კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარიამ ბუჩუკური: „ქალი მამაკაცის თვალში ყოველთვის სექსუალური უნდა იყოს“



20 წლის მარიამ ბუჩუკური, რომელიც საგადასახადო აკადემიაში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, იმავდროულად ვოკალისტიც არის და მოდელიც. მომავალში კი აპირებს კონსერვატორიაში სწავლის გაგრძელებას.



მარიამი: ძალიან მხიარული, ცნობისმოყვარე, კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანი ვარ. უარყოფითი თვისებებიც მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დადებითი პიროვნება ვარ. ადრე ადამიანებს ძალიან იოლად ვენდობოდი, მაგრამ რამდენჯერმე კრახი განვიცადე და ვინანე კიდეც. ამიტომ, ახლა უკვე ჭკუა ვისწავლე. ჯიუტიც ვარ, მაგრამ სხვის რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ და ეს მსიამოვნებს. მომთმენიც ვარ, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, ძალიან ცუდი ვხდები. შეიძლება, ადამიანი ვცემო კიდეც.

– როგორ გამოხატავენ თაყვანისმცემლები შენს მიმართ სიმპათიებს?

– ცუდი თაყვანისმცემლები არ მყავს, ჩემი ესმით, რომ ვეტყვი – არა, ესე იგი არა და იგებენ. თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში ძალიან მკაცრი, მომთხოვნი ვარ. თუმცა, დღეს უკვე აღარ ვარ სხვა მამაკაცების მიმართ მომთხოვნი, მხოლოდ ერთის მიმართ ვარ ასეთი. მაგრამ სანამ არ მყავდა საყვარელი ადამიანი, მაშინ მამაკაცისგან ძალიან დიდ ყურადღებას და ზედ გადაყოლას ვითხოვდი. ვისთვისაც ეს მიუღებელი იყო, მიდიოდა თავის გზაზე. ადამიანში ყოველთვის ხასიათს ვანიჭებ უპირატესობას და კიდევ იმას, მე რამდენად მაფასებს, ვუყვარვარ და ესმის ჩემი. ანუ, მამაკაცი უნდა იყოს თბილი, ყურადღებიანი, უპირველეს ყოვლისა, ჯერ მეგობარი და შემდეგ შეყვარებული. ქალს და მამაკაცს ყველაფერში უნდა ესმოდეთ ერთმანეთის, უნდა აყვნენ ერთმანეთს და ერთ მთლიანობად იქცნენ. ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, ერთნაირი რაღაცეები უნდა გვინდოდეს, რომ ვიყიდოთ.

– როგორი ხარ შეყვარებული?

– შეყვარებული კარგი ვარ, ყურადღებიანი, ცოტა ბრაზიანი. როდესაც ადამიანი გიყვარს, მისგან უფრო მეტს მოითხოვ, უფრო მეტად გწყინს, თუნდაც ელემენტარული. შეყვარებული პატარა ბავშვს ემსგავსები და უბრალო რაღაცას, რომ „დაიჭერ“, ნერვიულობ.

– როგორ ფიქრობ, ქალი საყვარელი მამაკაცის წინაშე ბოლომდე უნდა გაიხსნას?

– ადამიანი საკუთარ თავში ყოველთვის რაღაცას მალავს, თუნდაც პატარას, რასაც სხვა ვერ გაიგებს. შეიძლება, ქალი მამაკაცის წინაშე გაიხსნას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგად იცნობს. შესაბამისად, ქალმა მამაკაცს საკუთარი თავი ბოლომდე არ უნდა გააცნოს. როცა ადამიანი გიყვარს, მისთვის მიუწვდომელი ვეღარ იქნები, იმ მამაკაცისთვის არის ქალი მიუწვდომელი, რომელიც არ უყვარს. საერთოდ როგორც ქალი, მამაკაციც უნდა იყოს საინტერესო, განათლებული. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, როგორ აზროვნებს ადამიანი, განათლებულია თუ არა.

– რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისთვის, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა ქალთან არ წავიდეს?

– ქალი კაცთან ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს და არა მხოლოდ მამაკაცთან. კაცს საკუთარი პრობლემები არ უნდა მოახვიო თავზე და მისთვის სულ საინტერესო უნდა იყო. რაც მთავარია, ქალი მამაკაცის თვალში ყოველთვის სექსუალური უნდა იყოს, ისე უნდა იცვამდეს, რომ კაცი დააინტერესოს და სექსუალური გამოჩნდეს. მრავალფეროვანიც უნდა იყოს, თორემ ერთი და იგივე რაღაცეები ქალისთვისაც და კაცისთვისაც მოსაბეზრებელია. რაც მთავარია, ქალმა მამაკაცს სითბო, ყურადღება არ უნდა მოაკლოს, სიახლეები უნდა შესთავაზოს, რომ კაცს არ მობეზრდეს. ასეთივე უნდა იყოს მამაკაციც – მრავალფეროვანი და ქალი ახალ-ახალი რაღაცებით უნდა დააინტერესოს.

– მამაკაცისგან აკრძალვებს აიტან?

– არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც მე ბედნიერს მხდის და სიამოვნებას მანიჭებს, ამიტომ მამაკაცმა ამის კეთება არ უნდა დამიშალოს. ადამიანს ერთი და იგივე რაღაცეები ბეზრდება, შესაბამისად ჩემი მოდელობაც არ არის მუდმივი, მაგრამ ამ ეტაპზე მიხალისებს ცხოვრებას. ამიტომ, მამაკაცმა, თუნდაც მშობლებმა, ეს ხალისი არ უნდა ჩაკლან ჩემში. ღია სამოსი მიხდება და თანაც ისე არ ვიცვამ, რომ საყვარელ მამაკაცს „გაუტყდეს“, შესაბამისად, მან ის, რაც მიყვარს, მომწონს თავისი აკრძალვებით არ უნდა მოკლას ჩემში. არც მინდა იმის გაფიქრება, რომ საყვარელ მამაკაცთან დათმობებზე დამჭირდება წასვლა. რჩევა და აზრის გათვალისწინება შეიძლება, მაგრამ ხან ერთი წავიდეს დათმობაზე და ხან მეორე, მგონი, არ იქნება ცუდი.

– ღია სამოსი ახსენე, როგორ ფიქრობ, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს?

– მიყვარს ღია სამოსი, მოკლე კაბა და ეს სიამოვნებას, ბედნიერებას მანიჭებს. შესაბამისად, ქალმა უნდა გამოაჩინოს ის, რაც ლამაზი აქვს. ის უნდა ჩაიცვას რაშიც თავს კომფორტულად და კარგად გრძნობს. ყველანაირ ტანსაცმელს ვიცვამ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და როგორი ამინდია.

ტატა დევდარიანი


скачать dle 11.3