბევრი ჩემი მეგობარი, უფრო სწორად მათი უმრავლესობა უცხოეთში წავიდა. საზოგადოებრივმა აზრმა შეავიწროვა და იმიტომ. იქ კი ყველამ გადასარევად აიწყო ცხოვრება, რადგან არც პროფესიაში, არც სწავლასა და ცხოვრებაში მათ არავითარი წინააღმდეგობა არ ხვდებათ, ის კი არა, ქუჩაში შეუძლიათ, ერთმანეთს აკოცონ და თავისუფლად მოიქცნენ.

– ნორმალური, ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის მოთხოვნილება არ გიჩნდებათ?

– ჯერ ერთი, ვინ გითხრათ, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობები არანორმალურია? მე ამაში ანომალიურს ვერაფერს ვხედავ, გენეტიკურად ასე ვარ დაპროგრამებული და სხვაგვარად არ გამოვა. ისე კი, არ დაგიმალავთ, რამდენჯერმე მამაკაცთანაც მქონდა ურთიერთობა, ვიფიქრე, ეგებ ისევ ჰეტეროსექსუალი გავხდე-მეთქი, მაგრამ სულ ტყუილად. განა არ იცით, რომ ლესბოსური მიდრეკილებები ყველა ქალშია?

– თუნდაც ჩემში?

– დიახ, თქვენშიც, რატომაც არა? ზოგში ეს მომენტი ადრე ვლინდება, ზოგში – გვიან. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. საქართველოში ბევრი ბისექსუალი ქალბატონია, რომელსაც აქვს ტრადიციული ქართული ოჯახი, ქმარ-შვილი, საკმაოდ ასაკოვნებიც, და ქალებთან ურთიერთობაზეც არ ამბობენ უარს. ლესბოსურ ურთიერთობებს ხშირად ძალიან ახლო მეგობრობაც წარმოშობს. ქალებს რაღაც მომენტში ერთმანეთის მიმართ ლტოლვა უჩნდებათ, შეხების სურვილი. შეიძლება, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ჰომოსექსუალური ურთიერთობა მაინც ექნებათ, თუნდაც ხანმოკლე.

– ბევრი პარტნიორი გყოლიათ?

– (ეღიმება) არც ისე. დაახლოებით, სამი სერიოზული რომანი მქონდა. პირველად ლესბოსურ სიყვარულს ჩემზე ბევრად უფროსმა ქალმა მაზიარა („დამა ქალს“ რომ უწოდებენ ჩვენში), რომელსაც ამ საკითხში დიდი ხნის გამოცდილება ჰქონდა. სწორედ მასთან შეხვედრის შემდეგ ვიპოვე საკუთარი თავი. მანამდე ლესბოსელებზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ამჟამად მარტო ვარ, უკვე ნახევარი წელია. ბოლო სიყვარულს ჩემი ინიციატივით დავშორდი. რაღაც-რაღაცები ვერ ვაპატიე.

– ღალატი?

– ჰო, ღალატიც. იქ ბევრი სხვა ნიუანსი იყო კიდევ. ბუნებით მკაცრი, ეჭვიანი და მომთხოვნი ვარ. საკმაოდ რთული ხასიათი მაქვს. პრეტენზიული. ქალიც იშვიათად რომ მომეწონოს. ძალიან კრიტიკული ვარ. ამ დროს ვცდილობ, თავადაც ბევრი გავიღო მისთვის, ვიეჭვიანე და დაშორების მიზეზიც ეს გახდა. ის ბისექსუალი აღმოჩნდა.

– რადგან სიტყვამ მოიტანა, გკითხავთ, როგორი უნდა იყოს ქალი, რომელიც მოგეწონებათ?

– წეღან ვთქვი კიდეც, ძირითადად მის თვისებებზე ვამახვილებ ყურადღებას. ერთგული, კულტურული და განათლებული უნდა იყოს. ძალიან ცოტა ქალი თუ მომწონებია, თუმცა გარეგნობასთან დაკავშირებით დიდი მოთხოვნები არ მაქვს, არ მიმაჩნია, მაინცდამაინც პრიმადონა უნდა იყოს, რომ მასთან ურთიერთობის სურვილი აღმეძრას. ერთგულებას მაინც ყველაზე მეტად ვაფასებ. შეიძლება, პარტნიორმა ერთხელ გიღალატოს, შეცდომა დაუშვას და აპატიო, მაგრამ მეტად ვეღარ. პატარა გოგონებთან არ ვწევარ. არ მიზიდავენ. ასაკით ჩემი თანატოლი ან ჩემზე გაცილებით უფროსი ქალები მომწონს, რომლებსაც მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, ჩამოყალიბებული აზროვნება, მყარი შეხედულებები აქვთ.

– თქვენც გიღალატიათ?

– დიახ. მხოლოდ ერთხელ.

– ბევრ ლესბოსელს იცნობთ?

– ჩემი ორიენტაციის ბევრი მეგობარი მყავს. ისე ზუსტი რიცხვი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ბევრია.

განსაკუთრებით მოდურია ლესბოსელობა ახალგაზრდა თაობაში. უყურებენ ფილმებს, სერიალებს, კითხულობენ და მათი წაბაძვით თვითონაც ხდებიან ჰომოსექსუალები. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ამას მხოლოდ „ფასონის“ გამო აკეთებენ. ერთია, როცა თვითდამკვიდრებას ცდილობ თანატოლებსა და საზოგადოებაში და მეორეა, როცა სიცოცხლით, სახელით და უამრავი რამით რისკავ.

– აქტიური „გეი“ ხართ?

– დიახ, აქტიური, ინიციატივას თითქმის ყოველთვის თავად ვიჩენ. ადამიანების დაყოლიებას, ჟარგონით რომ ვთქვათ, „შებმას“ ადვილად ვახერხებ. შემიძლია, ყველგან მოვიპოვო ქალი – ტრანსპორტშიც ვეცადო, ბარშიც, კინოშიც, სანაპიროზეც. ნორმალური, ჰეტეროსექსუალი ქალის ცდუნებაც შემიძლია. თუ ქალი მომწონს, მის ხელში ჩასაგდებად უკან არაფერზე დავიხევ. გარეგნულად ლესბოსელები არაფრით განსხვავდებიან ჩვეულებრივი ქალებისგან. მამაკაცი ჰომოსექსუალებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვაქვს ჩაცმის გამორჩეული სტილი, რაც ჩვენს ორიენტაციას საცნაურს გახდიდა. უმეტესწილად, სექსუალურად გვაცვია. ცნობილია, რომ კაც-გეებს ყვითელი ფერი უყვართ, ლესბოსელებს კი მწვანე მოგვწონს, ბუნების, ჰარმონიის, სიმშვიდის ფერია.

გამოუცდელი თვალისთვის ლესბოსელის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. ყველაზე უტყუარი ალღო ამ საკითხში გამოცდილ, მექალთანე მამაკაცებს აქვთ. ისინი გუმანით ყოველთვის ხვდებიან. ქალი ჰომოსექსუალია თუ ჰეტეროსექსუალი.

– მინდა გკითხოთ, პოლიტიკაში, შოუ-ბიზნესში თუ არიან ლესბოსელები?

– კი, არიან და ვიცნობ კიდეც. ვინაობას არ დავასახელებ, რადგან ეს სკანდალის სერიოზული მიზეზი შეიძლება, გახდეს. ლესბოსელები მაღალ ეშელონებშიც არიან, უბრალოდ, კარგად ინიღბებიან.


скачать dle 11.3