კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1996 წლის 1 დეკემბერს. მაინტერესებს და გთხოვთ მიპასუხოთ, რომელი ქვა უნდა ატაროს მან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად და რომელ პროფესიებში გაუმართლებს უფრო მეტად?

პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი და სასურველი ქვებია აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ლაზურიტი, ტოპაზი, ოპალი, მთის ბროლი, ბრილიანტი, ქარვა, ფირუზი და სერდოლიკი. პროფესიებიდან კი მეტად სასურველი და წარმატებების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, კოსმეტიკურ-პარფიუმერიული ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე და პედაგოგიკა.

კითხვა: დავიბადე 1981 წლის 20 აგვისტოს, საღამოს საათებში. უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას და ძალების მოსინჯვას?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის კარმული მისია და დიდი წარმატებების მომტანი არ არის, თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: საფრანგეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკიდან, პერუ, ავსტრია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი მხარე, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ლატვია, მონაკო, ჰავაის კუნძულები და გვატემალა. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 8 მაისს, საღამოს საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი სამომავლოდ?

პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან მეტად კარგი, მისაღები და წარმატებების მომტანია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება; პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საკონსულოების და საელჩოების დონეზე, იურისპრუდენცია, პედაგოგიკა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 20 იანვარს, დღის საათებში. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა. ქვეყნებიდან მისაღებია: რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია, ავსტრია, ესპანეთი. პროფესიებიდან თქვენთვის წარმატების მომტანია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული და ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე, მედიცინიდან კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკის სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროება, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, დიზაინი, საბანკო-ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე.


скачать dle 11.3