კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ითვლება „სტერვების“ როლის საუკეთესო შემსრულებლად ჰოლივუდში და რის გამო ამბობს ის უარს ავტომობილით მგზავრობაზე



„როდესაც ფილმში „ძუკნას“ ვასახიერებ, ყოველთვის ვნერვიულობ, რადგან მუდამ იმაზე მიწევს ფიქრი, რას იფიქრებენ ჩემზე და ყოველთვის ვიტოვებ იმის იმედს, რომ მაყურებელი გაგებით მოეკიდება ჩემს პროფესიას და მიხვდება, რომ ბოროტი საქმეების კეთება მხოლოდ ეკრანზე მიწევს, რეალურ ცხოვრებაში კი ჩემი გმირებისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ“, ეს სიტყვები „ემთივის“ კინოდაჯილდოების არაერთგზის გამარჯვებულს „წლის უარყოფითი პერსონაჟის“ ნომინაციაში, კანადელ კინოვარსკვლავს, რეიჩელ მაკადამსს ეკუთვნის, რომელსაც მართლაც საუცხოოდ გამოსდის დიდ ეკრანზე „სტერვების“ განსახიერება.

რეიჩელ ენ მაკადამსი ან, უბრალოდ, რეიჩი, 1978 წელს დაიბადა კანადურ ქალაქში, ხმაურიანი სახელით – ლონდონი. აღსანიშნავია, რომ იმავე სენტ-ჯოზეფის სამშობიაროში, სადაც რეიჩი გაჩნდა, დაიბადა მისი მომავალი ბოიფრენდი და პარტნიორი ბლოქბასტერ „უბის წიგნაკის“ გადასაღებ მოედანზე, მსახიობი რაიან გოსლინგი. რეიჩელის მამა სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, დედა კი – მედდად. თავის მშობლებს ჰოლივუდის ვარსკვლავი მსოფლიოში საუკეთესო მშობლებად მიიჩნევს: „სწორედ მათ მასწავლეს ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი დღემდე გვერდში მიდგანან და, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე პატარა ასაკის ვარ, მათთვის ისევ იმ პატარა რეიჩელად ვრჩები, რომელსაც ადამიანებთან სამართლიან მოპყრობას და საკუთარი თავის გატანას ასწავლიან“. რეიჩელის გარდა მაკადამსების ოჯახში კიდევ ორი ბავშვი – უმცროსი ასაკის დენიელი და კაილინი იზრდებოდნენ. სხვათა შორის, რეიჩელი და მისი და-ძმა საოცრად ჰგვანან ერთმანეთს, ხოლო ყველა ერთად, რეიჩელის აზრით, დედას ჰგავს, რომელიც ნამდვილი ჰუმანისტია და მუდმივად წუხს მსოფლიოში არსებული პრობლემების გამო.

„ბავშვობაში ძალიან საყვარელი ვიყავი, ხანდახან უცნობი გამვლელები ქუჩაში მაჩერებდნენ და მეფერებოდნენ, ხოლო როდესაც იგებდნენ, რომ ყველაფერთან ერთად, ფიგურული სრიალითაც ვიყავი დაკავებული, მეხუტებოდნენ და ტკბილეულით მიმასპინძლდებოდნენ. საერთოდ, ჩვენს ქალაქში გოგოები ფიგურული სრიალით იყვნენ დაკავებული, ბიჭები კი – ჰოკეით. სხვა გართობა, უბრალოდ, არ არსებობდა“, – იხსენებს მსახიობი. მომავალი კინოვარსკვლავი ოთხი წლის ასაკიდან სრიალებდა ყინულზე და სერიოზულად ფიქრობდა სპორტსმენის კარიერაზე. ციგურებთან ერთად რეიჩელს ჰოკეის თამაშიც უყვარდა თანატოლ ბიჭებთან ერთად და სპორტის ამ სახეობის მიმართ თბილი დამოკიდებულება მას დღესაც აქვს და მისი ნახვა ხშირად არის შესაძლებელი ჰოკეის დარბაზებში „ენჰაელის“ მატჩებზე. სკოლის დამთავრების შემდეგ რეიჩელი კულტუროლოგიის ფაკულტეტზე აპირებდა სწავლას, მაგრამ სცენის სიყვარულმა თავისი გაიტანა: 12 წლის ასაკიდან სამოყვარულო დონეზე მონაწილეობდა სხვადასხვა დადგმაში, განსაკუთრებით კი შექსპირის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებში უყვარდა თამაში და, საბოლოოდ, ჰოლივუდის მომავალმა ვარსკვლავმა საბუთები ტორონტოს იორკის უნივერსიტეტში, დრამის განყოფილებაზე შეიტანა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.

