კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადააჭარბა ბიმონის მსოფლიოს რეკორდს 10 სანტიმეტრით სადესანტო სასწავლებლის ქართველმა პირველკურსელმა


ოლიმპიური რეკორდი

სპორტი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ძველი მოჭიდავე ვარ, თუმცა, დიდი მიღწევები არასდროს მქონია და ჩემი წარმატებები სასწავლებლის ჩემპიონობას არ გასცდენია. მაგრამ, ერთხელ, ისეთი რამ შემემთხვა, რომ თავად ლეგენდარული ბიმონიც კი დავჩრდილე. ბობ ბიმონი ამერიკელი მძლეოსანი იყო და 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიადაზე 890 სანტიმეტრზე გადახტა სიგრძეში.

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ქალაქ რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებლის პირველკურსელი ვიყავი. სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, ჩვენთან გაათმაგებული დისციპლინა იყო და ყაზარმული სისტემით ვცხოვრობდით. საღამოს 10 საათზე ვალდებულები ვიყავით, დაგვეძინა, მაგრამ ჩვენ დროსტარება გვინდოდა და გაპარვას მაინც ვახერხებდით. რიაზანში მაგარი „ნაშები” ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი მე „ტანცებზე” გავიცანი და მასთან დავიწყე სიარული. ყოველღამე ვიპარებოდი და მასთან მივდიოდი, დილას კი უკან ვბრუნდებოდი და ორსაათიანი ძილის შემდეგ მეცადინეობას ვესწრებოდი. სასწავლებელს პოლკოვნიკი ფედოსეევი ხელმძღვანელობდა. ის საბრძოლო ტაქტიკას გვასწავლიდა და ძალიან მკაცრი იყო. მის ლექციებზე სამარისებური სიჩუმე სუფევდა და ვინმეს ხმა რომ ამოეღო კი არა, თუნდაც, ხმამაღლა რომ ამოესუნთქა, ფედოსეევი თავისი ბარიტონით დასჭექდა:

– რა გუგუნი აგიტყდათ, ხმა, კრინტი!

ერთხელ ჩემს „ნაშას” ვეწვიე და, სანამ მის ფანჯარაში გადავძვრებოდი, კინაღამ კისერი მოვიტეხე. სიბნელეში ვერ შევამჩნიე უზარმაზარი თხრილი, რომელიც თურმე მშენებლებს დაუტოვებიათ.

– მიწისქვეშა კომუნიკაციებს აკეთებდნენ და გათხარეს – მითხრა ჩემმა „ნაშამ”. ის ძალიან მომწონდა, თუმცა, არც მისი გვარი ვიცოდი და მხოლოდ მის ოთახში ვიყავი ნამყოფი. ტანია ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და, მე რომ მასთან ვნებივრობდი, მეორე ოთახში მის მშობლებს ეძინათ.

სწორედ იმ დღეს, როდესაც კისერი კინაღამ მოვიტეხე, ძალიან მომინდა ტუალეტში გასვლა. ტანიამ იქამდე მიმაცილა და თავის ოთახში დაბრუნდა.

მე ჩემი საქმე მოვითავე, ფეხაკრეფით გამოვედი ტუალეტიდან და ტანიას ოთახს რომ მივადექი, შემთხვევით, კარს დავეჯახე. ამ დროს მძლავრი ბარიტონი მომესმა:

– რა გუგუნი აგიტყდათ, ხმა კრინტი!

უცებ მივხვდი, სად ვიმყოფებოდი და ვინ იყო ტანიას მამა, ამიტომ, აღარ დავაყოვნე, ტანიას ოთახში შევვარდი, ჩემს ტანსაცმელს მოვკიდე ხელი, ფანჯრიდან გადავხტი და მთელი ძალით მოვკურცხლე. გზაში გამახსენდა, რომ უზარმაზარი თხრილი უნდა გადამელახა, მაგრამ უკვე გვიან იყო, მე მის პირას ვიყავი და ისეთი სისწრაფით გავრბოდი, რომ გაჩერებას ვერ მოვახერხებდი. ამიტომ, სიჩქარეს მოვუმატე და თხრილს გადავაფრინდი.

გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ მეორე დღეს თხრილი გავზომე და ზუსტად 9 მეტრი სიგრძის აღმოჩნდა, რაც ბიმონის ლეგენდარულ რეკორდზე 10 სანტიმეტრით მეტი იყო.

გაჭირვება მაჩვენეო, ხომ გაგიგონიათ...

პოლკოვნიკ ვილენ ბენიძის ნაამბობის მიხედვით


скачать dle 11.3