კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ აღიარებენ მამაკაცები თამუნა მუსერიძესთან ურთიერთობისას და რა კომპლექსი უნდა მოუხსნას მას კაცმა


მიუხედავად იმისა, რომ თამუნა მუსერიძემ საკუთარი კარიერის აწყობა შეძლო, პირად ცხოვრებაში ბევრჯერ შეეშალა ხელი და ადამიანების, განსაკუთრებით კი მამაკაცების მიმართ, ნდობაც დაკარგა. თუმცა, გამოცდილება შეიძინა, კიდევ უფრო გაძლიერდა და პატარა შვილს დედობასა და მამობას მშვენივრად უწევს.



– დედობა ძალიან ცვლის ადამიანს?

– ამ დროს ხდება ყველაფრის გადაფასება, ადამიანი სულ სხვანაირი ხდები. საკუთარი თავის გარდა, ჩემს შვილზე მიწევს ზრუნვა და ყოველი დღე იმაზე ფიქრით იწყება, რომ მას არაფერი მოაკლდეს. ახლა დედაც მე ვარ, მამაც. ყველაფერი მე ვარ, კაცის ფუნქციაც გარკვეულწილად, მე შევითავსე.

– როგორი დედა ხარ?

– პანიკიორი დედა ნამდვილად არ ვარ. ჭკვიანი ბავშვია, დავსვამ და თავისთვის თამაშობს. ძალიან კონტაქტურია და უნდა ეკონტაქტო. პოპულარობის სინდრომი თავიდანვეა მასში განვითარებული. თუ ყურადღებას არ აქცევ, კატასტროფა ხდება, ბოლო ხმაზე კივის. ხასიათით ძალიან მგავს. როგორც დედაჩემი მეუბნება, ბავშვობაში თურმე სულ ვკიოდი. ესეც დადგება და იწყებს კივილს, ყურადღებას იქცევს. გარეგნობით საერთოდ არ მგავს. დედაჩემი მეუბნება, რომ ძალიან ცუდი ბავშვი ვიყავი. ორი ძიძა მყავდა, მამიდაჩემიც ეხმარებოდა დედაჩემს. ფაქტობრივად, ოთხი ქალი მზრდიდა, მაგრამ მაინც სულ უკმაყოფილო ვიყავი, მინდოდა, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვყოფილიყავი.

– გახსოვს პირველი წარმატება?

– ექვსი წელი ბალეტზე დავდიოდი და პირველი კონცერტი ფილარმონიაში მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მაგრამ მერე დედაჩემი მიხვდა, რომ ჩემგან ნინო ანანიაშვილი არ დადგებოდა, ამიტომ გამომიყვანა. მაშინ ამაზე არ მინერვიულია, მაგრამ რომ არ გამოვეყვანე, თავს დავაკლავდი და ამ სფეროში რაღაცას მაინც მივაღწევდი. არ დამწყვეტია გული, იმიტომ რომ, ძალიან ვიტანჯებოდი. ორი საათი გაწელვები მქონდა. თან, ამ ხნის განმავლობაში პუანტებზე დგომა ძალიან ძნელია პატარა ბავშვისთვის. დედას ყველაფერზე დავყავდი: ცეკვაზე, სიმღერაზე, ფორტეპიანოზე, რუსულზე, ინგლისურზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, გართობისთვის, ფაქტობრივად, დრო არ მქონდა.

– „პირველ სტერეოზე“ მუშაობამ წარმატება და პოპულარობა მოგიტანა.