პირველი პროფესიონალური როლი რეიჩელმა „დისნეის“ სტუდიის დადგმულ სერიალში მიიღო და ბულემიით დაავადებული გოგონას როლი განასახიერა. ეპიზოდური როლის შესრულების შემდეგ იგი ჰოლივუდში გაემგზავრა და პირველივე გასაუბრებაზე მიიღო როლი კომედიაში „მაგარი გოგონა“, სადაც მისი პარტნიორი კომიკოსი მსახიობი რობ შნაიდერი იყო. ხოლო, რასაც ჰქვია ნამდვილი პოპულარობა მას მოუტანა ახალგაზრდულმა კომედიამ „საზიზღარი გოგოები“, სადაც 25 წლის რეიჩელმა, რომელიც თავის და-ძმასთან ერთად სამი წლის განმავლობაში „მაკდონალდსის“ ქსელის სწრაფი კვების რესტორანში მუშაობდა, 16 წლის „სტერვა“ უფროსკლასელი განასახიერა, რომელიც მუდმივად დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ლინდსი ლოჰანის გმირს. „საზიზღარი გოგოების“ შემდეგ ეკრანებზე გამოვიდა რომანტიკული დრამა „უბის წიგნაკი“, რომელიც თავის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ამ ფილმის შემდეგ რეიჩელ მაკადამსმა ითამაშა კიდევ ორ კომედიაში „დაუპატიჟებელი სტუმრები“ და თრილერში „ღამის რეისი“ და ორწლიანი პაუზა აიღო, რომლის განმავლობაში ფიქრობდა, დაბრუნებულიყო თუ არა დიდ კინოში. იმ პერიოდში რეიჩელი რაიან გოსლინგს ხვდებოდა და წყვილი დაქორწინებასაც კი აპირებდა, მაგრამ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ისინი დაშორდნენ. ჰოლივუდში მუსირებდა ჭორი, რომ რეიჩელმა და გოსლინგმა დაშორების შემდეგ ისევ აღადგინეს ურთიერთობა, მაგრამ ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ბოლო ერთი წელია რეიჩელს რომანი აქვს მსახიობ ჯოშ ლუკასთან სელმა ჰაიეკისა და ენ ჰეთუვეის ყოფილ ბოიფრენდთან. წყვილი ბედნიერად გრძნობს თავს, მაგრამ დაქორწინებას ჯერჯერობით არ ჩქარობს. ყველაზე მთავარი კი, რაც მსახიობებს აერთიანებს, არის ის, რომ ისინი ჩართულნი არიან დაბინძურებისგან გარემოს დაცვის პროგრამაში და აქტიურად ეწევიან პროპაგანდას, რათა მოსახლეობამ უარი განაცხადოს ავტომობილებით გადაადგილებაზე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით, მაგალითად, ველოსიპედით ან სქეითბორდით იმოძრაოს. გარემოს დაცვის მოყვარულ რეიჩელს არც ავტომობილი ჰყავს და არც მოტოციკლი, ქალაქში კი ის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, ან ველოსიპედით.

მიუხედავად იმისა, რომ რეიჩელ მაკადამსი წარმატებულ მსახიობად ითვლება, შთამბეჭდავია იმ ფილმების სია, სადაც მან არ ისურვა მონაწილეობის მიღება: „შეუსრულებელი მისია 2“, „ეშმაკი ატარებს „პრადას“, „კაზინო „როიალი“, „რკინის კაცი“ და მიუზიკლი „მამა მია“. სხვათა შორის, „აბბას“ სიმღერებზე შექმნილ მიუზიკლში როლი სპეციალურად რეიჩელისთვის იყო დაწერილი, მაგრამ მისი უარის შემდეგ საბოლოოდ როლი ამანდა სეიფრიდს ერგო, მსახიობს, რომელსაც თავის დროზე რეიჩელ მაკადამსმა წაართვა როლი ფილმში „საზიზღარი გოგოები“. ამ ფილმმა რეიჩელი „სტერვას“ როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აქცია ჰოლივუდში.

უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3