კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ადამიანს კვირა დღეს თმის შეჭრა და როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები კვირის გარკვეულ დღეებში


ალბათ, ბევრმა არ იცით, რომ კვირის გარკვეულ დღეებში თმის შეჭრით საფრთხეს უქმნით საკუთარ თავს. თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, მაშინ აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სტილისტთან წასვლა თქვენთვის საშიში არ არის. როგორც ქალბატონი ნანი ამბობს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევ დღეს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა. არც კვირა დღეს ვარგა თმის შეჭრა. როგორც ძველ ეზოთერულ ლიტერატურაში წერია, პარასკევ და კვირა დღეს თმის მოჭრა იმიტომ არ ვარგა, რომ ამით თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ბედ-იღბალს, გარკვეულ საფრთხეს უქმნით. ასე რომ, უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ, სწორად შეარჩიოთ ის დღე, როცა თმის მოჭრა არ არის თქვენთვის სასურველი და არც ძველი ეზოთერიკოსების რჩევები უგულებელყოთ.


ნანი: დამერწმუნეთ, კვირის ნებისმიერ დღეს თმის შეჭრა თუ ვარცხნილობის გაკეთება სასურველი, ნამდვილად არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამით ადამიანი გარკვეულ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და საფრთხეში აგდებს სიცოცხლესაც კი.

– ქალბატონო ნანი, იქნებ დააკონკრეტოთ, კვირის რომელ დღეს არ არის სასურველი თმის შეჭრა, რომ თავი დავიზღვიოთ შესაძლო საფრთხისგან?

– მომწონს გამოთქმა: ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულიაო. ჰოდა, მე ამ საქმეში გამოცდილება მაქვს, უამრავ ეზოთერიკოსთან მქონია შეხება, ლიტერატურაც წაკითხული მაქვს მსგავს თემებზე და შემიძლია, გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები მოგცეთ. მაგალითად, თუ თმას მზარდი მთვარის პერიოდში შეიჭრით, ის მალევე გაიზრდება, თუ კლებადი მთვარის დროს, მაშინ შედარებით – გვიან. რაც შეეხება კვირის დღეებს, მაგალითად, თუ თმას ორშაბათ დღეს შეიჭრის ადამიანი, დეპრესიისგან, დარდისგან და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდება. ამ დღეს მოჭრილ თმას თან უარყოფით ემოციას ვატანთ და ამისგან ვთავისუფლდებით. თუ სილამაზის სალონში წასვლას და ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათს გადაწყვეტთ, საკუთარ თავს უსიამოვნო და მოულოდნელი ამბებისგან დაიცავთ და თანაც გარშემო მყოფებისგან მოულოდნელ და გარკვეულ დახმარებასაც მიიღებთ. ოთხშაბათს საპარიკმახეროში ვიზიტი და ვარცხნილობის შეცვლა-მოწესრიგება დაგეხმარებათ დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები სამსახურში, ოჯახსა თუ საქმიან პარტნიორებთან. წამოწყებულ საქმეებსაც წარმატებით წარმართავთ და პრობლემებსაც ადვილად მოაგვარებთ. ხშირად კი, ოთხშაბათ დღეს თმის შეჭრას მოულოდნელი ინფორმაციის გაგება მოჰყვება ხოლმე თან. თუ გინდათ, მეტად ავტორიტეტული გახდეთ, საკუთარი თავის რწმენა გაიასმაგოთ, გარშემო მყოფთა მაქსიმალური ყურადღება მიიქციოთ და კოლეგების აღიარებაც მოიპოვოთ, მაშინ გირჩევთ, თმა სწორედ ხუთშაბათს მოიჭრათ. რაც შეეხება პარასკევს, კვირის ამ კონკრეტულ დღეს, მე თუ დამეკითხებით რჩევას, თმის შეჭრას არ გირჩევთ, რადგან ამ დღეს ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შენელებულია და თმის შეჭრა ამის გამო არ არის რეკომენდებული. ამ დღეს მოჭრილი თმა ნელა იზრდება და თან სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის. გირჩევთ, სილამაზის სალონს შაბათს მიაკითხოთ და ვარცხნილობა სწორედ ამ დღეს მოიწესრიგოთ. ვინაიდან, ვარცხნილობის მოწესრიგება შაბათ დღეს მარტოობისგან გაგათავისუფლებთ, გაგიჩენთ თანამოაზრეებს, საკუთარ თავში დაგანახებთ ძალებს, გაგიძლიერებთ თვითრწმენას და გაგიჩნდებათ სიყვარულისა და ვნებების თამამად გამოხატვის სურვილი. შაბათს თმის შეჭრით ცხოვრებისეულ პრობლემებს უფრო ადვილად და წინაღობების გარეშე მოაგვარებთ და უარყოფითი ენერგიისგანაც ადვილად გათავისუფლდებით. ეს რჩევა გაითვალისწინეთ და თავად დარწმუნდებით, რა სწრაფად შეგეცვლებათ გუნება-განწყობა სასიკეთოდ, აგიმაღლდებათ სასიცოცხლო პოტენციალი და სიყვარულის გამოხატვის სურვილი. რაც შეეხება კვირას, ამ დღეს თმის შეჭრა კატეგორიულად იკრძალება. სწორედ ამ დღეს აღწევს ადამიანის და მისი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს.

– თუ ამას არ გაითვალისწინებს ადამიანი და თმას სწორედ ამ დღეს შეიჭრის, მაშინ რა მოხდება?

