კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწოდა სტალინმა „ჩემი ბაგრატიონი” და რატომ ხვრეტდა ლენინი მეძავებს


2001 წელს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ „დიდია სტალინის როლი და დამსახურება კაცობრიობის წინაშე. რუსეთში აღდგა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბი და ჰიმნი. მართალია, ჰიმნის ტექსტი შეცვლილია, მაგრამ სტალინისდროინდელი ალექსანდროვის მუსიკა ძველებურად ჟღერს”...

1922 წლის 3 აპრილს სტალინი რკპ (ბ) ცკ-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს. ეს სრულიად ბუნებრივად და გამართლებულად ჩათვალეს, რადგან პარტიის სხვა ლიდერების უმეტესობა ეგრეთ წოდებულ „ოქტომბრის გადატრიალებამდე” უცხოეთში, კერძოდ კი ევროპის ქვეყანაში ცხოვრობდა, სადაც ისინი მწერლებად და ორატორებად ჩამოყალიბდნენ.

მხოლოდ სტალინს ხელეწიფებოდა, პრაქტიკულად განეხორციელებინა ტექნიკურად ჩამორჩენილი და ეკონომიკურად გაჩანაგებული აგრარული რუსეთის მომავლის პერსპექტივა, გადაექცია ის მაღალგანვითარებულ, მძლავრ ინდუსტრიულ ქვეყნად, გაემარჯვა ფაშიზმზე, გადაერჩინა მსოფლიო და კაცობრიობა ფაშიზმის ჭირისგან და საბჭოთა კავშირი გადაექცია მსოფლიოს ზესახელმწიფოდ და მშვიდობის ბურჯად. მაგრამ, სკკპ მეოცე ყრილობაზე ხრუშჩოვის მიერ წაკითხულმა მოხსენებამ „პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ”, დასაბამი მისცა სტალინის მთელი მოღვაწეობის არაობიექტურ და უსამართლო კრიტიკას, რომელიც მთლიანად შეთითხნილ სიყალბეზე იყო დაფუძნებული. სტალინი გამოიყვანეს რეპრესიების ფუძემდებლად, დესპოტად, მტარვალად, ჯალათად, მონსტრად და ასე შემდეგ. ქვემოთ მოგვყავს სრულიად განსხვავებული მასალები. აი, რას წერდა ვიქტორ სუვოროვი გაზეთ „სოვერშენნო სეკრეტნოში” (¹7, 1998 წ.) ლენინისა და ტროცკის შესახებ: „1937 წლის ტერორი დაიწყო არა სტალინმა, არამედ ტერორი დაიწყეს ლენინმა, ტროცკიმ და მათმა კამპანიამ”.

ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში ლენინი მოითხოვდა რეპრესიების გაძლიერებას. ამავე წლის 9 აგვისტოს ლენინი ნიჟნი ნოვგოროდის დეპუტატთა საგუბერნიო საბჭოს თავმჯდომარეს, ფეოდოროვს სწერდა: „დაუყოვნებლივ უნდა მოაწყოთ მასობრივი ტერორი, გაიყვანოთ და დახვრიტოთ ასობით მეძავი, რომლებიც ართობენ ჯარისკაცებს, ყოფილ ოფიცრებს და ასე შემდეგ. უნდა იმოქმედოთ გამალებით: მასობრივი ჩხრეკა, დახვრეტა იარაღის შენახვისთვის”.

1918 წლის აგვისტოში ლენინი, მასზე ფანი კალანის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, პენზის საგუბერნიო საბჭოს სახელზე გაგზავნილ ტელეგრამაში მიუთითებდა: „საეჭვო ხალხი ჩაკეტეთ ქალაქგარეთ, საკონცენტრაციო ბანაკში!“ ათი დღის შემდეგ, 1918 წლის 5 სექტემბერს გამოიცა რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტი „წითელი ტერორის შესახებ”, რომელშიც, მასობრივ დახვრეტათა გარდა, ნათქვამი იყო: „გაიწმინდოს საბჭოთა რესპუბლიკა კლასობრივი მტრებისგან, მათი საკონცენტრაციო ბანაკებში იზოლირებით”.

