კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს მოძღვარს ადამიანისთვის ცოდვების არმიტევების უფლება და როგორ თავისუფლდება ქრისტიანი მძიმე ცოდვისგან


ოდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება პერიოდი, როდესაც უნდა მოინანიოს ცოდვები, თქვას აღსარება, გათავისუფლდეს ცოდვებისგან. მაგრამ ამისთვის მთავარია, ადამიანი მიხვდეს, რა არის ცოდვა, როგორ შემოდის ის მის სულში, სხეულში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მასთან ბრძოლა. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარის დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).


დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი): იმ ენებზე, რომლებზეც დაიწერა საღვთო წერილი, სიტყვა „ცოდვა” ითარგმნება, როგორც გზიდან აცდენა, ანუ ღვთის მიერ დაწესებული ზნეობრივი კანონების დარღვევა. მაცხოვარი იესო ქრისტე ბრძანებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”. ესე იგი, ვინც ქრისტეს სარწმუნოებით არ ცხოვრობს და არ მიჰყვება მაცხოვრის გზას, ის ცოდვილ ცხოვრებას ეწევა. ქრისტეს საყვარელი მოციქული გარკვევით ბრძანებს: „ყოველგვარი უსჯულოება არის ცოდვა“. ანუ რაც არ არის სარწმუნოებრივი და არ ეთანხმება ქრისტეს სარწმუნოებას, არის ცოდვა”. ცოდვას კი ყოველთვის წინ უსწრებს ურჩობა, რომელიც ჯერ კიდევ ზეცაში, ერთ-ერთ ქერუბიმში განხორციელდა და შემდეგ სამოთხეში ადამიანის მოქმედებაში აირეკლა. ცოდვის მიზეზი სატანაა და მისი მცდელობებითა და შთაგონებებით წარმოიქმნება ადამიანში წინააღმდეგობა უფლისა, ანუ ცოდვა. რაც მთავარია, უფალი თავის ქმნილებებს არ ტოვებს დაცემულ მდგომარეობაში და მათ გამოიხსნის ცოდვის მონობიდან. მაგრამ, ყოველი ადამიანი, რომელიც მოწადინებულია, განეშოროს ცოდვას, მოვალეა, დაიცვას სწავლება ქრისტესი, რომელსაც ეკლესიური ცხოვრება ჰქვია.

– ხშირად ადამიანებს უკვირთ, რატომ უნდა თქვან აღსარება მღვდელმსახურის წინაშე, რადგან უფალი ისედაც ყველაფერს ხედავსო.

– იესო ქრისტე ზეცაში ამაღლებამდე მოციქულებს ეუბნება: „მიიღეთ სულიწმიდაი, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნეთ მათ, უკეთუ ვიეთნიმე შეიპყროთ, შეპყრობილ იყვნეს”. ამ სიტყვებით მაცხოვარმა მოწაფეებს მისცა სამღვდელო უფლება – კაცთათვის ცოდვების მიტევებისა და გახსნისა. ამიტომ, ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც თავის ცოდვებს გულწრფელად აღიარებს მღვდელმსახურის წინაშე, ის თვით იესო ქრისტესგან მიიღებს შენდობას. ხშირად ადამიანების მიერ მოძღვრის წინაშე ცოდვების არაღიარების მიზეზი, სირცხვილია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სირცხვილი ცოდვით დაცემის შემდეგ მოვიდა. ადამიანი, რომელიც ესაუბრებოდა უფალს, ჭვრეტდა მას, აკრძალული ნაყოფის ჭამის შემდეგ საკუთარი სიშიშვლის გამო სირცხვილის გრძნობით შეპყრობილი, ბუჩქების უკან ემალება უფალს. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისი ცოდვების დამალვას, ადამის უგუნურ საქციელს იმეორებს და უფრო შორდება უფალს. „ნუ გრცხვენია და ნურც გეშინია ცოდვების აღიარების”, – გვასწავლის ისე ზირაქის ძე, რადგან, ვისაც საკუთარი ცოდვების აღიარების რცხვენია, ის ეშმაკის საქმეს აღასრულებს. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის, თუნდაც სირცხვილის გამო, ცხოვრობს ცოდვებში, არ ინანიებს მათ, ღმერთიც შესაბამისად მიუზღავს და არ გაათავისუფლებს ცოდვებისგან, როგორი მომაკვდინებელი ცოდვაც უნდა ჰქონდეს ადამიანს თუ ის ჭეშმარიტად შეინანებს და განუდგება მას, ღმერთიც იმ წამსვე აპატიებს და დაიხსნის მას ამ ცოდვისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ სულზე, სხეულზეც აქტიურად უნდა ზრუნავდეს. ადამიანი ორი სამყაროს მონაა: სული არის ანგელოზი, სხეული – პირუტყვი, ხოლო ადამიანი ორივე ერთად. ადამიანის სულიცა და სხეულიც ღვთის ქმნილებაა; როგორც სულის სიწმიდეა საჭირო, ასევე საჭიროა ფიქრი სხეულის სიწმიდეზეც. რამეთუ, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: ადამიანის სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა და შესაბამისი მოპყრობაც სჭირდება მას.

