კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


ელიზაბეთ მეორემ

ფერმებით ვაჭრობა დაიწყო

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ, ჩეშირის საგრაფოში მდებარე ჰადლი ჰოლის საფერმერო მეურნეობა 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაყიდა. 20 ჰექტარ მიწის ფართობზე გადაჭიმული მეურნეობა, თავისი საფერმერო სახლით, მეჩვიდმეტე საუკუნეში აშენებული ერთსართულიანი ნაგებობით, სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა, საკმარისი თანხები კი ელიზაბეთ მეორის ოჯახს არ გააჩნდა, ამიტომაც გადაწყდა ფერმის გაყიდვა. გარდა ამისა, ამჟამად იყიდება ჰადლი ჰოლის მეზობლად არსებული ორი მიწის ნაკვეთი, 6 და 13-ჰექტარიანი, რომელთა ფასი აუქციონზე 90 და, შესაბამისად, 150 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ჯო ბაიდენი 219 ათასი დოლარით დააჯარიმეს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დაშვებული შეცდომების გამო, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი საარჩევნო შტაბი 219 ათასი დოლარით დააჯარიმა. კომისიის ცნობით, ჯო ბაიდენმა კამპანიის ფარგლებში გარკვეული შეღავათით იქირავა თვითმფრინავი, ხოლო გამქირავებელ კომპანიას არ გადაუხადა 27 ათასი დოლარი; გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბაიდენის საარჩევნო ფონდში განხორციელებული კერძო შესაწირების რაოდენობამ გადააჭარბა კანონით დაშვებულ ნორმებს. ზემოთ აღნიშნული დარღვევების გამოძიება წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო ჯარიმის გადახდა უახლოეს ორ თვეში იქნება აუცილებელი.

სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერმა იტალიის ნაკრები მატჩის გაყიდვაში დაადანაშაულა

იტალიის ფედერალური რეფორმების მინისტრმა და სილვიო ბერლუსკონის მხარდამჭერმა უმბერტო ბოსიმ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებმა გაყიდა მატჩი სლოვაკეთთან, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფარგლებში. ბოსის განცხადებით, მოგების სანაცვლოდ, სლოვაკი ფეხბურთელები იტალიის სერია-ას წამყვან კლუბებში ითამაშებენ მომავალი სეზონიდან. ბოსის განცხადებას აბსურდული უწოდა იტალიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ჯანკარლო აბატემ, ხოლო იტალიელმა ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს კომენტარის გაკეთებაზე. საინტერესოა, რომ უმბერტო ბოსი ექსცენტრიკული პოლიტიკოსის სახელით სარგებლობს, გარდა პოლიტიკისა, მუსიკითაც არის გატაცებული და ჩაწერილი აქვს ალბომი.

ობამა ახალ სექსუალურ სკანდალში გაეხვია

ჟურნალისტური გამოძიების სპეციალისტმა და სხვადასხვა ტელეგადაცემის მონაწილემ, უეინ მედსენმა, განაცხადა, რომ 1990-იან წლებში, მაშინ ჯერ კიდევ ილინოისის შტატის სენატორი ბარაკ ობამა, ხშირად მიდიოდა სტუმრად კლუბ-აბანოში, სახელად „მენს ქანთრი ჩიკაგო“, რომელიც მდიდარი ჰომოსექსუალების თავშეყრის ადგილად ითვლებოდა. გარდა ამისა, მედსენმა თავის ინტერნეტბლოგზე გამოაქვეყნა ვარაუდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აკავშირებს ჰომოსექსუალური კავშირი თეთრი სახლის აპარატის უფროსთან, რემ ემანუელთან და თავის პირად ფიტნესმწვრთნელთან, ყოფილ კალათბურთელ რეჯი ლავთან. საინტერესოა, რომ ობამას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ეს არ არის პირველი ცნობა – რამდენიმე თვის წინ მავანი ლარი სინკლერი ირწმუნებოდა, რომ ბარაკ ობამასთან ჰქონდა ინტიმური კავშირი და ისინი ერთად ყნოსავდნენ კოკაინს. მოგვიანებით თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც სინკლერის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი ევროპაში ირლანდიის პრემიერია

ექსპერტებმა გამოთვალეს, თუ ვინ არის ევროპის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსი ევროპაში და აღმოჩნდა, რომ რეიტინგს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ბრაიან კოუენი ლიდერობს – მისი წლიური ხელფასი 340 ათას დოლარს შეადგენს; მეორე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია – 320 ათასი დოლარით, ხოლო მესამეზე – გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი – 300 ათასი დოლარით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რეიტინგში სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლი სიან ლუნი ლიდერობს, რომლის წლიური ანაზღაურება 2,8 მილიონი დოლარია; მეორე ადგილზეა ჰონკონგის ადმინისტრაციის უფროსი, დონალდ ცანგი, 515 ათასი დოლარით, ხოლო მესამე პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, წელიწადში 400 ათასი დოლარი ანაზღაურების მფლობელ ბარაკ ობამას ეკუთვნის.


скачать dle 11.3