კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო არ შედგა გიორგი მერვის ქალიშვილის ქორწინება ბიზანტიის იმპერატორზე


მრავალი აღმოსავლური წყარო მოგვითხრობს ქართული ტრადიციებისა და ადათ-წესების შესახებ, რომლებიც დღევანდელი გადასახედიდან ძნელად აღსაქმელიც კია. ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე ქორწინებასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს შეეხება.


მირიან მახარაძე: აღმოსავლურ ისტორიულ წყაროებში ბევრი საინტერესო ფაქტია საქართველოს შესახებ. მათში მოთხრობილი ზოგიერთი რამ კარდინალურად განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც დღევანდელ ქართულ საზოგადოებას გააჩნია.

– რას გულისხმობთ?

– მაგალითისთვის მოვიყვან, შილდბერგერის ცნობას ქართული ტრადიციებიდან.

– ვინ იყო შილდბერგერი და რა ცნობას გვაწვდის ის?

– შილდბერგერი წარმოშობით ბავარიიდან იყო. 1396 წელს მან, ჯერ კიდევ ყმაწვილმა, მიიღო მონაწილეობა ნიკოპოლისის ბრძოლაში, სადაც ერთმანეთს ჯვაროსნები და ოსმალები დაუპირისპირდნენ. იგი ოსმალთა სულთანს ბაიაზით პირველს ჩაუვარდა ტყვედ და სიკვდილს მხოლოდ მცირეწლოვნობით გადაურჩა. 1402 წელს ბაიაზით პირველსა და თემურ ლენგს შორის მომხდარ ბრძოლაში შილდბერგერი, უკვე, ამ უკანასკნელის ტყვე შეიქმნა. ამის შემდეგ კი შავბატკნიანების ტყვეობაში მოუხდა ყოფნა, საიდანაც გამოიპარა და საქართველოს გავლით, სამშობლოში დაბრუნდა. შუა საუკუნეებში აღმოსავლეთი ევროპელებისთვის მისტიკას წარმოადგენდა, ყველაფერი უჩვეულო დაკავშირებული იყო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამიტომ, აღმოსავლეთიდან დაბრუნებული ადამიანი, თუ წერას შეუდგებოდა, მისი პროდუქცია ხალხის მოთხოვნილებით სარგებლობა. შილდბერგერიც ასე მოიქცა. მან აღწერა აღმოსავლეთში გატარებული წლები. მისტიკას სინამდვილეც დაუმატა და ერთ-ერთი საინტერესო წყარო დაგვიტოვა მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისის ისტორიაზე.

– რას იუწყება შილდბერგერი თავის წყაროში საქართველოს შესახებ?

– ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ამბავს გადმოგვცემს ქართულ ოჯახში ქორწინების შესახებ. ეს ამბავი ისეთია, რომ მისი კითხვა და პასუხი დაამშვენებდა გადაცემა „რა, სად, როდის”. კერძოდ, შილდბერგერი გადმოგვცემს, ქართველებსა და ოსებს ერთნაირი ტრადიცია აქვთო. როდესაც კაცი ცოლს შეირთავს, ქორწილის მეორე დღეს პატარძლის დედ-მამას სიძის ოჯახში ეპატიჟებიან. სტუმრად მოსულ პატარძლის მამას ღვინით სავსე ფიალით ხვდება სიძის მამა. სტუმარი ფიალას გამოართმევს და ახლად შექმნილ ფუძეს დალოცავს. ამის შემდეგ ხდება სახლში შეპატიჟება. მაგრამ ეს ჩვეულებრივ შემთხვევაში, რომლის ანალოგი დღესაც გვაქვს და რომელშიც საკვირველი არაფერია.

– მაშ რატომ არის ჩვენთვის საინტერესო შილდბერგერის წყარო?

– შილდბერგერი იმ შემთხვევაზეც გვიამბობს, თუ პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა. ასეთ დროს, სიძის მამა სავსე ფიალით ხვდება პატარძლის მამას. თუმცა, ეს ფიალა ქვემოდან გახვრეტილია და ღვინოს მხოლოდ საჩვენებელი თითი აკავებს. როდესაც პატარძლის მამა ფიალას ართმევს მასპინძელს ღვინო იქცევა. რასაც მოსდევს შემდეგი სიტყვები: შენი ქალიც ამ ფიალასავით დაწრეტილი იყოო.

– ამის შემდეგ რა ხდებოდა?

– შილდბერგერი გადმოგვცემს, რომ წესის თანახმად, ამის შემდეგ მამას უნდა მოეკლა საკუთარი ქალიშვილი, ოჯახის შეურაცხყოფისთვის. თუმცა, აღნიშნავს, რომ ქართველები ტოლერანტი ხალხია და საქმე სიკვდილამდე არ მიდიოდა. საქმეში მღვდელი ერეოდა, რომელიც წყვილს ან არიგებდა, ან აშორებდა. ასეთ საინტერესო ცნობას გვაწვდის შილდბერგერი ქართულ ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით.

