კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული ეკონომიკა – ეს მე ვარ!



იქით – ლუი, აქეთ – ვერა


შესაძლოა, მას შემდეგ, რაც ელექტრონულ სოციალურ ქსელში ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პიკანტური ფოტოები გამოჩნდა და დიდი სჯა-ბაასიც გაიმართა; შესაძლოა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ ფოტოებს თავისი ყურადღება რუსულმა მედიამაც მიუძღვნა (მეორე მხრივ, ვის-ვის და, რუსულ მედიას, წესით, იმ ფოტოებში პიკანტური ვერაფერი უნდა დაენახა), თანაც, არა მხოლოდ ფოტოებს, ქ-ნი ქობალიას განათლების ცენზსაც (თუმცა ისიცაა, თუ ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განათლება-გამოცდილება შორსაა სტანდარტებისგან, წესით, ესეც უნდა გახარებოდათ ჩრდილოეთში). რუსული მედიის ყურადღება კი ქართულმა ელმედიამ ვერ დატოვა უყურადღებოდ, ოღონდ, არა იმიტომ, ყველამ თავის ფეხსუსტ მამიდებს მოუაროსო, არამედ, სავარაუდოდ, მომენტი შეარჩია და გვაუწყა, რომ, ჯერ ერთი, ეს ფოტოები ქ-ნ ქობალიას სტუდენტობისას გადაუღია; მეორეც, ის არა ვანკუვერში (სადაც თითქოს პრეზიდენტმა შეავლო თვალი და მოეწონა), არამედ სულ სხვაგან და, რაც მთავარია, არც ქ-ნი ქობალიას ბიოგრაფიაა გაყალბებულიო. ამის დასტურად კი თვით „ნიუ-იორკ თაიმსი“ მოიშველია. ბუნებრივია, ამის ყველაზე კარგი დასტური ქ-ნი ქობალიას დიპლომი იქნებოდა, თუმცა, ამ საბუთს, როგორც ჩანს, ისევე ვერ იხილავს ქართველი საზოგადოება, როგორც საკუთარ ყურებს.

საკუთარი ფოტოებითა და ბიოგრაფიით მედიადაინტერესებას თავად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც გამოეხმაურა. უპირველესად, აღნიშნა, რომ ეს რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციაა; შემდეგ დაასკვნა, რომ ასე უტევს რუსეთი (თანამოაზრეებთან ერთად) ქართულ ეკონომიკას (არ უნდათ, რომ გაძლიერდესო), ბოლოს კი დაგვაიმედა, რომ ხელს მაინც ვერ შეუშლიან ქართული ეკონომიკის შეუქცევად წინსვლას! ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, თუ ჩვენი მინისტრი სისხლსავსე ცხოვრებითაც იცხოვრებს და ქართულ ეკონომიკასაც წამოაყენებს. მართალია, არ ვიცით, რა ხარისხის კორელაციაა ამ ორ ფაქტს შორის, მაგრამ, სამაგიეროდ, გავარკვიეთ, რომ ქ-ნი ქობალიას კრიტიკა ქართული ეკონომიკის განვითარებაზე საბედისწერო იერიშის მიტანას ნიშნავს. ანუ, თუ საფრანგეთში ლუი იყო, ჩვენთან ვერაა!


скачать dle 11.3