კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა საჩუქარს უმზადებს ზაზა ფაჩულია მეუღლეს მეორე ბიჭის გაჩენისთვის



მას შემდეგ რაც ქართველმა კალათბულთელებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და „ბე“ დივიზიონიდან, „ა“-ში გადაინაცვლეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იმ ღამესვე ამერიკაში გაემგზავრა. ატლანტაში მას ფეხმძიმე მეუღლე და ვაჟიშვილი ელოდებოდნენ. ზაზას დიდი სურვილი იყო თიკას მშობიარობის დროს მასთან ერთად ყოფილიყო და ასეც მოხდა. გამგზავრებიდან მეხუთე დღეს, ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ. ბოლო დროს ქართულ პრესაში ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია დაიბეჭდა ფაჩულიას უმცროსი შვილის დაბადებასთან დაკავშირებით, მაგრამ პატარა საბა ფაჩულია ზუსტი ინფორმაციით 15 სექტემბერს, დღის 12 საათზე, ხოლო ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე ატლანტაში დაიბადა. უმცროსი ფაჩულია 4 კილოგრამი და 52 სანტიმეტრია. როგორც მოსალოდნელი იყო ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობს. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს ზაზას და თიკას პატარა საბას დაბადებას და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს!



თიკა ალავიძე: ქართულ პრესაში უკვე რამდენჯერმე ნაადრევად დაიწერა, რომ ვიმშობიარე და ზაზამ გრანდიოზულად აღნიშნა მეორე შვილის დაბადება. ხალხი გვირეკავდა და გვილოცავდა. ეს ორი თვის წინაც კი მოხდა.

– როცა ზაზა თბილისში იყო ჩამოსული ნაკრების თამაშებზე, ძალიან განიცდიდა შენს გვერდით რომ არ იყო. მაგრამ, ისე მოხდა, რომ თითქოს დედა-შვილი მის დაბრუნებას დაელოდეთ.

– ჩამოსვლას დაველოდეთ კი არა, ზაზას დაბრუნების შემდეგ, ხუთ დღეში ვიმშობიარე. ერთი სული მქონდა როდის დაიბადებოდა ბავშვი, ძალიან გაიწელა ორსულობის ბოლო პერიოდი.

– საბა 15-ში დაიბადა ხომ?

– კი, 15 სექტემბერს ნამდვილად ვიმშობიარე. საბა დღის 12 საათზე, ანუ თქვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიბადა. სახლში ვიყავით, ტკივილი რომ დამეწყო. ზაზამ მიმიყვანა თუ არა, სამ საათში გავაჩინე.

– ფიზიოლოგიურად იმშობიარე?

– დიახ.

– ვინ ესწრებოდა მშობიარობას?

– ჩემს მშობიარობას ზაზა ესწრებოდა.

– მამაკაცებს უჭირთ ამ დროს მეუღლის გვერდში დგომა, ზაზამ როგორ გაუძლო?

– ძალიან კარგად, არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

– ვინ დაგეხმარება საბას მოვლაში?

– დედაჩემია ჩამოსული.

– დათუჩამ თუ ნახა უმცროსი ძმა?

– კი. დათუჩამ საბა რომ დაინახა პირველად, ჯერ დააკვირდა, რა არისო, ვერ მიხვდა. საბამ ტირილი რომ დაიწყო, გაოგნებული უყურებდა, რა ხდებაო. მის ხელში აყვანას ითხოვდა. მერე ზაზამ აიყვანა ორივე ერთად ხელში. მართალია, დათუჩა ჯერ ვერ აღიქვამს, მაგრამ მაინც ხვდება, რომ რაღაცაშია საქმე.

– დათუჩა ახლა რა ხნისაა?

– 9 ოქტომბერს გახდება ერთი წლის.

– ზაზა, როგორც ვიცი, თიკას საჩუქარს უმზადებ. მას საკუთარი საბალეტო სკოლა ექნება.

ზაზა ფაჩულია: ეს სიურპრიზი არ იქნება თიკასთვის, რადგან თვითონაც იცის ამის შესახებ. ყველანაირად კარგი საქმეა. იქ ბალეტის გარდა, ქართულ ცეკვებსაც შეისწავლიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ ატლანტა ამერიკაში მეორე ადგილზეა ქართველების სიმრავლით, მათთვისაც კარგი იქნება. მე ადგილს ვუმზადებ და პრეზენტაციას გავუკეთებ, დანარჩენი თიკამ იცის...