– რადგანაც ქართულ ქორწილს შევეხეთ, ქორწინებასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს თუ ეხება კიდევ შილდბერგერი?

– შილდბერგერი არა, მაგრამ ამ მხრივ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი სფრანძესი, რომელსაც მოგზაურობა მოუხდა საქართველოში.

– რა მისიით მოუხდა სფრანძესს საქართველოში მოგზაურობა?

– გიორგი სფრანძესი იყო ბიზანტიის უკანასკნელი იმპერატორის კონსტანტინეს გზავნილი (ელჩი) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზანტიის იმპერია თავის უკანასკნელ დღეებს ითვლის. კონსტანტინემ იმპერიის ეკონომიკური გაძლიერებისთვის თავისი წარმომადგენელი გიორგი სფრანძესი გამოაგზავნა ტრაპიზონისა და საქართველოს სამეფოში, რათა მისთვის საცოლე შეერჩიათ. ამ ქორწინების შედეგად ბიზანტიას უნდა მიეღო გარკვეული მატერიალური დოვლათი, რაც მათ ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად გამოადგებოდა. გიორგი სფრანძესი თავის ქრონიკებში ამბობს კიდევაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრაპიზონის დედოფალი უფრო ლამაზი იყო, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, მან ქართულ სამეფო კართან დანათესავება ამჯობინა.

– როგორც ცნობილია, ამ პერიოდში საქართველოში მეფობდა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მონარქი – გიორგი მერვე, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა დაშლამდე მივიდა. ამიტომ, ცოტა არ იყოს გაუგებარია, რითი აღმოჩნდა საქართველოსთან დამოყვრება გიორგი სფრანძესისთვის საინტერესო?

– სფრანძესის ქრონიკიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ გიორგი მერვეს მმართველობის საწყისი პერიოდი არ მიანიშნებს საქართველოს სისუსტეზე, პირიქით. სფრანძესის ინტერესი ქართულ სამეფო ოჯახისადმი სწორედ ქართული სამეფოს ეკონომიკური სიძლიერიდან გამომდინარეობს. საინტერესოა, გიორგი სფრანძესისა და საქართველოს მეფის დიალოგი. წყაროდან ჩანს, რომ სფრანძესი ფულისთვისაა ჩამოსული. ამიტომ, მეფეს, პირდაპირ ეუბნება, თუ რა რაოდენობის მზითევს გამოატანს იგი თავის ქალიშვილს. გიორგი მერვის პასუხიდან ჩანს ქართული ადათიც. მეფე გაკვირვებით ეუბნება: ჩვენთან მზითევი კაცს მოაქვს და არა ქალს მიაქვსო.

– ანუ, ბიზანტიის იმპერატორს უნდა მიეტანა მზითევი საქართველოს მეფისთვის?

– ამ წყაროდან და გიორგი მერვის გაკვირვებიდან გამომდინარე, ასე გამოდის. თუმცა, ისე იყო გიორგი მერვე მონდომებული ეს ქორწინება შემდგარიყო, რომ სფრანძესის მოთხოვნას დათანხმდა. მეტიც, გარიგების სანაცვლოდ, მან ბიზანტიელების გზავნილს შემახადან წამოყვანილი 2 ცხენიც კი აჩუქა.

– რა მზითვის მიცემაზე დათანხმდა გიორგი მერვე?

– გიორგი მერვე სფრანძესს შეჰპირდა, რომ მზითევის სახით, თავის ქალს გაატანდა 56 ათას ოქროს. ამას გარდა, ბიზანტიის იმპერიაში მის შვილს, თავი დამოუკიდებლად რომ ეგრძნო, ყოველწლიურად 3 ათას ასპრს (ფულის ერთეული) გადაუხდიდა, ქართველ დედოფალს თავისი ჯიბიდან შეეძლებოდა უცხო ქვეყანაში ღარიბ-ღატაკთა დახმარება და ეკლესიების მშენებლობა.

– როგორ დამთავრდა ეს საქორწინო სამზადისი?

– 1453 წლის 29 მაისს ოსმალეთის სულთანი მეჰმედ მეორე კონსტანტინოპოლში შევიდა. ქალაქის დამცველებთან ერთად ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბიზანტიის იმპერატორიც, რომელიც ამ შეტაკებაში დაიღუპა. მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინოპოლმა არსებობა შეწყვიტა თავის ბოლო იმპერატორ კონსტანტინესთან ერთად. აქედან გამომდინარე, ქორწილი, რომლის სამზადისში ბიზანტიისა და საქართველოს სამეფოები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, გასაგები მიზეზების გამო, არ შედგა.


скачать dle 11.3