– იმისთვის, რომ ადამიანმა ნაკლებად შესცოდოს, მიხვდეს, როდის სჩადის ცოდვას და რა არის მისთვის ცუდი, მას გვერდით სჭირდება ადამიანები, რომლებიც დახმარების ხელს გაუწვდიან, მათ შორის, ალბათ, მოძღვარიც იგულისხმება, რომელიც სულიერ შვილს ყოველთვის უნდა ეხმარებოდეს ცხოვრების სწორად წარმართვაში?

– რა თქმა უნდა, ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ სხვისი დახმარება, მწყემსი, რომელიც მათ დამწყემსავს, სწორ გზას უჩვენებს. ეშმაკს ყველაზე მეტად სწორედ ის სწადია, რომ ადამიანს მწყემსი, მოძღვარი არ ჰყავდეს. ვინც მოძღვრის ნებას არ მიჰყვება, ის დასაწყისში მხურვალედ ლოცულობს, მარხულობს, სიმშვიდე, სიმყუდროვე აქვს, კეთილ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ შემდეგ გულმხურვალეობა თანდათანობით უნელდება. ვინც თავის ნებას მისდევს, წინამძღვარი არ ჰყავს, რათა კვლავ აღაგზნოს მისი მხურვალება, დაეცემა და ეშმაკის გასათელი გახდება. ხოლო ისინი, ვინც თავისი მოძღვრის ნებას მიჰყვებიან, ენდობიან, მის რჩევებს ითვალისწინებენ, არ დაეცემიან, რადგან ქრისტე მათ შეეწევა. წმიდა მამა ამბა დოროთე გვასწავლის: „არ არის აუცილებელი, ადამიანმა ყველას ჰკითხოს აზრი, მას ურჩევნია, მოძღვართან აღიაროს ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით – რაც მომხდარა ან საქმით გაუკეთებია, ან რამე ბოროტება გადაუქცევია ჩვევად, ან ცუდ საზოგადოებაში ყოფილა. იცოდეთ, ძმებო, თუ ჩვენს ნებას შევუდგებით, თუნდაც მარჯვენა მხარეს ვიბრძოლოთ, მალე დავეცემით. ეშმაკი მზაკვარია, სიძვასა და პარვას კი არ ჩაგვაგონებს (იცის, ასეთ რამეს არ დავუჯერებთ), არამედ პირველად რამე კეთილი საქმის შესახებ გვეტყვის, ჩვენ, რომ ძალზედ გვწადია. ასე დაგვაჩვევს ჩვენი ნების შედგომას და უეჭველად დაგვცემს ან მარჯვნიდან, ან მარცხნიდან... ეს მაშინ ხდება, როდესაც ჩვენს ნებას მივდევთ და თავად ვირჩევთ სათნოებას, გვგონია, კარგს ვაკეთებთ, მაგრამ სწორედ მაშინ ვცდებით და სულს წარვიწყმედთ. იცოდეთ, ძმებო და შეიგნეთ, რომელი კაციც თავის ნებით შეუდგება და ეწევა მონაზნობას, ის ღვთის ნებას არ ასრულებს და შორს არის მისგან”... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, როდესაც ადამიანი თავის ნებას აღასრულებს და თან ამას თავის მართლებაც ერთვის, ის კაცი საერთოდ არ სჩადის სიკეთეს. ამიტომ, ყველას გირჩევთ, სანამ რამეს გააკეთებთ, ჰკითხეთ მოძღვარს აზრი, ის დაგიცავთ შეცდომისგან, სწორ რჩევას მოგცემთ და, თუ მას დაუჯერებთ, ეშმაკს თქვენი აზრების განსჯა და გამოაშკარავება გაუჭირდება, ვერ იხელთებს დროს თქვენთვის სავნებად და მთელი მისი მზაკვრობა ჩაიშლება.


скачать dle 11.3