კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ობეხეესის“ რეიდი, ექვსასმეტრიანი „ლევი“ „ღვინსადენი“ და სამარკო ღვინით ჩარეცხილი ტუალეტი


ტუალეტის წყალი

გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს საქართველოში მეღვინეების პირველი სკანდალი აგორდა, რომელიც რესპუბლიკის ფარგლებს გასცდა. ქართველ გამომძიებლებს სხვა რესპუბლიკებშიც უწევდათ მუშაობა. ერთ-ერთ ასეთ მივლინებაში მეც გამგზავნეს სხვებთან ერთად. ყირიმში მომიწია ჩასვლა. მე და ჩემს კოლეგებს ერთ-ერთი ქართველი მეღვინის კრიმინალური კავშირები უნდა დაგვედგინა იალტის ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობასთან და დახმარებისთვის ადგილობრივ „ობეხეესს“ მივმართეთ.

– სწორედ რომ, კარგ დროს ჩამოხვედით. ახლა გაგიკ მინასიანთან მივდივართ, მოულოდნელად უნდა დავადგეთ თავზე და თქვენც წაგიყვანთ, – გვითხრა იალტის „ობეხეესის“ უფროსმა.

გაგიკ მინასიანი იალტის ღვინის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი, მაქინაციებში მონაწილეობდა და ჩვენი რეიდის მიზანი იყო, მის ბინაში უკანონოდ მოპოვებული ქონება და ეგრეთ წოდებული „ლევი“ ფაქტურები აღმოგვეჩინა. თუმცა, რაც იქ ვნახეთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მინასიანს საკმაოდ მოზრდილი და კეთილმოწყობილი კარ-მიდამო ჰქონდა. მას ჩვენს დანახვაზე თავზარი არ დასცემია, რადგან, როგორც ეტყობა, წინასწარ იყო გაფრთხილებული. ჩვენ მისი სახლი თავდაყირა დავაყენეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ისეთი იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ დანა პირს არ გვიხსნიდა. მინასიანს ყველაფრის გადამალვა მოესწრო და გაბადრული სახით გვიყურებდა, მისი შემხედვარე იფიქრებდით, წმიდანიაო. ვგრძნობდით, რომ გაგიკა გულში დაგვცინოდა, მაგრამ რას გავაწყობდით. რვასაათიანი წვალების შემდეგ ტუალეტში შესვლა მომინდა და მინასიანს მისი ადგილსამყოფელი ვკითხე. მან პირადად მიმაცილა ტუალეტამდე და შიგნით შემიძღვა. შემდეგ სამი ონკანი დამანახვა და მითხრა:

– ეს, ჩემო კარგო, ცხელი წყლისაა, ეს – ცივის, მესამე კი „ზაპასნოია“ და როცა წყალი წყდება, მაშინ ვრთავ, რომ ბაკში დაგროვილი წყალი მოვიხმაროო.

მე ჩემი საქმე მოვითავე და უნიტაზი ჩავრეცხე, შემდეგ ონკანი მოვუშვი, რომ ხელები დამებანა. უცებ ტუალეტში ისეთი ღვინის სუნი დადგა, რომ გავოცდი, თუმცა ვერ მივხვდი, საიდან მოდიოდა. ვიფიქრე, ვიფიქრე და წყლის ჩამოსაშვებს ჩამოვკარი ხელი, თან უნიტაზს დავაკვირდი. მილიდან მოყვითალო სითხე ჩამოიღვარა და ტუალეტი ისევ ღვინის სურნელით აივსო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაგიკ მინასიანს ღვინის ქარხნიდან თავის სახლში ექვსასი მეტრი სიგრძის მილი ჰქონდა გაყვანილი, რომელშიც უმაღლესი ხარისხის ღვინო მოდიოდა. კონსპირაციის მიზნით, ონკანი მან ტუალეტში დაამონტაჟა. სწორედ ის ონკანი იყო, რომელზეც მასპინძელმა მითხრა, ბაკზე მაქვს შეერთებულიო. ის ისე იყო მოწყობილი, რომ თუ გადაკეტავდი, მაშინ ღვინო ტუალეტის ბაკში გროვდებოდა. გაგიკამ ყოველი შემთხვევისთვის მართლა გადაკეტა ღვინის ონკანი, რომ არ „დამწვარიყო“, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინა, რომ ღვინით ჩარეცხილ ტუალეტში ალკოჰოლის არომატი დადგებოდა.

ასე „დაიწვა“ მთავარი ტექნოლოგი და ისე დაიბნა, რომ ყველაფერი „დაფქვა“.

პოლკოვნიკ ტარიელ კოდუას ნაამბობის მიხედვით




скачать dle 11.3