– თუ ზემოთ ნათქვამს არ გაითვალისწინებთ და კვირა დღეს შეიჭრით თმას, ამით კოსმოსთან კავშირს დაარღვევთ და თქვენზე ეს უარყოფითად აისახება. ამიტომ, მე გაფრთხილებთ და კატეგორიულად გთხოვთ, კვირა დღეს ნუ შეიჭრით თმას და ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემას, ისედაც გაუსაძლისსა და პრობლემურ ცხოვრებაში. მესმის, ბევრი კვირას აკითხავს სილამაზის სალონს თმის მოსაწესრიგებლად, ორშაბათისთვის, სამსახურში ლამაზად რომ წავიდეს, მაგრამ, ეს ხომ შეგიძლიათ შაბათს ან ორშაბათ დილითაც მოახერხოთ? თქვენ წარმოიდგინეთ, უძველესი დროიდან, ჩვენი წინაპრებიც კი, ბავშვს ამ დღეს არაფრით მოაჭრიდნენ თმას. ამიტომ, თქვენც დაიზღვიეთ თავი და გაითვალისწინეთ და შეასრულეთ ეს რჩევები, რომლებიც უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. აქვე გეტყვით, რომ კვირა დღეს არა მარტო თმის, არამედ ფრჩხილის მოჭრაც არ არის სასურველი. არ გირჩევთ ასევე, ფრჩხილის და თმის იმ დღეს მოჭრას, როცა დაიბადეთ.

– თუ ასე არ მოვიქცევით?

– მაშინ, საკუთარ ბედნიერებას შეებრძოლებით და შეუშლით ხელს. მგონი, ეს არავის უნდა. დაფიქრდით და თავად განსაჯეთ, რა არის თქვენთვის კარგი, რა მიუღებელი და ისე იმოქმედეთ. ელემენტარული რჩევების გათვალისწინებით თუ დაიცავთ საკუთარ ბედს, ამის გაკეთებაზე რატომ უნდა თქვათ უარი, არ მესმის. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობ, მე თვითონ საკუთარ თავზე დავცადე და არც კარიერას ვუჩივი და არც პირად ცხოვრებაში მაქვს საქმე ცუდად. თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, სხვებსაც დავეხმარო. ჩემი რჩევაა, მიეცით საკუთარ ბედს მეტი გასაქანი.

– ამბობენ, თმის საკუთარი ხელით შეჭრა არ შეიძლება, მას უბედობა და პრობლემები ახლავს თანო. ამაზე რას გვეტყვით?

– ეს სრული სიმართლეა. არასდროს შეიჭრათ საკუთარი ხელით თმა. ეს სიცოცხლის შემოკლებას უწყობს ხელს. ასევე, არასდროს შეიჭრათ თმა ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ და არ გადაყაროთ ის ურნაში. გაახვიეთ შეჭრილი თმა და გამდინარ წყალს გაატანეთ, მაგალითად, მდინარეს. აქვე გეტყვით, რომ ვარცხნილობას, გარკვეული ცვლილების შეტანა შეუძლია ადამიანის ბედშიც. მაგალითად, უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარე სამყაროსთან. მარცხნივ და უკან გადავარცხნილი თმა ადამიანს ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარება. გაშლილი თმა უდარდელი ცხოვრების ნიშანია. დახვეული და გაშლილი თმა ფიზიკური რეაქციების გაძლიერებას უზრუნველყოფს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს. ასევე, საწინააღმდეგო სქესის დაინტერესებას იწვევს და ყოველთვის გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში იქნებით. ტალღისებური და გაშლილი თმის ტარება კარიერაში და ბიზნესში მოგიტანთ წარმატებებს. მინდა, იმ ქალბატონებს მივცე რჩევა, რომლებიც არც ბედს უჩივიან და არც საკუთარი საქმით არიან უკმაყოფილო. კერძოდ, მათ მინდა, ვუთხრა, ცუდი კუთხით ცვლილებები თუ უნდათ თავიდან აიცილონ, მოერიდონ ვარცხნილობის, სტილისა და თმის ფერის შეცვლას. იმიჯის უცაბედი შეცვლა შესაძლოა, მათთვის წარმატების, წინსვლის შეჩერების მიზეზი გახდეს. ზოგი მეტყვის, რა კავშირშია ახლა ეს ჩვენს ცხოვრებასთანო. მათ შევახსენებ, რომ ჩვენს თმას მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია როდი აკისრია. ის კოსმოსთან გვაკავშირებს, იღებს ინფორმაციას, ინახავს ჩვენს წარსულს და აწმყოს. ეს ყველაფერი კი, ადამიანის ენერგეტიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს. რაც შეეხება თმასა და ბედს შორის კავშირს, ალბათ გსმენიათ, რომ მჩხიბავები და ჯადოქრები, ადამიანის წინააღმდეგ, ბოროტულად იყენებდნენ და დღესაც იყენებენ, სწორედ ადამიანის თმას. თმაზე გაკეთებული ჯადო ყველაზე სწრაფი და საშიშია და მას ადამიანის ბედის უარესობისკენ შეცვლის ძალაც გააჩნია. ბევრმა კი, ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება იმიჯის არასწორ დროს და არასწორი ფორმით შეცვლით, ანუ ვარცხნილობის ახალი სტილით, მთლიანად ამოაყირავა და ცხოვრება დაიმახინჯა. გეთანხმებით, ერთფეროვანი ვარცხნილობა, მართლაც მოსაბეზრებელია, მაგრამ მისი შეცვლა ისეთ დღეს უნდა დაგეგმოთ, როცა ეს სასურველია და არც საფრთხეს გიქადით. თმის საშუალებით ჩვენ იმ ენერგიას ვიღებთ, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო და ამიტომ მას მეტად ფრთხილად უნდა მივუდგეთ. თმის შეჭრით ხდება ადამიანის გარკვეული ენერგეტიკული ცვლილება, ამაზე ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ფლობდეს ინფორმაციას და წინასწარ გეგმავდეს ცვლილებებს იმიჯთან დაკავშირებით.


скачать dle 11.3