1918 წლის 12 დეკემბერს, შლიმაზნიკოვისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში ანტიქრისტე ლენინი მიუთითებდა: „დააწექით მთელი ძალით, რათა დაიჭიროთ და დახვრიტოთ ასტრახანელი სპეკულანტები და მექრთამეები. ამ გარეწრებს ისე უნდა გავუსწორდეთ, რომ წლების განმავლობაში ყველას დავამახსოვრდეთ”.

საერთოდ, ამდაგვარი წერილებით, ტელეგრამებით, ლოზუნგებით, მოწოდებებით, მითითებებითა და დირექტივებით, სავსეა ლენინის თხზულებათა ტომები.

რუსეთში იმჟამინდელი სამოქალაქო ომის და „წითელი ტერორის” მოთავე და ორგანიზატორი იყო იაკობ სვერდლოვი. მან და ლევ ტროცკიმ ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ გაენადგურებინათ რუსეთის გენეტიკური ფონდი. ცნობილია აგრეთვე, 1919 წლით დათარიღებული იაკობ სვერდლოვის დირექტივა – „მდიდარი კაზაკების და საერთოდ, ყველა კაზაკის განადგურების შესახებ”. უფრო შემზარავი იყო იაკრის „დირექტივა” – „ვისაც იარაღი აქვს, ყველა ადგილზე დაიხვრიტოს”!

ტუხაჩევსკიმ იაკრთან, ბაზილევიჩთან და სხვებთან ერთად, 1919 წლის იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით, გაანადგურა დონელი „თეთრი კაზაკები“, შემდეგ კი, ლენინის პირადი ბრძანებით, მათ სასტიკად ჩაახშეს ტამბოვის გუბერნიის გლეხთა აჯანყება, რომლის დროსაც 200 ათასი გლეხი თავიანთი ოჯახებით, სიცოცხლეს გამოასალმეს. ტუხაჩევსკი შემდგომში თავს იმით იმართლებდა, რომ იგი ლენინის ბრძანებას ასრულებდა.

1920 წელს ნიკოლოზ ბუხარინმა, განაზოგადა რა თავისი პრაქტიკული გამოცდილება, დახვრეტას უწოდა „კაპიტალისტური ეპოქის ადამიანური მასალისგან კომუნისტური კაცობრიობის გამომუშავების მეთოდი”. 1930 წელს იგივე ბუხარინი წერდა, რომ „კულაკებთან ტყვიის ენით უნდა ილაპარაკონ”.

ანტისტალინელები ბევრს ცდილობდნენ, მოეძებნათ სტალინის რეზოლუცია ვინმეს დახვრეტის შესახებ, მაგრამ ჩანაწერებიდან ცნობილია სიტყვა „სალახანა”, რომელსაც, სხვათა შორის, ის ხშირად ხმარობდა.

ადრე რუსი ნაციონალისტ-შოვინისტები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ლენინს, ტროცკის, ბუხარინს, კამენევს, ზინოვიევს, სვერდლოვს, ტუხაჩევსკისა და სხვებს, ლამის ანგელოზებად ხატავდნენ და ახასიათებდნენ, ხოლო ყველა მომხდარ დანაშაულს, რეპრესიებსა და უბედურებას სტალინს აბრალებდნენ. არადა, 1937-1938 წლებში ქვეყანას რეპრესიების ტალღამ გადაუარა, რომელსაც, როგორც დამნაშავეები, ასევე უდანაშაულო ხალხი შეეწირა. ნათქვამია, რომ „როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო”. მთავარი აქ ის იყო, რომ რეპრესიების ბორბალი, პირველ ყოვლისა, მათ წინააღმდეგ მოტრიალდა, ვინც მისი ტრიალი დაიწყო და ყველა მათგანმა სიცოცხლე სწორედ იმ წლებში დაამთავრა. მათზე კარგად აქვს ნათქვამი მოლოტოვს: „ახლა მიღებულია, რომ ნამდვილი მტრები წარმოგვიდგინონ სტალინისდროინდელ მსხვერპლებად”.