– როგორი შეგრძნებაა, როცა ერთ წელიწადში ორი ბიჭის მამა ხდები?

– ძალიან მაგარი. ყველა მეკითხებოდა, რატომ მიაყოლეთ ზედიზედ ბავშვებიო. ჩემი პასუხი კი ერთია, დედისერთა ვარ და მინდოდა ჩემს შვილს ძმა ჰყოლოდა. ყველაფერი ღმერთის ნებაა, რაც მეტი შვილი გვეყოლება, მით უკეთესი. ბავშვები სიგიჟემდე მიყვარს, ამიტომ პირადად მე ბევრ შვილზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. საქართველოდან ორი წლის წინ მარტო წავედი და შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე, სულ მცირე, ოთხნი ჩამოვალთ.

– საბა ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ დათუნაზე დაგისვამ კითხვას. რით ჰგავხართ ერთმანეთს, გარეგნობის გარდა?

– ჩემი შვილია და რა თქმა უნდა, ნორმალურიც არის, რომ ერთმანეთს ვგავდეთ. საერთო თვისებებიც გვაქვს. მაგალითად, აქვს თავის პატარა ნაჭერი, რომელსაც დაძინების დროს სახეზე ვაფარებთ. ის ამ ნაჭერს ეხუტება, ეთამაშება და მერე იძინებს. ძილის დროს კი იხდის. მე და თიკამ არ ვიცოდით, მაგრამ დედაჩემი რომ ჩამოვიდა ატლანტაში და ეს დაინახა, მითხრა, თურმე, მეც ასე ვიძინებდი. დათუნა კიდევ სხვადასხვა თვისებებით გვგავს მე და თიკას. ეს ასეც უნდა იყოს.

– ორი წლის წინ თუ წარმოიდგენდი, რომ ასე მალე ორი შვილის მამა გახდებოდი?

– არანაირად, მაგრამ რაც ბედნიერს გხდის ის უნდა გააკეთო. ჩემი ცხოვრებით ძალიან ბედნიერი ვარ. მართლა გამიმართლა. თიკა გვერდით მყავს, ბავშვები... ძალიან დიდი ენერგიაა.

– ბედნიერებაა ისიც, როცა უცხო ქვეყანაში ამდენი გულშემატკივარი გყავს და ამდენ ხალხს უყვარხარ.

– მართალია. სანამ „ატლანტასთან“ ახალ ოთხწლიან კონტრაქტს მოვაწერდი ხელს, გულშემატკივრებისგან ძალიან ბევრი იმეილი მომდიოდა ჩემს ვებ-გვერდზე. სხვათა შორის, რამდენიმე წერილი გაზეთშიც გამოქვეყნდა. არ დამავიწყდება ერთი წერილი, რომელსაც პატარა ბიჭი მწერდა: ნაყინზე ძალიან მიყვარხარო... ათასობით წერილი მომდიოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, ყველას გაუხარდებოდა მსგავს სიტუაცაში ყოფნა, როცა გულშემატკივარს უყვარხარ და მათ გუნდში უნდა ითამაშო. ოთხი წელი ხომ გიყურეს და უნდათ კიდევ ოთხი – გიყურონ. ეს ყველაფერი ხელმძღვანელობასაც ესმის. საბოლოო ჯამში, NBA ისეთი ადგილია, სადაც საუკეთესო მოთამაშეებთან ერთად, ისეთი სპორტსმენები უნდათ, ვის სანახავადაც გულშემატკივარი მივა. ეს ბიზნესია. მეც მათი ერთ-ერთი ნაწილი ვარ. კარგია, როცა დაფასებული და ყურადღების ცენტრში ხარ. ხალხის სიყვარული ჩემთვის მნიშვნელოვანია. თამაშის დროს ჩემთვის ძალიან დიდი ენერგია და მუხტია, როცა ვიცი, რომ დარბაზში ქართველი გულშემატკივარი ზის. დარბაზში 20 000 კაცი ეტევა, აქედან ერთმა რომ დამიძახოს ზაზა, მაშინვე ვხვდები, რომ ის ქართველი გულშემატკივარია.

მარიკა ხიდურელი


скачать dle 11.3