კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაკანონიერებული რეკეტი



ყველანი ჯარიმის შვილები ვართ



მართალია, „სი თი პარკის“ დედაქალაქის ქუჩებში შემობიჯებას მძღოლებსა და ზოგადად ავტომანქანების მფლობელებს დედაქალაქის მერია კარგა ხანია, აჩვევდა და ახალი წესები კიდეც ამოქმედდა, მაგრამ ამ პროცესს უღრუბლოდ მაინც არ ჩაუვლია; ვერც ჩაივლიდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ „სი თი პარკმა“ თბილისის ქუჩებში პრინციპით: მე ვარ და ჩემი ნაბადიო, არჩია მოქმედება (და რომ არა მერიის მხარდაჭერა, ამ პრინციპს ვერც აირჩევდა). ამ პრინციპის მთავარი მიზანი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ამ დემოკრატიით გაჩახჩახებულ ყოფაში მძღოლების გაყვლეფა გახლდათ და ეს მარტივად დასტურდება, თუნდაც, იმ ფაქტით, რომ მოქალაქეს თავის საცხოვრებელ სახლთან ავტომანქანის უფასოდ დაყენების უფლება მხოლოდ საღამოს 7-საათიდან დილის 10-საათამდე აქვს. სხვა შემთხვევაში თანხის გადახდა მოუწევს და ეს თანხა, პარკირების ზონების მიხედვით, შესაძლოა, ყოველთვიურად ას ლარსაც ასცდეს. მეორე მხრივ, თუ თქვენ ერთ საათს ვარაუდობთ ავტომანქანის გაჩერებას, მოხდა სასწაული და 50-თეთრიანი ერთჯერადი ბარათიც იშოვეთ, გადაფხიკეთ, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ და საქარე მინაზეც დაამაგრეთ, მაგრამ შეხვედრა საათსა და ხუთ წუთს გაგიგრძელდათ, „სი თი პარკის“ ინსპექტორი დროის გადაჭარბების გამო 10-ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ. აქედან გამომდინარე, რათა „სი თი პარკის“ გაკანონიერებულ რეკეტს გადაურჩეთ, ყოველი შემთხვევისთვის ადგილი ორი საათით უნდა დაიბევოთ და 50 თეთრის ნაცვლად, გინდათ თუ არა, ერთი ლარი გადაიხადოთ, რომ „სი თი პარკის“ ჯარიმა თავიდან აიცილოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უხერხულობა გასულ კვირას დედაქალაქის მერმაც იგრძნო და პარკირების მეთოდის გამარტივების შესახებ გვაუწყა, სხვათა შორის, ისე საზეიმოდ, თითქოს „სი თი პარკს“ ტენდერში ოკუპანტებმა გაამარჯვებინეს. ზემოთქმულიდან გამომდინარე კი აშკარაა, რომ დედაქალაქის მერიის მოქმედების მეთოდი მარტივია: თუ გაუვა!


скачать dle 11.3