კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა საქართველოში სიკვდილი უცნობი მიზეზებით მასობრივი და რა საგანგაშო ნიშნები აღმოაჩინეს დემოგრაფებმა ახალ სტატისტიკაში


რიგითი მოკვდავისთვის, ალბათ, სულერთია გარდაცვალების შემდეგ სიკვდილის რომელ კლასს მიაკუთვნებენ, თუმცა ამ თემაზე მსოფლიოს მეცნიერები უკვე საუკუნეებია აქტიურად მუშაობენ. სიკვდილის გამომწვევი დაავადებების მიხედვით, არსებობს კლასიფიკაცია – სიკვდილის 21 კლასი, რომელსაც სათავე შოტლანდიელმა მეცნიერმა დაუდო. ბოლო ათეული წლების განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სიკვდილის ის კლასებია, რომელიც გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებებს მოიცავს, თუმცა, ქართული რეალობა საერთაშორისო სტანდარტს სცდება – ჩვენთან ბოლო მონაცემებით საგანგაშოდ გაიზარდა სიკვდილის მეთვრამეტე კლასი, რომელიც უცნობი მიზეზებით გამოწვეულ ფაქტებს მოიცავს. რატომ ვართ ქართველები ამ მხრივ რეკორდსმენები? ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო კლასიფიკატორების შემუშავების და დანერგვის სამსახურის უფროსს მაია კერესელიძეს და დემოგრაფ გია წულაძეს გავესაუბრეთ.



მაია კერესელიძე: დაავადებებისა და გარდაცვალების მიზეზების მიხედვით, არსებობს კლასიფიკაცია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში შოტლანდიელმა მეცნიერმა დაუდო. მან შექმნა კლასიფიკაციის სტრუქტურა, რომელშიც თავიდან დაავადებათა დაჯგუფების ხუთი კლასი იყო. კლასიფიკაციამ საუკუნეების განმავლობაში დიდი მოდიფიცირება განიცადა, თუმცა ძირეული სტრუქტურა უცვლელი დარჩა. ეს არის საერთაშორისო ნორმა – არსებობს 21 კლასი, რომელშიც 25 ათასზე მეტი რუბრიკაა გაერთიანებული. ამაში შედის როგორც დაავადებები, ასევე სიმპტომები. ყველა დაავადებისთვის არსებობს გარკვეული კოეფიციენტი. 1900 წლიდან დღემდე კლასიფიკაციის სისტემა ათჯერ გადაიხედა. ბოლო გადახედვა 1989 წელს ჩატარდა, და იმდენად სრულყოფილი იყო, გადაწყდა, შემდეგი გადახედვა 20 წლის შემდეგ ჩაეტარებინათ. ახლა მზადდება მეთერთმეტე გადახედვა, თუმცა საქართველოში მხოლოდ ორია ჩატარებული, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები გავხდით. ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულ ყველა ქვეყანას აქვს საერთო ნორმები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის მანდატით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

– რომელია ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი კლასი?

