კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში


სად სუფევს ღმერთი

ფორთოხლისფერ მოსასხამში გახვეული განდეგილი ერთხელ ურწმუნოთა სოფელში მივიდა. ახალგაზრდობა გარს შემოეხვია და ქილიკით მოსთხოვა, ეჩვენებინა, სად სუფევს მის მიერ ასე მოწიწებით განდიდებული ღმერთი. განდეგილმა უპასუხა, რომ მას ძალუძს ურწმუნოთა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, მაგრამ მანამდე, დაე, რძით სავსე თასი მოუტანონ.

სოფლელებმა განდეგილს რძიანი თასი წინ დაუდგეს, ეგონათ, დალევდა. განდეგილმა კი თასს დაჟინებით დაუწყო ჭვრეტა, დიდხანს და სრული დუმილით, სულ უფრო და უფრო მეტი დაჟინებით. ახალგაზრდობა ჯერ ჩუმად იყო, შემდეგ შეჩოჩქოლდა, მოთმინებადაკარგულმა განდეგილს დანაპირების შესრულება მოსთხოვა. მაშინ განდეგილმა მიუგო.

– ცოტაც დამაცადეთ. ამბობენ, რძე კარაქს შეიცავს, მაგრამ ამ თასში, რომელსაც მთელი გულისყურით ვათვალიერებ, კარაქს ვერ ვხედავ.

ახალგაზრდები ახარხარდნენ განდეგილის მიამიტობაზე. იმ წამსვე ჭკუის სწავლება დაუწყეს – აქაოდა, ყეყეჩი ხარო, თუ ამ ხნის კაცს ის ვერ გაგიგია, რომ რძე იმიტომაცაა ნოყიერი, რომ მისი ყოველი წვეთი კარაქს შეიცავსო. მაგრამ ეს კარაქი რომ დაინახო, ჯერ რძე უნდა აადუღო, გააცივო, დაუმატო მაწონი. აცადო რამდენიმე საათი, რომ რძე აიჭრას, მერე კი შედღვიბო და კარაქსაც მაშინ დაინახავ, ვინაიდან ის ზედაპირზე ამოტივტივდებაო.

განდეგილი გამხიარულდა.

– აი, ეხლა კი გაცილებით გამიადვილდება იმის ახსნა, სად სუფევს ღმერთი. იგი ყველგანაა, ყველა არსებაში, სამყაროს თითოეულ ატომში. ღმერთის წყალობაა სამყაროს არსებობა, სამყაროსი, რომელსაც ყოველი ჩვენგანი აღიქვამს და რომელიც ასე გვახარებს. მაგრამ იმისთვის, რომ ღმერთი დავინახოთ, აღვიქვათ მისი რეალური არსი, ყოველ ჩვენგანს სჭირდება მკაცრად, გულწრფელად და სრულად დაიცვას რელიგიით დადგენილი წესები, ისევე, როგორც თქვენ იცავთ კარაქის მიღების წესს და მაშინ, ამ პროცესის ბოლოს, თქვენ შეიცნობთ ღმერთს, იგრძნობთ მის მადლსა და სიდიადეს.

ცხოვრების გემო

ერთ კაცს უნდოდა, რომ აუცილებლად ნამდვილი ოსტატის მოწაფე გამხდარიყო და გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რამდენად მართებული იყო მისი არჩევანი. მან ოსტატს ასეთი კითხვა დაუსვა:

– შეგიძლია, ამიხსნა, რა არის ცხოვრების მიზანი?

– არ შემიძლია, – იყო პასუხი.

– მაშინ, ის მაინც მითხარი, რა აზრი აქვს ცხოვრებას?

– ვერ გეტყვი.

გაწბილებული და იმედგაცრუებული კაცი უკან გაბრუნდა. მოწაფეები გაოგნებულნი დარჩნენ, რომ სხვის თვალში მათი ოსტატი ასეთი უბადრუკი აღმოჩნდა.

ოსტატმა ისინი შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა:

– თუკი ცხოვრების გემო არასოდეს შეგიგრძნია, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია იმაზე მსჯელობას, რა არის ცხოვრების მიზანი და არსი, ღვეზელზე მსჯელობას მისი ჭამა ჯობია.

უფლის კარიბჭე

ერთხელ რომელიღაც ბერძენმა ფილოსოფოსმა ერთ-ერთ თავის მოსწავლეს უბრძანა, სამი წლის განმავლობაში ვერცხლი დაერიგებინა იმათთვის, ვინც დასცინებდა და აუგად მოიხსენიებდა. გამოცდის დამთავრების შემდეგ, მასწავლებელმა უთხრა:

– ახლა უკვე შეგიძლია, სიბრძნის დასაუფლებლად ათენში წახვიდე.

ქალაქის შესასვლელში მოწაფემ კარიბჭესთან მჯდომი ბრძენი იხილა, რომელიც გამვლელებს აძაგებდა და ცუდი სიტყვებით მოიხსენიებდა. ასევე, მოექცა იგი ყმაწვილსაც, რომელმაც ბრძენის გასაოცრად, სიცილი დაიწყო.

– რატომ იცინი, მე ხომ შენ შეურაცხგყოფ? – ჰკითხა ბრძენმა.

– იმიტომ, რომ სამი წელიწადი ვუხდიდი ფულს იმათ, ვინც მაძაგებდა, შენ კი ამას უფასოდ აკეთებ.

– შედი ამ ქალაქში, ის შენ გეკუთვნის, – უთხრა ჭაბუკს ბრძენმა.


скачать dle 11.3