კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაატარა პოლიტიკურმა ელიტამ ხავერდოვანი სეზონი აჭარაში





ართული პოლიტიკური ელიტა ხავერდოვან სეზონს აჭარის ზღვისპირეთში შეხვდა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ყველაზე მოდური კურორტები ჩაქვი, კვარიათი და გონიო იყო. ძალიან ბევრი პოპულარული სტუმარი ჰყავდა თემურ ჭყონიას კუთვნილ სასტუმროს ქობულეთში, „ჯორჯია პალასს“, რომელსაც პრესტიჟულობით აჭარის ვერც ერთი სასტუმრო ვერ შეედრება. ქართველმა პარლამენტარებმა ენერგიის აღსადგენად ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ „დაიბანაკეს“, სადაც „ბარხატნი“ სხდომაც გაიმართა და საზაფხულო არდადეგების დასრულებაც აღინიშნა. ყველაზე „მძიმე არტილერია“ კვარიათი იყო. დაზვერვის შეფი, გელა ბეჟუაშვილი, კვარიათში, ოჯახთან ერთად იმ სასტუმროში ისვენებდა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი, როგორც ამბობენ, თავადაც არის. გელა ბეჟუაშვილი, დაცვის ორ თანამშრომელთან ერთად, სანაპიროს ხშირი სტუმარი იყო. პოლიტ-ელიტასაც ხომ ისევე უნდა დასვენება, როგორც ჩვეულებრივ „მოკვდავთ“?! ამიტომაც დამსვენებლებს მათ დანახვაზე ემოციები თითქმის არ ჰქონიათ. „ხავერდოვანი იდილია“ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დაარღვია. ის კვარიათში ბეჟუაშვილების მეზობელია და კომფორტულ „მწვანე სახლს“ ფლობს. მან, ვინც 6 სექტემბერს კვარიათის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, მზეს მიფიცხებული ვანო მერაბიშვილი ნახა, ძალიან გაუჭირდებოდა იმის დაჯერება, რომ მის წინ ბოლო პერიოდის ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი უძლეველი პერსონა იყო. მას სანაპიროზე კამპანიას დათა ახალაია, ვასილ სანოძე და კიდევ სხვა მეგობრები უწევდნენ. იქვე იყო მინისტრის ვაჟი და მეუღლე, თაკო სალაყაია, რომელიც ფეხმძიმედაა და უახლოეს მომავალში მეორე შვილს ელის. ვანო მერაბიშვილი სანაპიროზე მცირერიცხოვანი დაცვით მივიდა ავტომობილით, რომლის საჭესთან თავად ბატონი მინისტრი იჯდა. დაცვის წევრებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ, არც სანაპირო გაუთავისუფლებიათ დამსვენებლებისგან, რის გამოც ემოციისგან გაოგნებული ბევრი წყვილი მინისტრის წასვლისა და მზის ჩასვლის შემდეგაც კი დარჩა სანაპიროზე... პოლიციური ელიტის დანახვა ყველაზე მეტად სიმინდის გამყიდველებს გაუხარდათ. თუმცა, ისინი გაოცებულები დიდხანს არწმუნებდნენ ერთმანეთს, რომ მზის დარტყმა ნამდვილად არ ჰქონდათ მიღებული...

ვანო მერაბიშვილი, როგორც ყველაფერში, ცურვაშიც მარჯვე აღმოჩნდა. ის ზღვაში საკუთარი სკუტერით, დაცვის გარეშე გავიდა. როგორც ამბობენ, ძნელია მას რაიმე გადაათქმევინო, მით უმეტეს, თუ ეს მის საყვარელ გატაცებებს ეხება. მინისტრს უყვარს, როცა მართავს... ადრენალინზე ხომ უარს არავინ ამბობს, მით უმეტეს, ის, ვისზეც ლეგენდებს ყვებიან. ძნელია იმის თქმა, ვინ ზრუნავს შავ ზღვაში ძალიან შორს გასული მინისტრის უსაფრთხოებაზე. თუმცა, ვანო მერაბიშვილს სანაპიროზე დაბრუნება და მისი სახლის სიახლოვეს მამაკაცის ჩამოფრენა, საფრენი აპარატით ალბათ, შემთხვევით არ დაემთხვა ერთმანეთს. მით უმეტეს, რომ „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი“ კვარიათის ცაზე მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. როგორც ჩანს, უშიშროების მინისტრს მარტოდ ფრენას მარტოდ ქროლვა ურჩევნია...


скачать dle 11.3