– მოგახსენებთ ბოლო სამი წლის მონაცემებს. 2007 წელს ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო კლასიფიკაციის მეცხრე კლასი, რომელშიც შედის გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები. მეორე ადგილი ეკავა მეორე კლასს – სიმსივნეთა შედეგად დაღუპულ ადამიანთა კატეგორიას. 2008 წელს ორივე კლასის რიცხვი გაიზარდა, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით გარდაიცვალა 27 579 ადამიანი, ხოლო სიმსივნის შედეგად – 4 661. განსხვავებული სურათი გვაქვს ბოლო მონაცემებით, რომელიც 2009 წლის მდგომარეობას ასახავს. ამ წელს საქართველოში სულ გარდაიცვალა 46 625 ადამიანი, გულის და სისხლის მიმოქცევის დაავადებებით გარდაცვალებულთა რიცხვმა 25 725 ადამიანი შეადგინა. რაც შეეხება მეორე, ასევე აქტიურ კლასს, რომელშიც სიმსივნით დაავადებულთა კატეგორია შედის, მას მრავალრიცხოვნობით გადააჭარბა კლასიფიკაციის მეთვრამეტე კლასმა. მასში შედის სიკვდილი უცნობი მიზეზებით – სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრები, გამოვლენილი კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებისას, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში. 2009 წლის მონაცემებით მეთვრამეტე რუბრიკაში მოხვდა გარდაცვალების 9 746 ფაქტი, მაშინ როდესაც 2007 და 2008 წლებში ეს რუბრიკის მონაცემები 3 000-დან 4 000-მდე მერყეობდა. 2009 წელს მესამე ადგილს უკვე კლასიფიკაციის მეორე რუბრიკა, სიმსივნით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები იკავებს. ამას მოსდევს მეცხრამეტე კლასი – გარდაცვალება ტრავმების, მოწამვლის, სხვა გარე მიზეზების ზემოქმედების შედეგად. ასევე მრავალრიცხოვანია მეთერთმეტე კლასი, რომელიც საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადების შედეგად გარდაცვალების ფაქტებს აღრიცხავს. საერთაშორისო სტატისტიკაშიც ძალიან მაღალია გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებების მაჩვენებელი. მეთვრამეტე კლასში შემავალი ფაქტები ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც ჩვენთან ხდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა მეხუთე და მეექვსე კლასების რიცხოვნობამ. ეს რუბრიკები ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს, ნერვული სისტემის დაავადებებს მოიცავს. რაც შეეხება ყველაზე დაბალ ნიშნულს, უკვე სამი წელია, რაც რუბრიკებში თვალისა და მისი დანამატების დაავადებებით, ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებებით; კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებებით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

– რატომ გაიზარდა ერთ წელიწადში უცნობი მიზეზებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები?

– ამ კლასმა ნელ-ნელა იმატა, ამისი მიზეზი ტექნიკური პრობლემებია, რომლებიც უწყებათაშორის დამოკიდებულებას მოჰყვება. სამედიცინო კლინიკა გასცემს პაციენტის გარდაცვალების სამედიცინო მოწმობას. ექიმი ვალდებულია, ზუსტად ჩაწეროს შიგ დაავადება, რომლის შედეგადაც დაიღუპა ავადმყოფი. ეს ცნობა მიდის ჯერ საჯარო რეესტრში, სადაც იქცევა დოკუმენტად, რომელიც შემდეგ ხვდება „საქსტატში“. ერთი უწყებიდან მეორეში, იქიდან კიდევ სხვაგან გადასვლის დროს, ხდება დიაგნოზის არაზუსტად გადატანა, მით უმეტეს, რომ სამედიცინო კლინიკიდან საბუთი უკვე აღარ ხვდება პროფესიონალი ექიმების ხელში. ასეთ დროს დიაგნოზის ნაცვლად გარდაცვალების დოკუმენტში შეიძლება, მოხვდეს სიმპტომი. სწორედ ეს იწვევს, მეთვრამეტე კლასის საგანგაშო ზრდას, თუმცა, რეალურად გაიზარდა თუ არა ამ კატეგორიის გარდაცვალების ფაქტები, ჩვენ ამას ვერ გავიგებთ. განსხვავებული სტატისტიკა გვაქვს გავრცელებული დაავადებების შემთხვევაშიც, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რიცხვი საერთო მაჩვენებლის 40-50 პროცენტს შეადგენს, ჩვენთან კი 70 პროცენტს აღწევს. ამისი მიზეზიც სწორედ ისაა, რომ ჩვენთან სუნთქვის უკმარისობა ხშირად გამოიყენება, როგორც სიკვდილის მიზეზი და გარდაცვალების დოკუმენტში არ იწერება, რამ გამოიწვია ეს დაავადება. მაშინ, როცა სუნთქვის უკმარისობა თირკმლის დაავადებასაც შეიძლება უკავშირდებოდეს.

– არსებობს დაავადებები, რომლებიც არც ერთ კლასს არ მიეკუთვნება? როგორ ხდება ახალი აღმოჩენილი დაავადებების კლასიფიკაცია?

– არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებიც არც ერთ კლასში არ არის მოხვედრილი, რადგან რამდენიმე კლასის ნიშნებს შეიცავს. ასეთ დაავადებათა შორის არის ატიპური პნევმონია, რომელიც არის როგორც ინფექციური, ასევე ფილტვების დაავადება. ახალი გადახედვის შემდეგ, ეს დაავადება რომელიმე კლასში აუცილებლად მოხვდება, ასე ხდება ახალაღმოჩენილი დაავადებების შემთხვევებშიც.

გია წულაძე: გულ-სისხლძარღვთა და სიმსივნით დაავადების შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიო სტატისტიკიდან ამოვარდნილები არ ვართ. თუმცა, იმ ქვეყნებში, სადაც პროფილაქტიკური ღონისძიებები მაღალ დონეზეა, სხვადასხვა დაავადებების და შესაბამისად, სიკვდილის შეჩერება და გადავადება უფრო მარტივად ხდება. ამას მოწმობს დიაგრამებიც – განვითარებულ ქვეყნებში დიაგრამა ნელ-ნელა ადის, ანუ პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად ჩერდება, მაგრამ მერე, დიაგრამა უცებ აღწევს მაქსიმუმს. ჩვენთან დიაგრამა უფრო სწორხაზოვანია – საერთო მაჩვენებლის მიხედვით, სიკვდილის ინტენსივობა ორჯერ უფრო მაღალია. ის, რომ ჩვენთან სიკვდილის მეთვრამეტე კლასის რიცხოვნობა საგანგაშოდ გაიზარდა, მხოლოდ დიაგნოსტირებისა და რეგისტრაციის პრობლემა არ არის. საერთო ჯამში, გამოდის, რომ რეკორდულ მაჩვენებელს ვაღწევთ. ამას გარდა, ეს გაურკვევლობა არ იძლევა საშუალებას, სხვა კლასების რაოდენობაც დადგინდეს. ბევრი დემოგრაფი ეჭვობს, რომ ზოგიერთი ექიმი დიაგნოზს ვერ სვამს და სიკვდილის შემთხვევები თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა კლასებში, რომ რეალურთან მიახლოებული სურათი მივიღოთ. მე ამისი დადასტურება არ შემიძლია, თუმცა ასეთი ეჭვები არსებობს. ზოგადად, რეგისტრაციის პრობლემა ძალიან აქტუალურად დგას. ბოლო მონაცემებით – 2009 წელს ქალაქებში გარდაიცვალა 29 522 ადამიანი, სოფლებში კი – 17 101. ეს მაჩვენებელი იმ პირობებში, როდესაც ქალაქში უფრო გამართულია სამედიცინო ინფრასტრუქტურა, არარეალურად გვეჩვენება. ქალაქებში სიკვდილიანობის აღრიცხვა უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე – სოფლებში.

– როგორც ცნობილია, იცვლება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა – იზრდება ეს მაჩვენებელი თუ იკლებს?

– სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მატულობს, მამაკაცებისთვის ეს არის 68 წელი, ქალებისთვის – 75 წელი. ეს არის ადამიანის ცხოვრების და სოციალური კეთილდღეობის მაჩვენებელი. სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც ეკონომიკური განვითარების მიხედვით მაღალ დონეზეა, აზიის და აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ორჯერ დაბალია, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში ეს მონაცემები სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით უფრო მაღალია, ვიდრე შეფასებითი მონაცემებით. თუმცა, მთელ მსოფლიოში არსებობს ასეთი ტენდენცია – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მატულობს. ეს არ არის მუდმივი კონსტანტა. იყო წლები, როცა ეს მაჩვენებელი უფრო დაბალ ნიშნულზეც იდგა. კვლევების და პროგნოზის მიხედვით, 2050 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მინიმუმ, 5-6 წლით მოიმატებს და შეიძლება, ეს განსხვავება 10 წლამდეც ავიდეს. ეს ტენდენცია საქართველოსაც აუცილებლად შეეხება.


скачать dle 11.3