კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ასტროლოგიურ ტიპს განეკუთვნებით და რა კავშირშია თანავარსკვლავედი და თქვენი დაბადების მომენტი ერთმანეთთან


ყველა ადამიანი ინდივიდია და თავისი დამახასიათებელი ტემპერამენტი გააჩნია. ამქვეყნად, თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ერთმანეთს გარეგნობით უფრო ჰგავს, ვიდრე ხასიათით. შეიძლება, მთელი ცხოვრება ნამდვილად ახლობელ ადამიანთან შეხვედრაზე ოცნებობდეთ, მაგრამ ის გარშემო მყოფებს შორის ვერ იპოვოთ; შეიძლება, უამრავ პროფესიაში სცადოთ ბედი, მაგრამ თქვენთვის წარმატებული, სასურველი და შესაბამისი საქმე ვერ იპოვოთ. არადა, იმედის გაცრუების მიზეზი მხოლოდ თქვენშია და ეს უნდა იცოდეთ.

ასტროლოგიური კუთხით, ხასიათის მიხედვით, ადამიანთა ტიპები გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მართალია, ტრადიციულად გამოყოფენ ქოლერიკებს, მელანქოლიკებს, სანგვინიკებსა და ფლეგმატიკებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, ეს უფრო ტემპერამენტის გამოვლინების ხარისხია, ვიდრე ხასიათის ტიპის.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შეგვიძლია, განვსაზღვროთ ადამიანთა ზოგადი ტიპები. მაგალითად, ერთნაირი თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ერთმანეთის მსგავსი გემოვნება, შეფასებების საკუთარი საზომი და გამოცდილება აქვთ.

ასევე, შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ რომელ ტიპს განეკუთვნებით. ამაში კი ასტროლოგიური ტესტი დაგეხმარებათ, რომელსაც სრული სიზუსტით უნდა გასცეთ პასუხი, მაგალითად:

ანგარიშიანი რეალისტები მთელი გულით ესწრაფვიან კარიერის გაკეთებას, იზიდავთ მატერიალური კეთილდღეობა, ნაბიჯ-ნაბიჯ და დეტალურად გეგმავენ საკუთარ მომავალს, შეცდომებით ბევრ რამეს სწავლობენ და მას აღარასოდეს უშვებენ. თუ თქვენ ასეთი ტიპი ხართ, ესე იგი ანგარიშიანი რეალისტი ყოფილხართ და თქვენი ადგილი ასეთი ხალხის გარემოცვაშია.

მოთამაშის ტიპის ადამიანი ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას ენდობა, ყველას უსმენს, მაგრამ საკუთარი ჭკუით მოქმედებს, ცხოვრობს დღევანდელი დღით, საკუთარ წარუმატებლობას ყოველთვის გარშემო მყოფებს აბრალებს. ასეთ ადამიანს არ აქვს სურვილი და არც ძალა შესწევს გვერდიდან შეხედოს და კრიტიკულად მიუდგეს საკუთარ ქცევებს.

დემონსტრაციულ ტიპს განეკუთვნება ის ადამიანი, ვისაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში უყვარს ყოფნა. ასეთები არიან პოლიტიკოსები, ხელოვანი ხალხი...

საქმიანი ტიპის ადამიანებისგან დიდი ენერგია მოდის. მათ არ შეუძლიათ რუტინული და მონოტონური მუშაობა. უყვართ იდეების სწრაფად რეალიზება. შეუძლიათ დაბრკოლებების გადალახვა, მოხერხებული ქმედება. თუ ასეთი ხართ, ესე იგი, თქვენ ასტროლოგიურად საქმიან ტიპს განეკუთვნებით.

იდეური ტიპები ყველაზე ხშირად ინტელექტუალები, მეცნიერები, ტექნიკოსები არიან და ამავე სფეროში დიდ წარმატებებს აღწევენ. თავისი აზრებითა და იდეებით, ისინი ხშირად საკუთარ თავში იკეტებიან, არ უყვართ გარშემო მყოფებთან დიდხანს კონტაქტი. ადვილად შეიძლება მათი განაწყენება. მათ შეუძლიათ ისეთი არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ბევრის გაოცებას იწვევს. ასეთ ადამიანებთან კონტაქტი ძალიან რთული, მაგრამ საინტერესოა. თუ ამ ტიპს განეკუთვნებით, მაშინ შეგიძლიათ თამამად თქვათ, რომ თქვენ ასტროლოგიური კუთხით, იდეურ ტიპს განეკუთვნებით.


скачать dle 11.3