– „პირველ სტერეოზე“ იმიტომ არ ვმუშაობდი, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. ყველაფერს გულით ვაკეთებდი, ძალიან მიყვარდა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული ვიყავი, ეს ჩემს პირად ცხოვრებაზე ცუდად აისახა და ვერ ავაწყე. იყო ბევრი ჭორი და რაც მთავარია, ჩემ გარშემო იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მემეგობრებოდნენ, რომ „პირველ სტერეოზე“ ვმუშაობდი. ასევე, იყო ძალიან ბევრი მამაკაცი, რომლებიც სწორედ იმიტომ იჭერდნენ ჩემთან ურთიერთობას, რომ „პირველ სტერეოზე“ ვმუშაობდი. თუმცა, ჭორების გამო, ბევრი უკან იხევდა. მამაკაცი თუ ძლიერი არ არის, ვერ გაუძლებს იმას, რაც საქართველოში ხდება. ის, რომ შენს შეყვარებულზე იჭორაონ, უკაცრავად და ან უნდა „გეკიდოს“, ან ყველა უნდა ცემო, ან შეეშვა იმ გოგონას.

– შენი გულისთვის ცემდნენ სხვებს თუ, უბრალოდ, თავს განებებდნენ?

– ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან რთულად იყო, იმიტომ რომ ჩემ გვერდით არასდროს ყოფილა ისეთი მამაკაცი, თავს ქალად რომ მაგრძნობინებდა, ყოველთვის მე მიწევდა პრობლემების მოგვარება. ჩემი დაქალებისგან ხშირად გამიგონია, ვიღაც რომ შეაწუხებდათ, შეყვარებულს ვეტყვი და ის მოაგვარებსო. ეს ჩემთვის ძალიან უცხო იყო და არ მესმის დღემდე. არასდროს მყოლია გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც უთქვამს, თამუნა, მოდი, დაჯექი და მე მოგიგვარებ პრობლემასო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. თუმცა, როდესაც მე დავიბადე, მამაჩემი საკმაოდ დიდი იყო, ჩემი ძმა კი ჩემზე 8 წლით უმცროსია. მამაჩემს ვერ ვეუბნებოდი, რაღაც პრობლემა რომ მქონდა. არ მქონდა ისეთი ურთიერთობა, რაღაც მეთქვა, ჩემი ძმა კი პატარა იყო. ამიტომაც, როდესაც 15-16 წლის ვიყავი და მყავდა თაყვანისმცემლები, ყოველთვის მე მიწევდა საკუთარ თავზე ზრუნვა. ისეთი ძლიერი მამაკაცი კი ვერ ვნახე, ჩემში ხასიათის ეს თვისება დაეთრგუნა და თვითონ მოეგვარებია პრობლემები. ძალიან გამიხარდება, თუ გვერდით მეყოლება ისეთი ადამიანი, რომელიც ყველაფერში დამეხმარება – რამე პრობლემა თუ შემექმნა მეცოდინება, დავურეკავ და მომიგვარებს.

– ალბათ, ესეც იყო შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– გარკვეულწილად, ესეც გახდა მიზეზი. როდესაც ოჯახში ქალიც შენ ხარ და კაციც, ძალიან რთულია.

– ხშირად წარმატებული ქალების გვერდით მამაკაცები კომპლექსდებიან.

– ჩემ გვერდით ძალიან ხშირად კომპლექსდებიან მამაკაცები. მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აღიარებენ და პირიქით, ცდილობენ, ძლიერებად მოგაჩვენონ თავი. მაგრამ, თავადაც ხომ ხვდებიან, საქმე ასე რომ არ არის. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი აღარც მიჩნდება. რაც მთავარია, ეს შეიძლება ცუდია, მაგრამ მამაკაცი 5 წუთით რომ დამელაპარაკება, უკვე ვხვდები, როგორია. არ არსებობს, მამაკაცმა რამე მომატყუოს – უკვე იმდენი გამოცდილება მივიღე და ისეთი ინსტინქტი გამომიმუშავდა.

– შენ თქვი, ჩემი საქმეების გამო პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვეო.

