კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ჩაუ-ჩაუ ძვირი სიამოვნება და რა უქმნის საფრთხეს მათ სიცოცხლეს საქართველოში



ერთი შეხედვით სათნო და საყვარელი შეხედულების ძაღლი, ჩაუ-ჩაუ, საკმაოდ თამამი და შეუდრეკელი ხასიათით გამოირჩევა. ის საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას ითვლის და ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ფიქსირდება. ჩაუ-ჩაუს ჯიშზე უფრო დაწვრილებით კინოლოგიური კლუბის „ქენელ ლენდის“ ხელმძღვანელი, გია ჭულუხაძე მოგვითხრობს:



ჩაუ-ჩაუ ჩინური ჯიშია, ისევე როგორც შარპეი და, როგორც ჩინელები ამბობენ ძალიან ძველი ჯიში. ამ ტიპის ძაღლებზე ჩანაწერები ჯერ ჯიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნეში არსებობს. ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანია ლურჯი ფერის ენა. ის ორნაირია: გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი. ჩინეთში მას იყენებდნენ როგორც საომარ, საბრძოლო და სანადირო ძაღლს. ძალიან მძლავრი ფსიქიკის და ჩუმი ძაღლი იყო. შემდეგ მოვიდა მაო და წავიდა ჩაუ. რადგან მაომ თქვა, ეს კაპიტალიზმის გადმონაშთიაო, არ დაინდეს არაფერი, დაესივნენ ჩინელები და, სადაც ძაღლი ნახეს, ჭამეს და ჭამეს. ტაივანი მაშინ ცალკე იყო ჩინეთისგან, უფრო ინგლისის კოლონიად ითვლებოდა. ამიტომ ამ ძაღლების გაყვანა იქიდან ამერიკასა და ევროპაში ხდებოდა. სწორედ ამის წყალობით გადაურჩა ეს ჯიში უკვალოდ გაქრობას. მოგვიანებით ჩაუ-ჩაუს პოპულარიზება ევროპაში მოხდა, შემდეგ უკვე ამერიკაშიც. ჯიშის პოპულარიზაცია 1880-90-იანი წლებიდან საკმაოდ გაიზარდა. შემდეგ ამერიკელები ჩაერივნენ და, ჩემი აზრით, რამდენიმე ჯიშიც შეურიეს მას. ისეთი ჩაუ-ჩაუ, როგორსაც დღეს ვხვდებით, მაშინ სანადიროდ ნაკლებად ივარგებდა. ძველად უფრო მოძრავები და „შეკრულები“ იყვნენ. ამჟამად კი ჩაუ-ჩაუ შოუსთვის და ოჯახის ძაღლად უფრო ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუ-ჩაუ ოჯახისთვის ნაკლებად პრობლემურია, არ დაგავიწყდეთ მისი საბრძოლო წარსული და არ იფიქროთ, რომ რამეზე უკან დაიხევს. მიუხედავად თავისი შესახედაობისა, ძალიან ტემპერამენტიანი მებრძოლია.

– რას ნიშნავს სახელი „ჩაუ-ჩაუ“?

– „ჩაუ-ჩაუ“ ანგლოჩინური სლენგია. წინათ, როცა საბაჟოებზე სხვადასხვა ნივთების განბაჟებას აკეთებდნენ, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული, რა საქონელი გადაჰქონდათ. ჩინელებს, როგორც ახლა, მაშინაც ათასი წვრილმანი გადაჰქონდათ საზღვარზე. მებაჟეებს ყველაფერი ცალ-ცალკე რომ ჩამოეწერათ, ერთი ფურცელი არ ეყოფოდათ. ამიტომ იყენებდნენ გამოთქმას „ჩაუ-ჩაუ“ და ასევე წერდნენ. რადგან ძაღლებიც ასევე გადაჰყავდათ, ისინიც ამ სიაში ხვდებოდნენ. სწორედ აქედან ეწოდა ეს სახელი ამ ძაღლს და მას მერე „ჩაუ-ჩაუს“ ეძახიან.