30-იანი წლების დამდეგს ქვეყანაში ადგილი ჰქონდა დიდი მასშტაბის ტერორისტულ აქტებს, მავნებლობას, საბოტაჟს და, რაც მთავარია, აქტიურად მოქმედებდა გერმანიის „მეხუთე კოლონა”. საერთოდ კი, მსოფლიოს ისტორიაში ცნობილია, რომ რეპრესიებს ადგილი ჰქონდა ძირითადად ისეთ ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა სახის რევოლუცია ხდებოდა ან სამხედრო გადატრიალების შედეგად ახალი ხელისუფლება დგებოდა სათავეში. ასე იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩინეთში, ჩილეში, ხოლო ბოლო დროს – ყირგიზეთში. სწორედ ამ დროს იბადებოდა სისასტიკე და ძალადობა, იწყებოდა სამოქალაქო ომი, რაც საბოლოო ჯამში, იწვევდა და იწვევს ძმათაკვლას და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტას. იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს გამხეცებული ხალხის დანაშაულებრივ ქმედებას, ქაოსსა და ანარქიას, საჭირო და აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა და სისხლისღვრა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ დემოკრატიული გზით, რომ ქვეყანაში მოქმედებდეს კანონების დიქტატურა, მისი უზენაესობა, მისი დამორჩილება და შესრულება, რადგან, უინსტონ ჩერჩილის მიერ ნათქვამ ფრაზას თუ დავუჯერებთ, „დემოკრატიაზე ცუდი არაფერია, მაგრამ მასზე უკეთესიც, არაფერი არ არის”. ერთობ საინტერესო და საგულისხმო მასალა იყო გამოქვეყნებული 20 წლის წინ, მოსკოვის გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის” (¹5, 1990 წ.) ფურცლებზე. აი, ისიც: „ნ. ს. ხრუშჩოვის დავალებით, 1954 წლის 1 თებერვლის თარიღით მის მაგიდაზე იდო სსრკ გენერალური პროკურორის – რუდენკოს, შინაგან საქმეთა მინისტრის – კრუგლოვისა და იუსტიციის მინისტრის – გორშენინის ხელმოწერილი ხუთგვერდიანი ცნობა 1921 წლიდან 1954 წლის პირველ თებერვლამდე კონტრრევოლუციური დანაშაულისთვის დასჯილთა შესახებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში სამხედრო ტრიბუნალების, „სამეულებისა“ და სასამართლოების მიერ მსჯავრდებულია 3 777 380 კაცი, აქედან, უმაღლესი სასჯელით – 642 980.

ამათგან, სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს 1934 წლის 5 ნოემბრის დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან შექმნილი საგანგებო სათათბიროების, სასამართლოებისა და ტრიბუნალების მიერ, ამ დროიდან 1953 წლის პირველ სექტემბრამდე ზემოთ აღნიშნული ბრალდებით, მსჯავრდებულია სულ 442 581 კაცი, აქედან დახვრეტილია 10 101 ადამიანი.

გამოდის, რომ იმ ავადსახსენებელი სტალინური რეპრესიების დროს, სასჯელის უმაღლესი ზომა მისჯილი აქვთ 10 101 კაცს. მაგრამ უგუნურმა და ღვარძლიანმა ხრუშჩოვმა სპეციალურად აუარა გვერდი ლენინისა და მისი კამპანიის მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტის, დახვრეტებისა და ხალხის მასობრივი განადგურების შემთხვევებს და ყველა რეპრესია მთლიანად სტალინს გადააბრალა, თანაც, რეპრესირებული ხალხის რაოდენობა განზრახ 20 მილიონამდე აიყვანა.