– თუ პირადი ცხოვრება არ გაქვს დალაგებული, არ შეიძლება, კმაყოფილი და ბოლომდე ბედნიერი იყო. ასევე, თუ საქმეში არ ხარ ბოლომდე რეალიზებული, ვერანაირად იქნები პირადი ცხოვრებით კმაყოფილი. ქალი, რომელიც 24 საათი სახლში ზის და 7 საათს ელოდება, როდის მოვა ჩემი ქმარიო, დანევროზებული, დაძაბული, ის, რა თქმა უნდა, საქმეს ვერ აიწყობს, ანუ უკეთესი ვარიანტია, თუ პირად ცხოვრებას და საქმეს ერთმანეთს შეუთავსებ. თუმცა, ეს არც ისე ადვილია. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა გქონდეს საქმე და გვერდით გყავდეს ნამდვილი მამაკაცი, რომელიც მართლა მამაკაცური იქნება და თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებს.

– გარდა იმისა, რომ ძლიერი მამაკაცი გჭირდება, კიდევ რა მოთხოვნები გაქვს საპირისპირო სქესის მიმართ?

– ჩემ გვერდით ყოფნა არ არის ადვილი. ჩემი ხასიათის სირთულე ისაა, რომ მიჩვეული ვარ, ურთიერთობაში ვიყო ლიდერი. ამიტომ, მიჭირს ამ პოზიციის დათმობა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, მე არ მინდა ეს ფუნქციები დავთმო და სხვას არ ავაღებინო პასუხისმგებლობა ჩემ მაგივრად. უბრალოდ, მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ვიღაც კაცი იქნება ჩემ გვერდით, რომელიც მეტყვის, შენ სახლში დაჯექი და ეს არ გააკეთო. დიდი სიამოვნებით დავთმობდი, უბრალოდ, ისეთი მამაკაცი არ შემხვედრია, ვინც დამათმობინებდა. მართლა მინდა, რომ ძლიერი, აზიატი მამაკაცი შემხვდეს.

– ახლაც არ ჩანს ასეთი მამაკაცი?

– ჩემს ცხოვრებაში არის მამაკაცი, რომელიც ცდილობს ჩემი გულის მონადირებას. ბევრი ბრძოლა არ არის იმისთვის საჭირო, რომ ჩემი გული მოიგოს, მთავარია, იყოს ყურადღებიანი, თბილი ადამიანი და მამაკაცური, ხანდახან მაგიდაზე ხელის დარტყმაც რომ შეუძლია. არ მიყვარს, მეზიზღება, როდესაც მამაკაცი ჩემს ჭკუაზე დადის, მაგრამ სულ ასე ხდება. ალბათ, იმის შიში აქვთ, არ დამკარგონ და რასაც მე ვიტყვი, ნებისმიერ რამეს აკეთებენ. არ მინდა ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემს ჭკუაზე ირბენს.

– როცა გიყვარს, როგორი ხარ?

– კარგი. აღარ მჯერა იმისი, რომ შეყვარებული ქალი ბრმა არის – სანამ შეუყვარდება, მანამდე უნდა დაინახო ის ადამიანი კარგად, შეიცნო, გაიაზრო, რას აკეთებს და მერე უნდა შეგიყვარდეს. მე, როდესაც ბრმად გადავდგი ნაბიჯი და გავთხოვდი, მივხვდი, რომ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს 14 წელი ვიცნობდით, სანამ ადამიანთან ერთ ჭერქვეშ არ იცხოვრებ, მანამდე ვერ მიხვდები, რას წარმოადგენს. შეყვარებული ქალი ხშირად იმას ვერ ხედავს, რასაც მისი მეგობრები ამჩნევენ, ამიტომ, იმ ადამიანების აზრიც უნდა მოისმინო, რომლებსაც შენთვის კარგი უნდათ. აწი ასე ბრმად აღარ შემიყვარდება. მამაკაცების მიმართ ისეთი უნდობლობის გრძნობა ჩამომიყალიბდა, რომ არ ვიცი, რა მეშველება. კაცი გამარჯობას რომ მეუბნება, ვფიქრობ, რას მატყუებს-მეთქი. შეიძლება, არც მატყუებს, მაგრამ მეორე ქორწინების შემდეგ კომპლექსი გამიჩნდა. ახლა ვცდილობ, ეს გადავლახო და ვენდო იმ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდითაა. თუმცა, არ ვიცი, როგორ გამომდის.


скачать dle 11.3