– რა ღირსებით გამოირჩევა ჩაუ-ჩაუ?

– ამბობენ, რომ ეს პირველადი ჯიშია. როგორც ამტკიცებდნენ, ის ლაიკასთან ნაჯვარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლურჯი ენა ამ სქემაში არ ჯდება და დადგინდა, რომ ჩაუ-ჩაუ დამოუკიდებელი ჯიშის ძაღლია.

ჩაუ-ჩაუ არც ისე მაღალია, საშუალოდ 43-51 სანტიმეტრია. ის ჰარმონიულად განიერი, ჩადგმული ძაღლია, კისერზე კარგი ფაფრით. აქვს შედარებით მოკლე ცხვირი, კარგად გამოკვეთილი „სტოპი“, მაგრამ იმის გამო, რომ თვალსზედა ყვრიმალები კარგად აქვს განვითარებული, შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „სტოპი“ უფრო ღრმა და მაღალია. ძაღლი ჰარმონიული უნდა იყოს. მართალია, დიდი თავი აქვს, მაგრამ კორპუსზე ისე უნდა იყოს მორგებული, რომ ბალანსს არ არღვევდეს.

– ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური ნიშანი რა არის?

– უკანა ფეხების კიდურების კუთხეები გასწორებული უნდა იყოს და არა მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, ტეხილი მოძრაობებით მიაბიჯებს, შოუ-რინგზე ეს ფასდება ხოლმე. სხვა ძაღლებისთვის ზედმეტად გამოხატული კინოლოგიური ნორმა აქ ცოტა გვერდზეა გადაწეული.

– რა ფერის ჩაუ-ჩაუს ვხვდებით?

– არის შავი ფერის, ისევე როგორც წითური, ჩალისფერი და კრემისფერი.

– მათ ხასიათზე რას გვეტყვით?

– რომ გითხრათ, დიდი მოყვარული და კუდის ქნევია ძაღლია-მეთქი, არა. ჩაუ-ჩაუ საკმაოდ ამპარტავანი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩინელი „მანდარინია“. ვისაც თავშეკავებული ძაღლი უყვარს, მისთვის ჩაუ-ჩაუ მისწრებაა. ისე, ცოტა კაცური ხვრინვაც იცის.

– მის მინუსად რას დაასახელებთ?

– თუ თვალის ზედა ნაწილში ბევრი ნაოჭი აქვს, ხშირად, შეიძლება, წამწამის ჩაბრუნება გამოიწვიოს.

– ნაყარი რამდენი აქვთ?

– ძირითადად 3-4 ლეკვს იგებენ, ამაზე ბევრი იშვიათად შეიძლება ჰყავდეთ.

– რა ფასად არის ჩაუ-ჩაუს ლეკვის შეძენა შესაძლებელი?

– ჩაუ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მისი ლეკვი დაახლოებით 300-500 დოლარი ღირს.

– საქართველოში რომელია გავრცელებული – მოკლე თუ გრძელბეწვიანი?

– გრძელბეწვიანი. მოკლებეწვიანი საკმაოდ ახალი ხილია, ამიტომ საქართველოში არ მინახავს.

– სიცხეს როგორ ეგუებიან?

– უფრო სიგრილე უყვართ, მაღალ სიცხეს ვერ იტანენ. მათზე სიცხე იმდენად მოქმედებს, რომ ამის გამო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა იკლებს და სულ რაღაც 5-6 წელიწადს ცოცხლობენ. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც ჩაუ-ჩაუ 12-14 წელიწადს ცოცხლობს. ასე რომ, კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული ჩაუ-ჩაუს სიცოცხლის ხანგრძლივობა.

– ჩაუ-ჩაუ საქრთველოში პოპულარულ ჯიშად ითვლება?

– 10-12 წლის წინათ საკმარისი რაოდენობის იყო, მაგრამ ბოლო დროს შემცირდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი ჯიში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩაუ-ჩაუს სპეციფიკური მოვლა სჭირდება. ბეწვს ხშირად უნდა ვარცხნა, უნდა მოვარიდოთ სიცხეს და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3