1938 ივლისში საქართველოს ცკ-ს პირველ მდივანს, ბერიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გოგლიძემ გადასცა ეჟოვის მიერ ხელმოწერილი ორდერი, ბერიას დაპატიმრების შესახებ. ბერია დაუკავშირდა სტალინს და მისგან მიიღო ნებართვა მოსკოვში ჩასვლის შესახებ. ბერია ჩადის მოსკოვში და ხვდება სტალინს, რის შემდეგაც, ეჟოვის ორდერი უქმდება. 1938 წლის აგვისტოში, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს სესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ეჟოვის პირველ მოადგილედ და სახელმწიფო უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა ლავრენტი ბერია. ამგვარმა გადაწყვეტილებამ ეჟოვი დათრგუნა, რადგან იგრძნო, რომ მისი კარიერის დასასრული მოახლოვდა. ეჟოვი ადამიანებს ბრალდების მტკიცებულების გარეშე აპატიმრებდა და პარტიის ზურგს უკან ამოფარებული თვითნებობდა.

1938 წლის დეკემბერში ბერია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს. ეჟოვი ჯერ დააპატიმრეს, ხოლო 1940 წლის 4 აპრილს დახვრიტეს.

1939 წელს მოწვეულ იქნა პარტიის მეთვრამეტე ყრილობა, სადაც ცალკე განიხილეს რეპრესიების საკითხი, რომ ყრილობის დადგენილებაში აღნიშნული რეპრესიები გაუმართლებელი იყო და რეპრესირებულთა საქმეები გადასინჯვას ექვემდებარებოდა. ასეც მოხდა – დიდი სამამულო ომის დაწყების წინ, პატიმრობიდან და გადასახლებიდან მილიონზე მეტი რეპრესირებული გათავისუფლდა.

აი, რას წერდა ცნობილი რუსი მწერალი კონსტანტინე სიმონოვი თავის წიგნში, „ჩემი თაობის ადამიანის თვალით“: „ბერიას დანიშვნა ისე აღვიქვით, თითქოს, სტალინმა მოიყვანა კაცი საქართველოდან მკაცრი დავალებების შესასრულებლად. კაცი, რომელსაც სტალინი ენდობოდა და რომელსაც, ალბათ, ეჟოვის შეცდომები უნდა გამოესწორებინა. ბერიას დროს გაათავისუფლეს იმ სამხედროთა მეოთხედი, რომლებიც ეჟოვმა დააპატიმრა. ამრიგად, ხმები იმის შესახებ, რომ ბერია აღადგენდა კანონიერებას და ეჟოვის დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებდა, სარწმუნო აღმოჩნდა”.

სხვათა შორის, პატიმრობიდან გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ მომავალი მარშლები – როკოსოვსკი და მერეცკოვი. როდესაც კონსტანტინე როკოსოვსკი სტალინთან მიიყვანეს, მას სტალინი შეეკითხა: „ამხანაგო როკოსოვსკი, აქამდე სად იყავით?“ როკოსოვსკიმ მოკლედ უპასუხა: „ვიჯექი ამხანაგო სტალინ!”. დიდი სამამულო ომის პერიოდში მან თავი გამოიჩინა განსაკუთრებული მხედრული ნიჭით. ასე რომ, სტალინი მას ეძახდა: „ჩემი ბაგრატიონი”. თუკი ნაპოლეონი, ჩერჩილი, რუზველტი და სხვები წარმოადგენენ თავიანთი ქვეყნების ისტორიას, რა დააშავა სტალინმა? ის ხომ იყო არა მარტო მშობლიური, პატარა საქართველოს, არამედ, აგრეთვე, უდიდესი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის ისტორიაც.

წერილს ვამთავრებ ცნობილი რუსი მწერლის ანდრეი ბიტოვის სიტყვებით: „ქვეყანაში ყოველთვის იქნება დროებითი ხალხი და ქურდები, მანამდე, სანამ არ მოვა ძლიერი მხვნელი, რომელსაც უნარი ექნება, სახელმწიფოზე იზრუნოს. ასეთი იყო იოსებ სტალინი“.


скачать dle 11.3