კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანდატდახეულები


პარლამენტში სკამია

საზოგადოებამ ის-ის იყო დაივიწყა, რომ, თავის დროზე, რამდენიმე ოპოზიციონერმა თანამებრძოლებს უგანდაგანა და მანდატის დაჭრას ხალხის რჩეულთა სავარძელში ჩაბრძანება ამჯობინა (ოფიციალური ვერსიით – ასე უფრო გამოვადგებით ჩვენს ქვეყანასო; არაოფიციალურად კი – სამნულიანი ყოველთვიური ხელფასის ეშხით), რომ ცალუღელა დეპუტატებსა და უმრავლესობას შორის ლამის შავმა კატამ გაირბინა. გასულ კვირას ბ-ნმა დავითაიამ (რომელსაც ლამის ყველაზე მეტად გაუმართლა: ვიცე-სპიკერობასაც გამოჰკრა ხელი და აგვისტოს ომიც საპარლამენტოდ გამოიძია) კიდევ ერთხელ მოითხოვა სეპარატისტ ლიდერებზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება და მათი სახელ-გვარების ინტერპოლისთვის გადაცემა. მეტიც, კოლეგებს დაემუქრა, თუ წლის ბოლომდე არ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ჩემი ფეხი არ იქნება არც კონსტიტუციაზე და არც საარჩევნო კოდექსზე მომუშავეთა შორისო (ოღონდ ისიცაა, ასეთ აღელვებულსაც კი არ წამოსცდენია, მანდატს დავტოვებო). ხოლო, რაკი ბ-ნმა მაჭავარიანმა კოლეგას აგრესიულად (მე ვიტყოდი, უპატივცემულოდაც) შეუტია: გინდა, გადი, გინდა, გამოდიო, უნდა ვივარაუდოთ, თავის დროზე, ოპოზიციას მოგლეჯილ დეპუტატებს უმრავლესობამ უკვე ენა შეაჩვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ თავიანთი მისიაც უკვე ამოწურეს; უკვე ამოწურეს, ვინაიდან დემოკრატიული იმიჯის გასაკეთილშობილებლად სახელისუფლო დემოკრატიული მზერა ამჟამად მანდატდახეული დეპუტატების, უფრო ზუსტად, მათი შემოტყუებისკენაა მიპყრობილი, მოარული ხმების თანახმად, სამი მათგანი უკვე მზადაა ცდუნებისთვის, რაც, შესაბამისად, აჩენს კითხვას: თუ მაინც არ აიცდენდნენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სკამს), რატომღა დაკარგეს ერთი წლის ხელფასი?!


скачать dle 11.3